საგაზაფხულო "აპარტამენტი" ჩიტებისთვის
01-04-2019
საგაზაფხულო "აპარტამენტი" ჩიტებისთვის
"თავიდან ეს ყველაფერი ჰობით დაიწყო, თუმცა ჩვენი ფერადი სახლებით მალე ბევრი დაინტერესდა და შეძენის სურვილი გამოთქვა"

22 წლის სტუდენტი მარიამ ოხანაშვილი ბავშვობიდან ზრუნავს ფრინველებზე და საკუთარი ხელით უმზადებს მათ ნაირ-ნაირ, კოპწია, ათასფრად მოხატულ სახლებს. მისი ბუდე-სახლები ბევრ ეზოსა და ბაღს ამშვენებს, ბოლო ხანს კი იმდენი შეკვეთა მიიღო, გადაწყვიტა, ჯად­ოსნური სამერცხლეებისა თუ სამტრედეებისთვის მეტი დრო დაეთმო.

- ყველაზე მეტად მერცხლების მოფრენა მიყვარს, გაზაფხულის დადგომა. სიხარულით ვივსები, როცა მათ მხიარულ ჭიკჭიკს ვუსმენ.
თითქოს მადლობას მიხდიან, ეს რა კარგი ბინა მოგვიწყვე, არ დაგივიწყებთო... ძალიან უხდება ეზოებსა და აგარაკებს ჩიტის სახლები. საშუალება რომ მქონდეს, ყველას სარკმელთან დავკიდებდი. ვერ წარმოიდგენთ, ჩიტუნებს ჩვენს ფანჯრებთან რამხელა ენერგია მოაქვთ. თითქოს ფრინველებიც გრძნობენ ჩვენს კეთილგანწყობას და ტკბილი ჟღურტულით გვილამაზებენ ალიონს. თავიდან ეს ყველაფერი ჰობით
დაიწყო, თუმცა ჩვენი ფერადი სახლებით მალე ბევრი დაინტერესდა და შეძენის სურვილი გამოთქვა. ასე გადაიზარდა ჰობი სერიოზულ საქმიანობაში. ძალიან მიხარია, როდესაც მყიდველების შეფასებებს ვისმენ. ადამიანებს გარემოს გალამაზებაში ვეხმარები, ეს კი მოტივაციას მმატებს.



- სამომავლო გეგმებზე რას გვეტყვი?
- არ ვიცი, რამდენად ძლიერი გამოდგება ჩემი ბავშვური გატაცება, ეს მომხმარებელსა და მოთხოვნაზეც არის დამოკიდებული, თუმცა დღემდე ხელსაქმედაც მექცა. მეგობრები მირჩევენ, უფრო სერიოზულად მივუდგე საქმეს - ბევრი გავაკეთო და სათამაშოების მაღაზიებს შევთავაზო. ამაზე მეც ვფიქრობ.

მე და მამას, რომელიც სახლების აწყობაში მეხმარება, გვაქვს უამრავი ახალი იდეა და დიზაინი, რომელთაც, ვფიქრობთ, მალე განვახორციელებთ.

ასე იქნება თუ ისე, ერთი რამ ნამდვილად ვიცი - თითოეული ჩვენი სახლი დიდი სიყვარულით იქნება შექმნილი, გარემოს გაალამაზებს და თითო მხიარულ ამბავსაც მოგვიყვება თავის ბინადრებზე.

კახა მჭედლიშვილი
მაია
08 აპრილი 2019 17:16
ხაშურში შეიძენთ ულამაზესი დიზაინის ჩიტის სახლებს, გარე მოვაჭრეებთან(ჰამაკებით მოვაჭრეებთან)
nino
05 აპრილი 2019 10:35
ევროპაში რომ ვნახულობ ასეთ პატარა სახლუკებს ეზოში ხეზე ჩამოკიდებულს უზომოდ მომწონს, კიდეც გადავწყვიტე მეყიდა და ჩამომეტანა საქართველოში, თუ მეცოდინება რომ ჩვენთან ასეთ ლამაზ სახლუკებს ვინმე ამზადებს, დიდი სიამოვნებით საქართველოში ვიყიდი. თუ შემატყობინებთ სად შეიძლება შეძენა დიდი სიამოვნებით ვიყიდი.

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები
17-06-2019
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
17-06-2019
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
როგორ აფასებთ თბილისის მერიის მიერ დამტკიცებულ პარკირების ტარიფებს (A ზონაში 1 საათი – 1 ლარი, B ზონაში – 2 ლარი, C ზონაში – 3 ლარი)?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ თბილისის მერიის მიერ დამტკიცებულ პარკირების ტარიფებს (A ზონაში 1 საათი – 1 ლარი, B ზონაში – 2 ლარი, C ზონაში – 3 ლარი)?