საბეკონე ღორების ფერმა
საბეკონე ღორების ფერმა
"საბეკონე ღორი 15-მდე გოჭს შობს, რომლებიც 2 თვის ასაკში­ უკვე 18-19 კილოგრამს აღწევენ. ასეთ გოჭებს ვინ არ იყიდის!"

საბეკონე ღორები მეხორცულობით­აც გამოირჩევიან. ქისტაურელმა (ახმ­ეტის რაიონი) ფერმერმა გიორგი პავლიაშვილმა საბეკონე ღორებისთვის 4 წლის წინ ფერმა ააშენა. მან თითო საჯიშე ღორში საშუალო ხარ­ი­სხის მსუბუქი ავტომანქანის საფასური - 4.000 ლარი გადაიხადა. სამაგიეროდ, ღირდა - ფერმერმა იცოდა, რომ ღორის ხორცის გაყიდვით დანახარჯს მალე აინაზღაურებდა.

- მშობლებს ჩემთვის ბავშვობიდან რომ არ ესწავლებინათ და შრომას არ
შევჩვეოდი, ნამდვილად გამიჭირდებოდა პირუტყვის მოვლა. მეც ვცდილობ შრომის­ სიყვარული შვილებსაც ჩავუნერგო. ამჟამად არა მხოლოდ ღორების, არამედ მსხვილფეხა საქონლის პატარა ფერმაც მაქვს, სადაც 40 ძროხას ვუვლი და რძის პროდუქტს ვყიდი.

ღორების ფერმის აშენება ძალიან მინდ­ოდა. თუ კარგად მოუვლი, მას დიდი მოგების მოცემა შეუძლია. რაც შეეხება დაავადების
შიშს, ვეტერინარული წესების დაცვით დაავადებების თავიდან აცილება ნამდვილად შეიძლება. ერთი სიტყვით, ჩემდა ბედად, ბეკონის საჯიშე ღორებიც აღმოვაჩინე. ისინი დიდი ზომის იზრდებიან და ხორცსაც კარგად იძლევ­იან, თითო ღორი დაახლოებით 80%-მდე ხორცს იძლევა, რომელსაც ცხიმი ძალ­იან ცოტა აქვს. არის ზოგიერთი ჯიში, რომლის ცხიმიანობა 5%-ზე მეტი არ არის. ჩვენთან ღორის ცხიმის ძალიან ეშინიათ და ღორის ეს ჯიშები კარგად გადის. ამ ღორების სამშობლოში, მაგალითად, ავსტრიასა და გერმანიაში, მათგან შებოლილ ხორცს, ბეკონს ამზადებენ და მრავალ ქვეყანაში ყიდიან, მათ შორის ჩვენთანაც.

როცა მითხრეს, საბეკონე ღორები ჰ­ყავს­ ერთს, მაგრამ ვერ უვლის და ყიდის, ოღონდაც თითოში 4.000 ლარი უნდა გადაიხადოო, წავედი და 4 საჯიშე ღორი ვიყიდე 16.000 ლარად. ფერმა­ სოფ­ლიდან დაახლოებით 500 მეტრის მოშორებით მაქვს, რომ ღორებით სოფელი არ შევაწუხო.

- ღორის საფასურად მეტისმეტად დიდი თანხა არ გამოდის? სახელმწიფო პროგრამამ დაგაფინანსათ?
- საბედნიეროდ, პროექტების წერა არ დამჭირვებია და არც სახელმწიფოს კარზე მიდგომა. ჩემი მშობლები უცხოეთში არიან და რასაც მიგზავნიან, საქმეში ვაბ­ანდებ. თუ რამე დამაკლდება, სესხს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია მაძლევს. ვალი ვის უნდა, მაგრამ ზოგჯერ სხვაგვარად არ გამოდის. გარდა ამისა, 16 ჰექტა­რამდე ვენახიც მაქვს, ყურძენს ვაბარებ. ფულის გადახდა ყველაფერში გამართლ­ებულია, რაც მოგებას მოგცემს. იმედგაც­რუებული არ დავრჩენილვარ: ღორების ყიდვიდან ძალიან მალე 30-მდე გოჭი მყავ­და გასაყიდი. საბეკონე ღორი 15-მდე გოჭსაც შობს, რომლებიც 2 თვის ასაკში­ უკვე 18-19 კილოგრამს აღწევენ. ასეთ გოჭებს ვინ არ იყიდის!

- როგორც ვიცი, გოჭები ყოველ­ 4 თვეში იბადებიან.
- ღორის მოვლაში ისიც შედის, რომ არ გახარბდე, ღორი დაასვენო და ყოველ 4 თვეში გოჭები არ მოინდომო. ბეკონის ჯიშის ღორები კარგი დედები არიან და გოჭების კვებისას იფიტებიან. ამიტომაც ვასვენებთ ხოლმე, დაახლოებით 8 თვემდე.­ მოვლილი ბეკონის ჯიშის ღორის წონა ხშირად 500 კგ-მდე ადის. ღორის ხორცი თელავისა და თბილისის ბაზრებზე გამაქვს, სადაც მისი ჩაბარების პრობლემა არ არის. ღორებს თელავის საყასბოში ვამუშ­ავებთ, ვჭრით და ცხოველის ჯანმრთელობის ცნობასაც იქვე ვიღებ. სხვა რაღამ უნდა შეუშალოს ხელი ხორცის გაყიდვას?

- ალბათ, ხალხი გყავთ დასაქმებული ფერმაში. სხვები თუ ცდილობენ სოფელში­ ღორის მოშენებას, ბევრს ღორის მასობრივმა­ გაწყვეტამ მის მოშენებაზე ხელი ააღებინა...
- ვინც მშრომელია, ცდილობს. მგლის შიშით როდის იყო, ცხვარს წყვეტდნენ. ფერმაში სამი კაცი მყავს დასაქმებული, თავს არ ზოგავენ, რომ ყველაფერი წესრ­იგში იყოს.

ნუნუ
11 აპრილი 2019 20:52
წინსვლა შვილო გამრავლდი და გაიხარე.ესე რომ აზროვნებდეს ყველა შენსავით შვილო.რამდენი ემიგრანტია და სად ყრიან მათი შვილები ფულებს არ იციან.გაუმრავლდი შენს მშობლებს სიკეთეში მოიხმარე სულ.სამაგალითო ახალგაზრდა ხარ სიამოვნებით გაგიცნობდი.
შოთო
11 აპრილი 2019 20:40
წარმატებები ამ ბიჭს წინსვლა და ბარაქა
Giorgi
11 აპრილი 2019 17:09
მადლობა დათოს და ჯავახელს გაიხარეთ. მარკის მინდა ვუთხრა დღეს ქართული ღორის ხორცის ბაზარზე რეალიზაცია ძალიან ჭირს ზედმეტად ცხიმიანობის გამო.ქართული ჯიშით ბიზნესი შეუძლებელია.ხორცის გემოს რაც შეეხება კომბინირებული საკვების მიღების შემთხვევაში ეცვლება ხორცს გემო.ქართულ ჯიშსაც თუ კვებავ კომბინირებული საკვებით იგივე გემოს მივიღებთ.

რუბრიკის სხვა სიახლეები
19-08-2019
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
როგორ აფასებთ საპენსიო რეფორმას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ საპენსიო რეფორმას?
თვის კითხვადი სტატიები