"ყვითელი ფოთლები" მაესტროსთვის
04-11-2019
"ყვითელი ფოთლები" მაესტროსთვის
"შემოდგომის კომპოზიცია გია ყანჩელის ხსოვნას ეძღვნება"

ფლორისტ ქეთი ჯანხოთელთან­ სხვა დროსაც არაერთხელ გვითანამშრომლია, სეზონურად ფლორისტული მასტერკლასებიც მოგვიწყვია. ახლა საშემოდგომო კომპოზიციის შექმნა გადავწყვიტეთ, რომლის გაკეთება გვინდა ჩვენს მკითხველსაც ვასწავლოთ.

ქეთი ვერცხლის ჩაის სერვიზისგან შექმნის­ საშემოდგომო კომპოზიციას "ყვითელი ფოთლები" და მას გენიალური კომპოზიტორის, გია ყანჩელის ხსოვნას მიუძღვნის. ჩვენს კომპოზიციაში, ყვითელი ფოთლებისა და არაერთი სხვა მცენარის გარდა, უხვად იქნება გამოყენებული ძველი სანოტო ფურცლები...


- დღევანდელ კომპოზიციას, რომელსაც ახლა თქვენთან ერთად შევქმნი, ვუძღვნი კომპოზიტორ
გია ყანჩელს, რომელმაც წლეულს შემოდგომით დაგვტოვა. მიმაჩნია, რომ ყველა ხელოვანმა, როგორც შეძლებს,­ პატივი უნდა მიაგოს დიდი კომპოზიტორის ხსოვნას. ამ კომპოზ­იციის შექმნა და გია ყანჩელისთვის მიძღვნა თითოეულ დიასახლისს შეუძლია. ეს რთული არ არის, მონდომება და შესაბამისი­ მასალა სჭირდება. ამისთვის საკმარისია ბუნებაში გავიდეთ, ან, ვისაც საკუთარი ეზო
გვაქვს, თვალი კარგად მოვავლოთ და სასურველ მასალას აუცილებლად ვიპოვით. ამ მასტერკლასით სახლის ინტერიერსაც გაალამაზებთ და ყვითელი ფოთლებით დიდ კომპოზიტორსაც გაიხსენებთ.


კომპოზიციას დავარქვათ "ყვითელი ფოთლები ვერცხლის ჩაის სერვიზში". აქ თანამედროვე ჭურჭელს არ ვიყენებთ, ძველი ნივთებია, რაც ყველა ოჯახში მოიპოვება. გამოვაღოთ კარადა და გადმოვიღოთ რაღაც კომპლექტი, რომელსაც მაინცდამაინც ხშირად არ ვიყენებთ.

- თუ ვერცხლის ჩაის სერვიზი არა, ყველა ოჯახში, ალბათ, ისეთი ჭურჭელი მაინც არის, რომელსაც ადრე იყენებდა და ახლა კარადაში ინახავს. რა გვჭირდება ამ კომპოზიციის შესაქმნელად?
- ძველი ნოტების ფურცლები, რომელთაც სიძველის იერი დაჰკრავს. ეს ძალიან კარგ ელფერს სძენს ამ ყველაფერს. ვერცხლის ჩაის სერვიზი შესაძლებელია ფაიფურითაც ჩავანაცვლოთ. თუ კომპოზიცია სამი კომპონენტისგან იქნება,­ უფრო კარგი გამოვა, თუმცა რაოდენობა და ფორმები დიასახლისებს მივანდოთ.


ყვითელი ფოთლები (ნებისმიერი ხის) და ხილი, კერძოდ, ყურძენი და ბრო­წეული. ყურძენი სასურველია დიდი მარ­ცვლებით, ბროწეული კი გადახსნილი, გადახეთქილი ჯობს - ყვითელ ფერს ძალიან უხდება წითელი.


ყურძენი ალადასტური (მოლურჯო მარცვლებით), შავი ვარდები, ბორდოსფერი ქრიზანთემები და მწიფე ასკილის ტოტები ნაყოფით, ასევე - ნანდინას ნაყოფი, რომელიც ძალიან ლამაზია და კომპოზიციას ამშვენებს. ჩიტავაშლას ტოტებიც დაგვჭირდება, მას შეყვითლებული ფოთლები აქვს და ესეც ძალიან უხდება. ასევე მნიშვნელოვანია პამპის ბალახი, რომელიც ახლა აქტუალური და მოდურია, და ნებისმიერი წვრილი ფაქტურა, რომელიც ამ ყველაფერს ფერით მოუხდება. გვაქვს ასევე ორი წიგნი ბორდოსფერი გარეკანით. ამ შემთხვევაში თემა და ფერი ერთიანდება და შეიძლება ნებისმიერი ფერის­ გარეკანის გამოყენება. მცენარეებით მორთულ ჩაიდანს წიგნებზე დავდებთ, ამ წიგნებს კი - ვერცხლის ლანგარზე. ძალიან საინტერესო ნამუშევარი გამოვა, თუ ამ ყველაფერს ნოტების ფურცლებზე დავალაგებთ. ცალკე ნოტების დაგრაგნაც შეგვიძლია, რომელსაც ბაფთებით შევკრავთ და წინ დავუწყობთ მცენარეებით გაფორმებულ ვერცხლის ჩაის სერვიზს. მთავარია, ყველა დეტალი ფერითა და თემატურად ერთმანეთს უკავშირდებოდეს. გვჭირდება ასევე პიაფლორი (ფლორისტული ღრუბელი), ხის ჩხირები და ბაფთა. დაგვჭირდება ფლორისტული მავთულიც.


რაც შეეხება სამუშაო ხელსაწყოებს, ვიყენებთ დანასა და სეკატორს.

- ახლა ჩვენ წინ მაგიდაზე ნოტები და ყვითელი ფოთლები აწყვია. თავდაპირველად რას ვაკეთებთ?
- დიახ. აქ იგრძნობა გია ყანჩელის თემა ნოტებით და ყვითელი ფოთლებით.

P.S. ასე გავავსებთ და გავალამაზებთ ჩაის სერვიზს. შემდეგ მაგიდაზე დავფენთ სანოტო ფურცლებს და ზედ დავაწყობთ ჭურჭელს ისე, როგორც მოუხდება.

ამ კომპოზიციით შეიძლება ბინის ინტერიერის გაფორმება და გალამაზება, სახლში სიმყუდროვისა და სითბოს შექმნა. ეს კომპოზიცია ერთი კვირა გაძლებს. მცენარეები ნესტს იღებს გაჟღენთილი პიაფლორისგან და უწყლობა არ შეაწუხებთ. ოფისშიც შეიძლება ამის გაკეთება, ამა თუ იმ ღონისძიების გალამაზება, მაგრამ გავიმეორებ - ამჯერად ეს კომპოზიცია გამოჩენილ ქართველ კომპოზიტორს, გია ყანჩელს ეძღვნება.

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
როგორ შეაფასებთ  იმ მაჟორიტარების პოზიციას, რომლებიც მხარს არ უჭერენ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ იმ მაჟორიტარების პოზიციას, რომლებიც მხარს არ უჭერენ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტს?