წითელი პლაჟი ტურისტებისა და ჩიტებისთვის - კვირის პალიტრა

წითელი პლაჟი ტურისტებისა და ჩიტებისთვის

პანცზინის წითელი პლაჟი ჩინეთის ერთ-ერთი ყველაზე კოლორიტული ბუნების ძეგლია. ის ჩინეთის ჩრდილო-აღმოსავლეთში, ლიანონის პროვინციაშია, ქალაქ პანცზინთან და ქვეყანაში - ყველაზე დიდი, მსოფლიოში კი ზომით მეორე ჭაობია. ძეგლი პირველყოფილი სახით არის დაცული.

პირველი, რაც პლაჟზე საუბრისას გაგახსენდებათ, ქვიშაა, მაგრამ წითელ პლაჟზე ქვიშის ვერც ერთ მარცვალს ვერ იპოვით. ეს არც არის პლაჟი. აქ გავრცელებულია ბალახი სვედა (შუაედა პროსტრატა), რომელიც ზღვებისა და მარილიანი წყალსატევების სანაპიროებზე იზრდება. სვედა აპრილში იწყებს ზრდას და მწვანეა, მაგრამ შემოდგომით მდიდრულ წითელ ფერს იღებს, ამიტომ ფანტასტიკური წითელი ხალიჩის ნახვა, რომელიც მრავალ კილომეტრზეა გადაჭიმული, სექტემბერ-ოქტომბერშია შესაძლებელი.

ტურისტებისთვის გახსნილია მხოლოდ პატარა მონაკვეთი შუანტაი-ჰეკოუს უზარმაზარი ნაკრძალისა, რომელსაც 600 ათასი ჰექტარი უჭირავს.

თვალუწვდენელი წითელი მინდვრები გახლავთ ჭაობი უნიკალური ეკოსისტემით. ნაკრძალი გადამფრენი ფრინველებისთვის, რომლებიც აღმოსავლეთ ევროპიდან და აზიიდან ავსტრალიისკენ მიეშურებიან, მთავარი დასასვენებელი ადგილია. ყოველწლიურად ნაკრძალზე გაიფრენს ჩიტების 250 სახეობა, რომელთაგან 20 სახეობა წითელ წიგნშია შეტანილი.

წითელ პლაჟზე თიხიანი და ნესტიანი გრუნტია, ამიტომ ტურისტებისთვის აქ მოწყობილია ხის ესტაკადები და სამზერი მოედნები.