კუ-ვიკინგების ლაშქარი გორში
კუ-ვიკინგების ლაშქარი გორში
"წითელყურა წყლის კუ ყველაზე უპრეტენზიო და გავრცელებული სახეობაა, თან ყველაზე ლამაზი და ჭკვიანი"

ელზა გელდიაშვილი ეკონომისტია, გორის სამხედრო ჰოსპიტალში ერთ-ერთი განყოფილების ფინანსური მენეჯერია. ჰყავს მეუღლე და ორი გოგონა - 21 წლის სტუდენტი და 11 წლის მოსწავლე. ოჯახის წევრთა ამჟამინდელი გატაცება წყლის კუებზე ზრუნვაა, რაც მათ ძალიან მოსწონთ. ჯერ არც ჩვენ გვყოლია რესპონდენტი, რომელსაც შინ წყლის კუები ჰყავს. როგორც ქალბატონი ელზა აღნიშნავს, ისინი მუდამ ზრუნავდნენ სხვადასხვა არსებაზე - ეს იყო ძაღლები,
ასევე თევზები, რომლებიც მათი სახლის სრულფასოვანი ბინადრები იყვნენ.

ელზა გელდიაშვილი:

- ადრე დიდი სახლი გვქონდა, ეზოიანი, სადაც ძაღლი გვყავდა. თუმცა ძაღლები ახლაც გვყავს, ოღონდ სოფელში: ერთი როტვეილერია, მეორე გერმანული ნაგაზი, ერთიც პატარა, ჩვეულებრივი მეტისი ლეკვი, ახლახან მოვიყვანეთ. ამჟამად კორპუსში ვცხოვრობთ და ძაღლებს ვერ ვინახავთ. ამიტომ
გვინდოდა რამე შინაური გვყოლოდა და ორ წელიწადს თევზებს ვუვლიდით. მოგვწონდა, მაგრამ რთული მოსავლელი აღმოჩნდა. საერთოდ, საქართველოში ხშირად დაავადებული თევზები შემოჰყავთ და აკვარიუმში რომ ვათავსებთ, ვერ უძლებენ. მოკლედ, გადავწყვიტეთ, კუ აგვეყვანა. 5 წლის წინ ერთი მოვიყვანეთ, ახლა უკვე სამი გვყავს აკვარიუმში.

- ადვილი მოსავლელი არიან?
- ძალიან ადვილია, არ არის საჭირო ტემპერატურული რეჟიმი, რაც თევზებისთვის აუცილებელია.
ორ წლამდე კუ დღეში ორჯერ ჭამს, მერე კი შეიძლება ოთხი-ხუთი დღე უჭმელი იყოს. ჩვენი კუ წითელყურა წყლის კუა, ყველაზე უფრო უპრეტენზიო და გავრცელებული სახეობაა, თან, ყველაზე ლამაზი და ძალიან ჭკვიანი, სიმშვიდესა და სიმყუდროვეს გვიქმნიან.

წყლის გამოცვლა კვირაში ერთხელ უნდათ. საკვებს ზოომაღაზიაში ვყიდულობთ, ბაზარში კი საქონლის ღვიძლს - ეს აუცილებლად სჭირდებათ, რომ ცხოველური ცილა მიიღონ. ძალიან უყვართ სალათის ფურცლებიც. ოჯახის წევრებს გვცნობენ, განსაკუთრებით, ჩემს უფროს გოგონას. აკვარიუმთან რომ დადგება, მისკენ მოცურავენ. ჩემი შვილების მეგობრებსაც უყვართ ისინი.
მათი გამრავლება გვინდოდა, თუმცა ჯერ სქესი დანამდვილებით არ ვიცით.

- ეს როგორ უნდა დადგინდეს?
- ზომების მიხედვით, "ვაჟი" კუ უფრო დიდი იზრდება, "გოგონა" უფრო პატარაა, მაგრამ ჩვენები სამივე ერთი ზომის არის და სავარაუდოდ, "ვაჟები" უნდა იყვნენ.
გამრავლებისთვის სხვა პირობები სჭირდებათ, აკვარიუმში არე უნდა ჰქონდეთ გამოყოფილი, მოფარებული, ცოტა ჩაბნელებული, სადაც შეწყვილდებიან. ეს კუ წყლის კი არის, მაგრამ აუცილებელია ხმელეთიც ჰქონდეს. ამიტომ აკვარიუმში კლდის პატარა ნამტვრევებიც არის, რომ ზედ აცოცდნენ და დაისვენონ.

- რა ზომის არიან?
- რომ მოვიყვანეთ, ხელისგულზე ეტეოდნენ, ახლა გაშლილ ხელზე უფრო დიდი ზომის არიან...

- რა ჰქვიათ?
- ჩემმა ქალიშვილმა სერიალის გმირი ვიკინგების სახელები დაარქვა: რაგნარი, ეინარი და ჰექტორი.
თავიდან რომ მოვიყვანეთ, სამივე თევზების აკვარიუმში ჩავსვით. არადა, თევზები და კუ ერთად არ შეიძლება. პატარები სანამ არიან და იზრდებიან, თევზებს ჰკბენენ და მერე კი ჭამენ. ასე გადასანსლეს რამდენიმე თევზი, სანამ ახალ აკვარიუმში გადავიყვანდით.

- ხმელეთის და წყლის კუ ერთმანეთისგან რით განსხვავდებიან და რას ურჩევთ მას, ვისაც წყლის კუ თქვენსავით აინტერესებს?
- ხმელეთის კუ განსხვავებუ­ლი სახეობაა. ის ხშირად ბაღში ჰყავთ გაშვებული, მას შინ, ბინაში ვერ იყოლიებ, სიმწვანეში, მცენარეებში ყოფნა ურჩევნია. წყლის კუ კი ისეთი სახლისთვის არის, ვისაც საშუალება არა აქვს, კუ ბაღში გაუშვას. მოკლედ, წყლის კუ გამოსავალია მათთვის, ვისაც ცხოველები უყვარს და ეზო არა აქვს. პატარებსაც თუ მიაჩვევენ მზრუნველობას, მთლად უკეთესი იქნება. როცა წყალს ვუცვლით, აკვარიუმიდან ამოგვყავს და თან ვაჭმევთ. ჩემს უმცროს შვილს მოსწონს ეს პროცესი, ხელში აიყვანს და ათამაშებს, ოღონდ უწყლოდ დიდხანს გაჩერება არ შეიძლება.

ეზოს უქონლობის გარდა, წყლის კუ კარგია იმისთვისაც, ვისაც ცხოველები უყვარს, მაგრამ ხშირად მოუცლელია. ჩვენ ყველანი ვმუშაობთ და ასეთ პირობებშიც თავისუფლად ვუვლით მათ. ამ მხრივ კუ უპრობლემოა.

- დასასვენებლად რომ წახვიდეთ და ისინი შინ დატოვოთ, შეიძლება?
- შეიძლება დატოვება ერთი კვირით, შინაც რომ არავინ იყოს, არაფერი დაუშავდებათ, ოღონდ წასვლის წინ უნდა აჭამოთ.
ზაზა
17 იანვარი 2019 13:28
საოცარი ადამიანია ელზა...❤❤❤ჩემი მეგობარი❤❤❤

რუბრიკის სხვა სიახლეები
18-03-2019
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
18-03-2019
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
რომელია ღვინისთვის ყველაზე ოპტიმალური ტემპერატურა?
/
თქვენი აზრით, აქვს თუ არა ადგილი ხელისუფლების მხრიდან ბიზნესზე ზეწოლას  დღეს საქართველოში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, აქვს თუ არა ადგილი ხელისუფლების მხრიდან ბიზნესზე ზეწოლას დღეს საქართველოში?
დღის კითხვადი სტატიები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები