ქრისტიანული სამყარო უამრავ სასწაულს ინახავს-სასწაულს, რომელთაც ღმერთი სხვადასხვა მიზეზის გამო უშვებდა ადამინათა ცხოვრებაში-ცოდვილთა გონს მოსაყვანად, მართალთა დასახსნელად თუ რწმენასა და განსაცდელში განსამტკიცებლად, აღვირახსნილთა შესაჩერებლად... ჩემს ბლოგშიც სწორედ ამის შესახებ გიამბობთ - იმაზე, რაც ნადვილად მოხდა, მაგრამ რისი ახსნაც მატერიალური და ფიზიკური კანონებით ყოვლად შეუძლებელია, რაც რწმენით უნდა მიიღო და რაც ისეთივე ცოცხალია და ხელშესახები დღესაც, როგორც მაშინ-აღსრულების ჟამს, თუნდაც, რამდენიმე ასწლეულის წინ.
ამასობაში თომა მოციქულიც მოვიდა, დამწუხრებული და ატირებული, რად არ მომეცაო ღვთისმშობელთან გამომშვიდობების საშუალება. რომ ენუგეშებინათ, აკლდამა გახსნეს და თომა შეუშვეს, მაგრამ . . . იქ სხეულის ნაცვლად მხოლოდ სუდარა იპოვეს
"8 დღისა მონათლეს. ნათლობისას იღიმებოდა და ემბაზში ფეხზე იდგა; 40 დღისა რომ შეიყვანა მღვდელმა საკურთხეველში, ისეთი მადლი წამოვიდა ჩვილიდან, მღვდელი გამოვიდა და თქვა, ეს ბავშვი დიდი ადამიანი იქნებაო. დედამისს ხშირად ესმოდა, როგორ გალობდნენ მის აკვანთან ანგელოზები. . ."
დღეს პეტრეპავლობაა – თავმოციქულების, პეტრესა და პავლეს, ხსენების დღე. ისინი ერთ დღეს გავიდნენ ამ ქვეყნიდან . . ერთ დღეს დააწესა ამიტომაც მათი ხსენება ეკლესიამ. ორივენი ერთადერთი ჭეშმარიტების მქადაგებელნი იყვნენ. . . ორივე მოწამებრივად აღესრულა. მაგრამ განსხვავებული იყო გზა, რომელმაც ისინი ქრისტემდე მიიყვანა.
ადამიანი ღმერთს ცოდვის გამო დაშორდა, მოყვასს კი – მას შემდეგ, რაც ზეცამდე და ღმერთამდე მისაღწევად ბაბილონის გოდლის შენება დაიწყო. უფალმა მათ ენები აურია და დაიშალა კავშირი, ერთობა მაშენებელთა. სულთმოფენობის დღესასწაულმა კი ის ურთიერთობა განაახლა, რომელიც საუკუნეების წინ დაშალა ცოდვამ.
აღდგომიდან მეორმოცე დღეს კი კიდევ ერთი საოცრების ხილვის ღირსი გახადა – მათთან ერთად ავიდა ელეონის მთაზე და მათ თვალწინ ამაღლდა ზეცად. გააფრთხილა, არ დაეტოვებინათ იერუსალიმი, ვიდრე არ მიიღებდნენ მანუგეშებელ სულიწმინდას; უბრძანა, მის შესახებ ემცნოთ მთელი ქვეყნიერებისათვის, ანუგეშა და "ღრუბელმან შეიწყნარა იგი თვალთაგან მათთა".
გემზე რომ ავიდნენ, ხმა ჩაესმათ, რომელმაც უბრძანა, ივერთა მონასტერში წასულიყვნენ და ხატი დედანზე, კარიბჭის ხატზე, მიდებით ეკურთხებინათ. ასეც მოიქცნენ.
იოსებმა დადებული აღთქმა შეასრულა – ხატი არ ქცეულა გამდიდრების წყაროდ. ხშირად ბილეთის ფულიც არ ჰქონდა ხოლმე და მრევლში უგროვებდნენ. რამდენჯერ ღამის გასათევი ადგილიც კი არ ჰქონია. . .
ხატმა მოიარა უამრავი ქვეყანა, მათ შორის, ჩრდილოეთ ამერიკა, რუმინეთი, საბერძნეთი, რუსეთი.. ათონზეც ბრძანდებოდა. . . ახლა კი, 6 მაისს, საქართველოშიც ინება ჩამობრძანება. დიახ, ინება, რადგან სასწაულმოქმედი ხატი თვითონ წყვეტს, როდის სად უნდა მივიდეს.
სარკის წმინდა გიორგი განსაკუთრებით უშვილოთა შემწეა, ჩვილთა მფარველი. ძველ დროში მომხდარ სასწაულებს თუ ლეგენდის საბურველი ჰბურავს, არც ჩვენს დროში მომხდარი სასწაულების სიმცირეს უჩივის – დღესაც ნახავთ უამრავ წყვილს, რომელთაც ამ ხატის მოლოცვის შემდეგ შეეძინათ შვილი.