"გენერალ" პონჩოს რეკორდები
"გენერალ" პონჩოს რეკორდები
7 წლის ხარი ალაბამას შტატის დაბა გუდვოტერის მცხოვრები პაუპების ოჯახის სიამაყეა. გინესის რეკორდების წიგნის მიხედვით, ის მსოფლიო მრავალგზის რეკორდსმენია რქების განშლილობის მიხედვით - ამჟამად მანძილი რქების წვერებს შორის 3 მ და 27 სმ-ია.

ხარი, რომელსაც პატრონმა ჯერალ პაუპ-უფროსმა რატომღაც მექსიკის რევოლუციონერი გენერლის, პანჩო ვილიას სახელის მიხედვით, პონჩო ვია უწოდა, ტეხასური ლონგჰორნის ჯიშისაა, რაც "გრძელ რქას" ნიშნავს. გასაკვირი არ არის, რომ პონჩო ჯიშის სახელს სავსებით ამართლებს.


პონჩომ თავისივე რეკორდი უკვე რამდენჯერმე
გააუმჯობესა - ამჯერად 3 სმ-ით - და ეს რეკორდი, ადგილობრივი ვეტერინარის აზრით, ალბათ, საბოლოო უნდა იყოს. სხვათა შორის, სწორედ მან ურჩია ჯერალს 2013 წელს ლონგჰორნის ჯიშის ხბოს შეძენა გუდვოტერელი როდეოს მომმარაგებელი ფერმერისგან.

რეკორდზე ფიქრი პაუპებმა მაშინ დაიწყეს, როცა შეამჩნიეს, რომ პონჩოს რქები, ამ ჯიშის სხვა
პირუტყვის მსგავსად, სპირალურად კი არ ეხვეოდა, არამედ სწორად ეზრდებოდა.

დღეს ხარის სანახავად არამარტო მეზობლები დადიან. მას ლორთქო ბალახის გარდა ძალიან უყვარს სტაფილო, ვაშლი და... ზეფირი! ხშირად თამაშობს პატრონთან, რომელიც ერთხელ მართლაც რომ "მძიმედ შეიარაღებულმა" პატივცემულმა "გენერალმა" შემთხვევით ღელეში მოისროლა.
12
19 ივლისი 2019 12:44
ამხელა ხარი სად ეტევა??



გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
16-09-2019
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
16-09-2019
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
16-09-2019
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები