რას "იმახსოვრებს" მორცხვი მიმოზა - კვირის პალიტრა

რას "იმახსოვრებს" მორცხვი მიმოზა

მორცხვი მიმოზა, იგივე მგრძნობიარე მცენარე, იგივე მძინარე მცენარე, იგივე არ-შემეხო, იგივე სირცხვილმცენარე... მას სხვა სახელებსაც უწოდებენ " იმოსა პუდიცა მრავალწლიანი პარკოსანი მცენარეა. ბუნებრივად გავრცელებულია სამხრეთ ამერიკის ტროპიკულ რეგიონებში, უმეტესად ბრაზილიაში. იქ მას სარეველად მიიჩნევენ, მსოფლიოში კი მორცხვ მიმოზას ოთახის დეკორატიულ მცენარედ იცნობენ. სიმაღლით 30-70 სმ-ს აღწევს, შხამიანია, გამოაქვს მომცრო ვარდისფერი ყვავილები.

განსაკუთრებულია ამ მარადმწვანე მცენარის რეაქცია შესაძლო საფრთხის მიმართ " მიმოზის წვრილი, გრძელი ფოთლები, უმცირესი შეხების დროსაც კი, ამოძრავდებიან, დაკეცვას იწყებენ და ღეროს გასწვრივ ლაგდებიან. ამ უნარმა მორცხვი მიმოზა მეყვავილეებს შორის პოპულარული გახადა და უჩვეულო სახელიც მისცა. დაინტერესდნენ მეცნიერებიც და რამდენიმე კვლევა ჩატარდა. დადგინდა, რომ მცენარე რეაგირებს არა მარტო შეხებაზე, არამედ გაცხელებაზე, ძლიერად დაბერვასა თუ შენჯღრევაზე.

მორცხვი მიმოზის ყვავილი

აკეცვის მექანიზმი საკმაოდ რთულია. ფოთლის ყუნწთან განთავსებულია წყლიანი მემბრანა, ხოლო თვით ფოთოლზე არის მგრძნობიარე უბნები, რომლებიც წნევის ცვლილებაზე რეაგირებს. შეხების დროს წყალი ფოთლის ბოლოსკენ ინაცვლებს, უჯრედის დონეზე მიმდინარე რთული პროცესების შედეგად. სიმძიმის ამ გადანაცვლების გამო ფოთოლი ღეროსკენ ეშვება, ანუ იკეცება.

საოცარია, მაგრამ მცენარე `იმახსოვრებს~ ყველა იმ შეხებას, რომლებსაც საფრთხე არ მოჰყვება და მათი განმეორების შემთხვევაში ფოთლებს არ კეცავს. მორცხვი მიმოზა შეხებებს არჩევს კიდეც " კვლევისას ფესვებზე ადამიანის მიკარებისას ჰაერში გოგირდწყალბადის შენაერთებისა და სხვა ნივთიერებების სუნი დგებოდა, ლითონის შეხებას კი მათი გამოყოფა არ მოჰყოლია.

მცენარის ღერო ეკლიანია, ნაყოფის პარკში 2-დან 8-მდე მარცვალია. იმტვერება ქარითა და მწერებით; ყვავილობს მაისიდან სექტემბრამდე, თუმცა მცენარის ფოთლების შეკეცვის ფუნქცია მთელი წლის განმავლობაში, 24/7 მოქმედებს.

 გაშლილი ფოთოლი და ფოთოლი შეხების შემდეგ შეკეცილი

ინდური ხალხური მედიცინის უძველეს ტრადიციულ სისტემა აიურვედაში მორცხვი მიმოზა მიჩნეულია ნატურალურ აფთიაქად ერთ მცენარეში. იყენებენ მის ყველა ნაწილს. არსებობს გრძელი სია, რასაც ის უხდება და რის საწინააღმდეგოდაც მოქმედებს.