"რაჭა-ლეჩხუმში უკვე 65 მიტოვებული სახლი გაიყიდა" - ვინ ყიდულობს მიტოვებულ სახლებს?
"რაჭა-ლეჩხუმში უკვე 65 მიტოვებული სახლი გაიყიდა" - ვინ ყიდულობს მიტოვებულ სახლებს?
თითქმის ორ წელში რაჭა-ლეჩხუმში უკვე 65 მიტოვებული სახლი გაიყიდა. ამის შესახებ "ბიზნესპრესნიუსს" იდეის - "დაკარგული სამოთხე" ავტორმა ლექსო ჩარკვიანმა განუცხადა. მისი თქმით, კორონავირუსის პანდემიის პერიოდში, უძრავ ქონებაზე მოთხოვნა კიდევ უფრო გაიზარდა. თუმცა, დაწესებული შეზღუდვების გამო, სოფლებში მიტოვებული სახლების მოძიებას თითქმის, ვეღარ ახერხებს.

ამასთან, როგორც ლექსო ჩარკვიანი ამბობს, გაიზარდა მიწის ნაკვეთის ფასებიც, 5000-ლარამდე ღირებული სახლები კი, განცხადების გამოქვეყნებისთანავე იყიდება.


"დაკარგული სამოთხის" ავტორის განმარტებით, მიტოვებული სახლების მყიდველები ადგილობრივები არიან.


ცნობისთვის, "დაკარგული სამოთხე"
- ეს ის სოციალური კამპანიაა, რომლის ავტორი ლექსო ჩარკვიანი სოფლებში მიტოვებულ სახლებს ეძებს და მათ "გაცოცხლებას" ამავე სახელწოდების Facebook-ის გვერდის საშუალებით ცდილობს. კერძოდ, სახლებთან დაკავშირებით საკონტაქტო ინფორმაციას საჯარო რეესტრის საშუალებით აგროვებს, მათ მოსანახულებლად კი საკუთარი ხარჯებით ჩადის. იმ შემთხვევაში, თუ მესაკუთრეს სახლის გაყიდვის სურვილი აღმოაჩნდება,
ფოტოებს სოციალურ ქსელში ტვირთავს, დანარჩენს მეპატრონე და მყიდველი თავად აგვარებენ. იხილეთ სრლად





თამაზი
12 მაისი 2020 13:07
აფხაზეტიდან დევნილებს სჰეუზინოს მტავრობამ
bela
10 მაისი 2020 23:32
უზომოდ მიხარია ეს ამბავი, წარმატებები ყველს ვინც ამ საXილიშვილო საქმეზე ზრუნავს...
მანანა
03 მაისი 2020 13:17
თუ შეგიძლიანთ დამეხმაროთ რაჭაში სახლის შეძენაში. დიდი მადლობა

როგორ შეაფასებთ მთავრობის გადაწყვეტილებას იპოთეკური სესხების პროცენტის სუბსიდირების შესახებ?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ მთავრობის გადაწყვეტილებას იპოთეკური სესხების პროცენტის სუბსიდირების შესახებ?