შავი დედალი ვარდისფერი კვერცხებით
შავი დედალი ვარდისფერი კვერცხებით
კადაკნატჰს შინაგანი ორგან­ოებიც კი შავი აქვს, თუმცა, მისი კვერცხი მოვარდისფროა...

ინდური შავი ქათამი კადაკნატჰი (Kadaknath)­ მადჰია-პრადეშის შტატის დასავლეთ რაიონებშია გავრცელებული. აქ მას უწოდებენ კალი მასისაც­, რაც ინდურად შავხორციან ქათამს ნიშნავს.

კადაკნატჰზე დიდი მოთხოვნაა ცილის მაღალი და ცხიმისა და ქოლესტერინის დაბალი შემცველობის გამო. ცხიმი ამ ქათმის ხორცში მხოლოდ 0,73-1,03%-ია, მაშინ როცა ქათმის გავრცელებულ ჯიშებში 13-25%-ს შეადგენს. მამ­ა­ლი 2-2,5 კილოგრამს იწონის, დედალი - 1,5-2 კგ-ს. ჯიში განთქმულია შავი ხორცის საუკეთესო გემოთი.
ქათამს ყველაფერი
შავი აქვს: ბუმბული, ფეხები და ფრჩხილები, ნისკარტი, ენა, ბიბილოები, ხორცი, ძვლები და შინაგანი ორგან­ოებიც კი. მისი ფერი განპირობებულია პიგმ­ენტ მელანინის მაღალი შემცველობით, თუმცა კადაკნატჰის კვერცხი კრემისფერია მოვარდისფრო ელფერით, წონა კი - დაახლოებით 45 გრამი.

კადაკნატჰი ერთადერთი ცოცხალი არსებაა ინდოეთში, რომელსაც მთავრობამ 2018 წლის ივლისში ე.წ.
საიდენტიფიკაციო გეოგრაფიული­ ტეგი მიანიჭა (GI tag), თუმცა ეს ჯიში გავრცელებულია ინდონეზიაშიც, სადაც მას აიამ ცემანის უწოდებენ.

აღსანიშნავია, რომ ქათმის ამ ჯიშს ადაპტაციის შესანიშნავი უნარი აქვს, თუმცა მეტისმეტად დიდი მოთხოვნილების გამო მისი რაოდენობა მკვეთრად შემცირდა. ჯიშის გადასარჩენად შტატის მთავრობამ დაიწყო სპეციალური პროგრამა, რომელშიც სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი 500 ოჯახი მონაწილეობს.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

თქვენი აზრით, რამდენად ხშირად ხდება დღეს  საქართველოში თანამდებობის პირთა მიერ უფლებამოსილების პირადი მიზნებისთვის გამოყენება?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, რამდენად ხშირად ხდება დღეს საქართველოში თანამდებობის პირთა მიერ უფლებამოსილების პირადი მიზნებისთვის გამოყენება?
თვის კითხვადი სტატიები