ტოპიარი: ბუჩქში ნაკვეთი სამყარო - კვირის პალიტრა

ტოპიარი: ბუჩქში ნაკვეთი სამყარო

ბუჩქებისა და ხეების ფიგურული კრეჭა უძველესი საბაღო-საპარკო ხელოვნებაა. ევროპაში ტოპიარი რენესანსის ეპოქაში გაჩნდა, როცა ბაღებსა და პარკებში დაიწყეს ბუჩქებისა და ხეების პირამიდების, კუბების, სფეროების, შემდგომ კი - ცხოველების, ადამიანებისა თუ არქიტექტურული ნაგებობების ფორმით კრეჭა...

თავის დროზე ტოპიარი გაჩნდა ვერსალში, საიდანაც ჰოლანდიაში გავრცელდა, ხოლო 1660 წლიდან ინგლისში შეაღწია (ინგლისური სიტყვა თოპიარყ ბერძნული წარმოშობისაა და ადგილს ნიშნავს, ლათინური ტოპიარია კი - საბაღე ხელოვნებას), სადაც ძალიან პოპულარული გახდა.

დღეს ევროპასა თუ ამერიკის კონტინენტზე ტოპიარის ფესტივალები იმართება, სადაც შესანიშნავი ნიმუშების ნახვა შეიძლება. საბაღე სკულპტურების შესაქმნელად სპეციალისტები იყენებენ უჟანგავი რბილი მავთულის კარკასებს, სხვადასხვა დეტალისთვის კი (თვალები, ნისკარტი და სხვ.) არც თანამედროვე მასალის გამოყენებაზე ამბობენ უარს.