როგორ მოვუაროთ წიწილებს
17-06-2019
როგორ მოვუაროთ წიწილებს
ძვირფასო რედაქცია, მას შემდეგ, რაც გურიაში სახლი შევიძინე, ქათმების მოშენება გადავწყვიტე. წელს 100 წიწილის შეძენა მინდა. იქნებ მათი მოვლისა და კვების შესახებ ინფორმაცია მომაწოდოთ.
პატივისცემით, ნინო ცხომელიძე

წიწილების მოვლა და კვება


პირველი კვირის განმავლობაში წიწილებს აძლევენ მაგრად მოხარშულ კვერცხს, ჩაზელილს ხორბლის, სიმინდის, ქერისა და ფეტვის ბურღულში. ყოველ 10 წიწილაზე დღეში საჭიროა 1 კვერცხი და 50-70 გ ბურღული. პირველი 34 დღის განმავლობაში საკვებს ყოველ 2 საათში ერთხელ უყრიან. მესამე დღის შემდეგ
დამატებით აძლევენ წვრილად დაკეპილ ჭინჭარს, ბაბუაწვერას ფოთლებს, სამყურას და ა.შ.

მეორე კვირიდან (ყოველ 10 წიწილაზე) აძლევენ 50-100 გ ხაჭოს, 100-150 გ წვრილად დაღერღილ მარცვალსა და 20-30
გ ბალახს.
მეათე დღის შემდეგ აჭმევენ მოხარშულ კარტოფილს. ნელ-ნელა ზრდიან ულუფას ისე, რომ მეორე კვირის ბოლოს 10 წიწილაზე 30-40 გ კარტოფილი გამოდიოდეს.
მიუხედავად იმისა, რომ წიწილები ვიტამინებს იღებენ ბალახეულიდან, არ იქნება ურიგო, თუ პოლივიტამინებსაც მივახმართ (1 დრაჟე 10 წიწილაზე).
უმარტივესი სარწყულებელი დღედაღამ სავსე უნდა იყოს ახალი, ოთახის ტემპერატურის წყლით.

ერთი თვის შემდეგ წიწილები უნდა ვიყოლიოთ 18-20º ტემპერატურაზე სათავსში, სადაც არ უბერავს ორპირი ქარი. უნდა ვკვებოთ 4-5-ჯერ დღეში, დღისით აუცილებლად გავუშვათ ეზოში.
1 წიწილა საშუალოდ უნდა იღებდეს 30-35 გ დაფქულ მარცვალს, 15-20 გ ხაჭოს, 8-15 გ კოპტონს, 10 გ გახეხილ სტაფილოს, 10-12 გ კარტოფილს. ორი თვის ფრინველს საკვების ნორმას უორმაგებენ. კუჭ-ნაწლავის დაავადებათა საწინააღმდეგოდ სარწყულებელში კალიუმის პერმანგანატის ღია ვარდისფერი წყალხსნარი ჩაასხით.

სითბო 18-20º უნდა იყოს, თანაც ტემპერატურა წიწილების ასაკის მიხედვით უნდა არეგულიროთ: პირველი ხუთი დღის განმავლობაში 30-28º; 6-დან 10 დღემდე - 22-21º, 11-დან 20 დღემდე 25-22º, 21-დან 30 დღემდე 18-15º. საწიწილეში უნდა იყოს იდეალური სანიტარიული პირობები, ვენტილაცია, საფენი, რომელიც ყოველდღიურად იცვლება, სუფთა წყალი და ვიტამინებით მდიდარი საკვები. მოკლედ, ყველა ის პირობა, რაც ესაჭიროება ჯანმრთელი წიწილების გამოზრდასა და სულადობის შენარჩუნებას. მაინც გადამწყვეტი ფაქტორია ტემპერატურა, რადგანაც წიწილების ყველაზე მაღალ სიკვდილიანობას გაცივება იწვევს.

სანიმუშო დღიური მენიუ (100 წიწილაზე)



1-დან 3 დღემდე ასაკის:
მოხარშული კვერცხი - 10 ცალი
ფეტვის ან სიმინდის ფაფა - 300-400 გ
ხორბლის ქატო - 200 გ
მოხდილი რძე - 300-400 გ
4-დან 10 დღემდე ასაკის:
ფეტვის ან სიმინდის ფაფა - 500-600 გ
ქატო - 200 გ
ხაჭო - 200 გ
მოხდილი რძე - 500-600 გ
მწვანე საკვები - 400 გ
11-დან 20 დღემდე ასაკის:
ხორბლის ნარჩენი (ნაკაზმი) - 900 გ
ხორბლის ქატო - 400 გ
ხაჭო - 400 გ
მოხდილი რძე - 1 კგ მოხარშული, დაკეპილი ხორცი - 200 გ
მწვანე საკვები - 800 გ
21-დან 30 დღემდე ასაკის:
დაღერღილი და დაფქული
მარცვალი - 900 გ
ხორბლის ქატო - 800 გ
ნაკაზმი - 500 გ
მოხარშული კარტოფილი - 800 გ
ხაჭო - 400 გ
მოხდილი რძე - 1 კგ მოხარშული, დაკეპილი ხორცი - 200 გ
31-დან 40 დღემდე ასაკის:
დაღერღილი და დაფქული მარცვალი - 900 გ
ხორბლის ქატო - 800 გ
ნაკაზმი - 800 გ
მოხარშული კარტოფილი ან წვრილად დაკეპილი ჭარხალი - 1200 გ
ხრილი (წისქვილის ქვაზე შერჩენილი მტვერი) - 500 გ
ხაჭო - 400 გ
მოხდილი რძე - 500 გ
მოხარშული, დაკეპილი ხორცი - 500 გ
წვრილად დაღერღილი მზესუმზირას კოპტონი - 300 გ
მწვანე საკვები ან სტაფილო - 1600 გ
41-დან 50 დღემდე ასაკის:
დაღერღილი და დაფქული მარცვალი - 900 გ
ხორბლის ქატო - 800 გ
ნაკაზმი - 1600 გ
მოხარშული კარტოფილი ან წვრილად დაკეპილი ჭარხალი - 1800 გ
ხრილი (წისქვილის ქვაზე შერჩენილი მტვერი) - 1 კგ მოხარშული, დაკეპილი ხორცი - 500 გ
წვრილად დაღერღილი მზესუმზირას კოპტონი - 500 გ
მწვანე საკვები ან სტაფილო - 2500 გ
51-დან 60 დღემდე ასაკის:
დაღერღილი და დაფქული მარცვალი - 900 გ
ხორბლის ქატო - 800 გ
ნაკაზმი - 1600 გ
მოხარშული კარტოფილი ან წვრილად დაკეპილი ჭარხალი - 1500 გ
ხრილი (წისქვილის ქვაზე შერჩენილი მტვერი) - 1500 გ
მოხარშული, დაკეპილი ხორცი - 500 გ
წვრილად დაღერღილი მზესუმზირას კოპტონი - 500 გ
მწვანე საკვები ან სტაფილო - 3 კგ
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით