"პეკინური ეგზოტიკა" მარადისში
"პეკინური ეგზოტიკა" მარადისში
"ჩვენი პეკინური კომბოსტო დიდი ზომის იზრდება - ერთი თავი 3 კილოგრამამდე იწონის და მოსავალიც უხვია"

პეკინური, ანუ ჩინური კომბოსტოთი დაინტერესების მიზეზი მხოლოდ ჩინური კომბოსტოს ეგზოტიკური "იმიჯი" როდია. ის უფრო გემრიელი, ნაზი და წვნიანია, ვიდრე ჩვეულებრივი კომბოსტო. მისგან დამზადებული სალათები კი საუცხოო დელიკატესებია. ეს პროდუქტები­ გვხვდება თითქმის ყველა ბრენდულ ობიექტში. ჩინური კომბოსტო ცნობილ სუპერმარკეტებში იყიდება. მას ვერ წააწყდებით ბაზრებში, რაც საზოგადოებას აფიქრებინებს,­ რომ პეკინური კომბოსტო უცხოეთიდან, კერძოდ, ჩინეთიდან შემოდის, რაც ჩვენში
მაინცდამაინც მოსაწონი არ არის. მართალია, შხამქიმიკატების გადაჭარბებული დოზა ადგილობრივ პროდუქტშიც არის, მაგრამ იმპორტირებული პროდუქციის მიმართ უნდობლობა მეტია, მით უფრო, რომ ჩინეთში მოყვანილ პეკინურ კომბოსტოსთან დაკავშირებით არაერთი უსიამოვნო ფაქტია ცნობილი... ამ ყველაფრის გამო პეკინური კომბოსტოთი განსაკუთრებით დავინტერესდით და მთელ საქართველოში მოვიკითხეთ. აღსანიშნავია,­ რომ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო
დაწესებულებებშიც კი არაფერი იცოდნენ მის შესახებ. ბოლოს "პეკინური ეგზოტ­იკა" მარნეულის მუნიციპალიტეტის­ სოფ­ელ მარადისში, შრომისმოყვარე­ გლეხთან, დავით­ დიასამიძესთან აღმოვაჩინეთ. აზერბაიჯანულენოვან სოფლებს­ შორის გაჩენილი ეს 45-კაციანი სოფელი აჭარიდან ჩამოსახლებული ეკომიგრანტებით არის დასახლებული, თუმცა, აჭარელი გლეხის შრომისმოყვარეობით ლამის დედაქალაქის ბეღლად იქცა.

- მაღალმთიანი აჭარის მეწყე­რიანო­ბისა თუ მცირემიწიანობის შესახებ მთელ საქართველოს მოეხსენება, რის გამოც 1989 წელს ხულოსა და შუახევიდან რა­მდენიმე­ ოჯახი მარნეულში გადმოგვასა­ხლეს. ჯერ კორპუსებში ვცხოვრობდით, მერე კი სახე­ლმწიფოს დარიგებულ მიწებზე გადმოვსახლდით, სოფელ მარადისში. რასაკვირვე­ლია, თავიდან არაფერი გვქონდა ცარიელი მიწისა და ჩვენი მარჯვენის გარდა. მერე პირუტყვი გავიჩინეთ და მიწასაც მივხედეთ. რა თქმა უნდა, კარტოფილით დავიწყეთ, რაც ჩვენთან საუკეთესო მოდის და უკვე თებერვალში ვთესავთ, რომ ადრე ავიღოთ, მერე კი სიმინდის და ყველა­ იმ ბაღჩეულის მოყვანა გადავწყვიტეთ, რომელიც ბაზარმა მოითხოვა. მაგალითად, მთელი სამგორის ბაზარი ქართული ჭყინტი სიმინდით შემოდგომაზე ჩვენი სოფლიდან მარაგდება. ასეა ბოსტნეულ-ბაღჩეულთან დაკავშირებითაც. ერთადერთი, რის პრიორიტეტსაც აზერბაიჯანულენოვან მოსახლეობას ვუთმობთ, პომიდორია. ყველა ბაღჩეულის ჩითილიც ადგილზე გამოგვყავს. სოფელში დღეს ყველას პირუტყვი გვყავს და სათბურებიც გვაქვს. ზოგიერთს იმდენი პირუტყვი ჰყავს, რძის პროდუქტების ბიზნესიც წამოიწყო. პეკინური კომბოსტოც იმ ბაღჩეულს შორის არის, რომელსაც ვიწევთ. მოგვყავს ბროკოლიც, რომელიც ვიტამინების, იოდისა და ბევრი სხვა სასარგებლო ნივთიერების წყაროა; ასევე ყვავილოვანი კომბოსტო, განთქმული ყაბაყი, კიტრი... გონიერმა გლეხმა იცის, რომ ერთი კულტურის იმედად ყოფნა სარგებელს არ მოუტანს. რაც შეიძლება მეტი და ახალ-ახალი ბაღჩეულ-ბოსტნეული უნდა მოიყვანოს, რომ მის მოსავალზე ბაზარზე მუდამ მოთხოვნა იყოს. პეკინურ კომბოსტოზე შარშან იმხელა მოთხოვნა იყო, სოფელში მოსულ მოვაჭრეებს კილოგრამს 3 ლარად ვაძლევდით. წელს მისმა მოსავალმა იმატა და ფასმა დაიწია, გაისისთვის კი ბაზრის დაკვირვება და დაგეგმვაა საჭირო, რომელი ბაღჩეული რამდენი მოვიყვანოთ.
სანამ ჩვენი ხალხი პეკინური კომბოსტოს მოვლა-მოყვანასა და სარგებელს ალღოს აუღებდა, მსხვილმა რეალიზატორებმა პროდუქციის აზერბაიჯანიდან და თურქეთიდან შემოტანა დაიწყეს. მერე კი ჩვენც მოვინდომეთ და დღეს უკვე ქვეყანას ვამარაგებთ, ძირითადად, მსხვილ სუპერმარკეტებსა და კულინარიის ობიექტებს; რასაკვირველია, ბაზარსაც, თუმცა, სამწუხაროდ, ბევრმა ისევ არაფერი იცის ამ კულტურის შესახებ, არადა, მეურნეებს უკვე შესწავლილი გვაქვს, რომ კომბოსტო დიაბეტისა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების საუკეთესო სამკურნალო საშუალებაა.

- როდის იწყებთ მის მოყვანას?
- დეკემბრის ბოლოდან, როცა სათბურში მის თესლს ვთესავთ. როცა ნერგი 3-4 ფოთოლს გამოიღებს, პატარა კონტეინერებში გადაგვაქვს, ვაძლიერებთ და თებერვლის დასაწყისისთვის გადავრგავთ მიწაში, თუმცა სიცივეში ნერგის დაუცველად დატოვება არ შეიძლება, ამიტომაც ნარგაობას დავკვალავთ და ე.წ. რკალოვანი "დუგებით" დავხურავთ, რომელზეც პოლიეთილენს ვაფარებთ. გაზაფხულზე დათბობისას "დუგებს" მოვხსნით და ყველა იმ სამუშ­აოს ვატარებთ, რაც მოსავალს სჭირდება. კომბოსტოს თავები აპრილიდან ასაჭრელია. ჩვენი პეკინური კომბოსტო დიდი ზომის იზრდება - ერთი თავი 3 კილოგრამამდე იწონის და მოსავალიც უხვია. მე გასულ წელს პეკინური მოსავალი სამჯერ ავიღე ერთსა და იმავე ადგილზე. პირველი მოსავლის თავები რომ ავჭერი, იგივე მიწა გადავხანი და ახალი ნერგი შევიტანე. მართალია, ფასმა ძალიან დაიწია, მაგრამ მაცივარში შევინახე და შესაბამის დროს გავყიდი. სხვათა შორის, სოფელში აუჭრელი პეკინური კომბოსტოც გვაქვს, ასე ვთქვათ, ბუნებრივად შენახული. შესაძლოა, მომავალი წლისთვის მოსავლიანობა შეგვიფერხოს, მაგრამ წლევანდელმა უნალექო და ცივმა ზამთარმა მინდორში პეკინური კომბოსტოს შენახვას მართლაც შეუწყო ხელი. კომბოსტოს მინდორში დარჩენის მიზეზი ისიც არის, რომ მაცივარში პროდუქციის შენახვა ხალხს არც ისე იაფი უჯდება. ესეც პრობლემური საკითხია. სახელმწიფო მაცივრების დაფინანსებაში ვერ შემოგვეშველა. გაფაციცებით ვეძებ შეღავათიან აგროპროექტებს, მაგრამ ამაოდ. მეურნის შრომა არც ისე ადვილია. ხანდახან მუშახელის დაქირავებაც ისეთი ძვირი ჯდება, რომ ბავშვებიანად დღე-ღამეს ვასწორებთ შრომაში.

- თქვენისთანა ხალხს სახელმწიფო ნებისმიერ საქმეში გვერდით უნდა ედგეს. სამწუხაროდ, არც ისე ბევრია ხალხი, ვინც თქვენსავით მუხლჩაუხრელად შრომობს და ოჯახთან ერთად ქვეყანასაც ინახავს.
- შრომით მოვდივარ დღემდე და ასე უნდა ვიარო ბოლომდე. სახელმწიფოს მადლობელი ვიქნებით, თუ დაგვეხმარება და მეტს გაგვაკეთებინებს.

temur
01 თებერვალი 2020 01:41
ვის რაში ჭირდება. ................. სხვა რამე ნახე აჯობებს,

ბოლო ერთი წლის განმავლობაში როგორ შეიცვალა თქვენი ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობა?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
ბოლო ერთი წლის განმავლობაში როგორ შეიცვალა თქვენი ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობა?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები