"ღამის დედოფალი" სიცოცხლეში მხოლოდ ერთხელ, ისიც ღამით ყვავის...
"ღამის დედოფალი" სიცოცხლეში მხოლოდ ერთხელ, ისიც ღამით ყვავის...
ყვავილობა ერთი ღამით
ულამაზესი და უიშვიათესი ყვავილი სელენიცერიუსი ბრიტანეთში პირველად აყვავდა, რამაც მსოფლიოში ასიათასობით ადამიანის აღტაცება გამოიწვია. წლეულს თებერვალში ვებკამერის საშუალებით ისინი 11 დღე-ღამის განმავლობაში ადევნებდნენ თვალს, როგორ გაიშლებოდა კემბრიჯის უნივერსიტეტის ბოტანიკური ორანჟერეის კაქტუსის უნიკალური ყვავილი, რომელიც მხოლოდ ერთი ღამის განმავლობაში ყვავის და შემდეგ ჭკნება.

"ღამის დედოფლის" დამტვერვა ფუნჯით

"დიდყვავილიანი სელენიცერიუსი" (შელენიცერეუს გრანდიფლორუს), იგივე "მთვარის კაქტუსი"­ (სელენა მთვარის ძველბერძნული ქალღმერთია) უფრო "ღამის დედოფლის" სახელით არის ცნობილი. მისი სამშობლო ამაზონის ჯუნგლებია. "ღამის დედოფალი" ეპიფიტია - მცენარე,
რომელიც სხვა მცენარეებზე ცხოვრობს, მაგრამ პარაზიტი არ არის. ეპიფიტებს ჰაერის მაღალი ტენიანობა სჭირდებათ და ტროპიკებში ხარობენ.

გვირგვინის მსგავსი მოზრდილი, ძირითადად თეთრი ყვავილი ღამით იშლება და ერთდროულად ცხრატყავასა და ხევარდის მსგავს მეტად სასიამოვნო და მძაფრ სუნს გამოყოფს. ყვავილობა სულ 12 საათს გრძელდება, რის შემდეგაც სურნელებას სიმყრალე
შეეპარება და ყვავილი ჭკნება. ბუნებაში სელენიცერიუსის ყვავილის დამტვერვა ღამის პეპლების მიერ ხდება, კემბრიჯის ორანჟერეის უფროსმა ალექს სამერსმა კი "ღამის დედოფალი" ფუნჯით დამტვერა და იმედოვნებს, რომ ამიერიდან მას უფრო ხშირად ვნახავთ...

კვირტი ყვავილობის წინ

"სელენიცერიუსის კოკორი ნოემბერში გაჩნდა, თებერვალში მივხვდით, რომ გაიშლებოდა... ბრიტანეთში ეს პირველად ვნახეთ და მსოფლიოშიც უდიდესი ინტერესი გამოიწვია, რადგან პრაქტიკულად შეუძლებელია ჯუნგლებში, ღამით, მსგავსი პროცესი იხილო!" - ამბობს სამერსი.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!