"ბაღი მივუძღვენი ჩემს ქალიშვილს, რომელიც ტრაგიკულად დავკარგე..." - კვირის პალიტრა

"ბაღი მივუძღვენი ჩემს ქალიშვილს, რომელიც ტრაგიკულად დავკარგე..."

ეს ის შემთხვევაა, როცა ინტერვიუს დროს კითხვებს ვერ ვსვამ. ეს ის შემთხვევაა, როცა შესავლისთვის სიტყვებს ვერ ვპოულობ. უბრალოდ, ეს სტატია უნდა წაიკითხო, რომ გაიგო, რა სევდიანი ისტორია იმალება ულამაზესი, ზღაპრული ბაღის უკან, რომელიც ქალბატონმა ნინო თორდიამ ზუგდიდის ერთ-ერთ ულამაზეს სოფელში გააშენა.

- პროფესიით ინჟინერი ვარ, ვცხოვრობ ზუგდიდში ერთ-ერთ ულამაზეს სოფელში, სადაც საშუალება მაქვს ვაკეთო ის, რაც მე მიყვარს და მაბედნიერებს. ჩემი მეუღლე, ფრიდონ ჭაჭუა, პროფესიით იურისტია, უკვე პენსიაზე გავიდა და მეხმარება საყვარელ საქმიანობაში. მხარში მიდგას ყველანაირად, რადგან მასაც დიდ სიამოვნებას ანიჭებს ყვავილებთან და მიწასთან ურთიერთობა. მყავს შვილი, რეზო, ძალიან მამაცი და ერთგული, ის მსახურობს ერთ-ერთ ძალოვან სისტემაში...

- როდის დაიბადა იდეა, რომ ულამაზესი ბაღი გაგეშენებინათ?

- წლების წინ ჩვენი ბაღი იყო ჩვეულებრივი ბაღი, სტანდარტული ყვავილებით. შემდეგ კი ჩემი ბაღი, ჩემი ცხოვრების ნაწილი გახდა. მას აქვს სული და გრძნობა, მას სტკივა ჩემთან ერთად და უხარია არანაკლებ, ვიდრე მე. ის ცოცხალი არსებაა და მასში მე ვპოულობ შველას. შველას ყოველდღიური პრობლემებისგან, შველას ჩემი ცხოვრების ტრაგედიისგან, შველას ჩემი დარდისგან.

- თუ ძალიან მტკივნეული არ არის თქვენთვის, იქნებ მოგვიყვეთ რა ტრაგედიაზე გვესაუბრებით...

- ჩემი ბაღი მივუძღვენი ჩემს ქალიშვილს, რომელიც ტრაგიკულად დავკარგე. მაიკო იყო ცხოვრების განმანათებელი და პოზიტივით სავსე ადამიანი,რომელსაც ძალიან უყვარდა ყვავილები. მისთვის დავიწყე ეს საქმიანობა. მე მჯერა, როდესაც შიშველი ხელებით ვმუშაობ მიწასთან, მის სულს ვეხები, როცა ველაპარაკები, ჩემი მაკო მისმენს და მაძლიერებს, როცა ყვავილების სურნელს ვგრძნობ, მისი სუნია. რომ გაიგოთ, როგორ შევქმენი ეს ბაღი, უნდა გაიგოთ, როგორი იყო ის, ვის სახელსაც ატარებს და ვის გამო ვცდილობ და ვიგონებ ამ კომპოზიციებს. იხილეთთ სრულად + ფოტოები