"მთავარია, ჩვენ ერთმანეთს გავუგოთ"
"მთავარია, ჩვენ ერთმანეთს გავუგოთ"
"მცენარეები მაქვს სამუშაო ოთახში, ფოიეში, კლინიკასთან პატარა ბაღშიც, სიმწვანე და სილამაზე პაციენტებსაც მოსწონთ"

როგორც აღმოჩნდა, ცნობილი ენდოკრინოლოგი ლაშა უჩავა მცენარეებსაც "კურნავს"­ - უვლის, ამრავლებს და მწვანე გარემოს შესაქმნელად ზრუნავს. უამრავ მცენარეს ახარებს შინ და სამსახურში.

- მცენარეებს ვუვლი, როგორც მოყვარული მებაღე და მეყვავილე. სახლში მცენარეები სულ იყო და მათზე ზრუნავ­დნენ. შემდეგ ამგვარი დამოკიდებულება მეც გადმომეცა.
ჩემი სფერო - ენდოკრინოლოგია, ჯანმრთელობის გარდა, ესთეტიკურობასაც­ მოიცავს, ნივთიერებათა ცვლის გაჯანსაღება ალამაზებს ა
დამიანს. ესთეტიკურობა ყველაფერში კარგია და რა თქმა უნდა, ლამაზი მცენარეებიც გამორჩეულად სასი­ამოვნოა. მათგან ბევრი ენერგია მოდის. გარდა იმისა, რომ სიმწვანე ჟანგბადის წყაროა, გარემოსაც ალამაზებს. ამიტომ, როცა საცხოვრებლად მარტო გადავედი, არც დავფიქრებულვარ, სახლი მომერთო თუ არა ყვავილებით... მას შემდეგ მცენარეებს­ ვაგ­როვებ. საზღვარგარეთ თუ მიწევს ყოფნა­, იქიდანაც მომაქვს ბოლქვები, ნერგი.
ნერგი
წყლით სავსე ბოთლითაც ჩამომიტანია. მეგობრები დამცინიან, - ნახევარი ჩემოდანი ბოთლებში ჩაწყობილი ნერგებიაო, მაგრამ მომაქვს იმ მცენარეთა ჯიშები, რომელიც საქართველოში არ მოიპოვება.

- ძალიან დაკავებული ხართ და ამის მიუხედავად, მცენარეებისთვის მაინც იცლით...
- მათთვის დროს მაინც ვპოულობ. ალბათ, ყვავილებსაც ვუყვარვარ. ჩემს გრაფიკს ერგებიან. როცა რაღაც დროით მათი დატოვების შემდეგ შინ ვბრუნდები,­ ყველა მცენარეს ვესალმები, ვეფერები, მოვიკითხავ.­ არასდროს მოწყენილი არ მხვდ­ებიან, ალბათ, მელოდებ­იან... ყვავილებიც ხომ ცოცხალი არსებები არიან და გრძნობენ ჩემს განწყობას. ასე ვცვლით მე და მცენარეები ერთმანეთში ენერგიას.

- როგორც ექიმი, მცენარეთა თერაპ­იასა და სამკურნალო თვისებებზე რას გვეტყვით?
- გარდა იმისა, რომ დად­ებით ენერგიასა და ჟანგბადს გამოყოფენ, მათი სილამაზეც მოქმედებს ჩვენს გუნება-განწყობაზე, ფსიქოლოგიურ სტატუსზე, შესაბამისად, ჯანმრთელობაზე. ზამთარში ყვავილობს ორქიდეა, რომელიც ძალიან ლამაზი მცენარეა. როცა ვუყურებ, ვხალისდები, ამიტომაც არის მათთან ურთიერთობა მნიშვნელოვანი. მეგობრებიდან ბევრს უთქვამს, - ჩემთან ყვავილი არ ხარობს, ვერ ვუვლი და ა.შ. მაგრამ ესეც ალბათ ჩვენს ხასიათზეა დამოკიდებული, რამდენად გვიყვარს და შეგვიძლია მათთან ურთიერთობა.

- როგორ მცენარეებს არჩევთ - მოყვავილეებს, არამოყვავილეებს, მასიურებს?
- მნიშვნელოვანია, როდესაც შევხედავ, ერთმანეთს გავუგოთ. ლამაზიც უნდა იყოს. მათგან ზოგს გარეთ ყოფნა უყვარს, ზოგს მზიანი ოთახი. ამიტომ ყველა ნიუანსს ვითვალისწინებ. თუ ვიცი, რომ ოთახში ან აივანზე ვერ გაძლებს, არ ვყიდულობ.
მირჩევნია, შინ არ მოვიტანო, ვიდრე მქონდეს და ვუყურო, როგორ წვალობს, შესაბამისად, ის ნეგატიურ განწყობასაც ქმნის.
ამიტომ იმის მიხედვით ვირჩევ, რომელი მოუხდება სახლს და სახლი - რომელს...

- შარშან ქალაქის მერიის გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობდით, რომელიც თბილისის გამწვანებას ეხებოდა. თუმცა ვერ გაიმარჯვეთ.
- ეს იყო "სიცოცხლით სავსე ქალაქის"­ პროექტი, რომელსაც მე "ჟანგბადით სავსე ქალაქი" დავარქვი. პროექტი გულისხმობდა ყველა აივანსა და სახურავზე მოწყობ­ილიყო მწვანე საფარი, რომ ჟანგბადით უფრო გაჯერებულიყო ქალაქი.

ევროპის ნებისმიერი ქალაქი მწვანე­ საფრითაა სავსე, ზრუნავენ ეკოლოგიაზე,­ ჰაერსა და ჯანმრთელობაზე. მწვანე საფარი უნდა იყოს ბევრი, თუ გვინდა, სიცოცხლით სავსე ქალაქი გვქონდეს. ჩემი პროექტი სწორედ ამას ნიშნავდა, რომ კორპუსების მოსახლეობა დაეინტერესებინათ საკუთარი აივ­ნების, სახურავების, ეზოების გამწვანებით. ვიმედოვნებ, მოვა დრო, მსგავსი რამ თბილისში მაინც გაკეთდება.

- მცენარეები სამსახურშიც გაქვთ...
- სამსახურში უფრო დიდ დროს ვატარებ, ვიდრე შინ, ამიტომ იქაც ვზრუნავ მათზე, რათა შევქმნა გარემო, სადაც თავს კომფორტულად ვიგრძნობ. მცენარეები მაქვს სამუშაო ოთახში, ფოიეში, კლინიკასთან პატარა ბაღშიც, სიმწვანე და სილამაზე პაციენტებსაც მოსწონთ. შესაძლოა, მცენარეს რაღაც ნაწილი მოატეხონ, რაზეც გული მწყდება, თან ვიმედოვნებ, რომ ისინიც გაახარებენ...

- გამორჩეულად რომელი ყვავილი გიყვართ?
- ჟასმინი, რომელიც მთელ აივანზე­ კედელსაა მოდებული და გაზაფხულზე, როცა ყვავის, არაჩვეულებრივ სურნელს ატრიალებს. ორქიდეებიც ძალიან მიყვარს. ყოფილა შემთხვევა, კლინ­იკაში პაციენტებს სხვადასხვა ექიმისთვის მიურთმევიათ, მაგრამ რატომღაც ყველა ოთახში ფუჭდებოდა და ჩემთან შემოჰქ­ონდათ სარეანიმაციოდ. მიხარია, როდესაც ჩემი რეანიმირებული ორქიდეები დღემდე ყვავილობენ სხვადასხვა ექიმის კაბინეტებში, თავიანთ პატრონებთან. ნუ მოვიკლებთ ამ სიამოვნებას - ვიყოთ ახლოს ბუნებასა და მწვანე გარემოსთან.
ნატალია
14 თებერვალი 2019 09:48
წარმატებებს გისურვეთ, ძალიან პოზიტიური ადამიანი ხართ.

როგორ აფასებთ საატესტატო გამოცდების გაუქმების ფაქტს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ საატესტატო გამოცდების გაუქმების ფაქტს?