ბლოგერები
მარიამ ბურჯანაძის ბლოგი
ქრისტიანული სამყარო უამრავ სასწაულს ინახავს-სასწაულს, რომელთაც ღმერთი სხვადასხვა მიზეზის გამო უშვებდა ადამინათა ცხოვრებაში-ცოდვილთა გონს მოსაყვანად, მართალთა დასახსნელად თუ რწმენასა და განსაცდელში განსამტკიცებლად, აღვირახსნილთა შესაჩერებლად... ჩემს ბლოგშიც სწორედ ამის შესახებ გიამბობთ - იმაზე, რაც ნადვილად მოხდა, მაგრამ რისი ახსნაც მატერიალური და ფიზიკური კანონებით ყოვლად შეუძლებელია, რაც რწმენით უნდა მიიღო და რაც ისეთივე ცოცხალია და ხელშესახები დღესაც, როგორც მაშინ-აღსრულების ჟამს, თუნდაც, რამდენიმე ასწლეულის წინ.

მარიამ ბურჯანაძე
დღეს გიორგობაა-წმინდა გიორგის თავისკვეთის დღე. დასასრული რამდენიმეთვიანი
წამებისა და ტანჯვისა, დამცირებისა და გვემისა. 23 ნოემბერს ბორბალზე გაკვრით დაწყებული მოწამებრივი გზა 6 მაისს დასრულდა და წმინდა გიორგი ზეციურ მხედრობას შეუერთდა.
06-05-2015
დაწვრილებით...
მირქმა - მოლოდინის დასასრული
იერუსალიმის ტაძრის ეზოში ის ადამიანები ცხოვრობდნენ, რომლებსაც უფლისათვის მიეძღვნათ საკუთარი სიცოცხლე. მათ შორის იყო მართალი სვიმეონი - უხუცესი მათგან. მისი წარმომავლობის შესახებ არაფერია ცნობილი. მაგრამ, რადგან იმ დროისათვის საუკეთესო განათლება ჰქონდა მიღებული, სავარაუდოდ, არისტოკრატთა ფენას ეკუთვნოდა - იგი ერთ - ერთი იყო იმ 70 ბრძენიდან, პტოლომეოს ფილადელფოსმა ალექსანდრიაში რომ მიიწვია წმინდა წერილის სათარგმნად. თარგმანზე მუშაობისას ეჭვებმა აავსო სვიმეონის გული-როგორ შეიძლებოდა, ქალწულს ეშვა ძე და კვლავ ქალწულად დარჩენილიყო? მან გადაწყვიტა "დედაკაცი" ჩაეწერა "ქალწულის" ნაცვლად, მაგრამ ხელი გაუჩერდა და წერა ვეღარ განაგრძო. ამიტომ იმ დღეს შეწყვიტა მუშაობა და გაისეირნა. მდინარეზე გადასვლისას კვლავ მსჯელობდა ამ საკითხზე თავის თანამგზავრებთან. მსჯელობისას ხელიდან მოიძრო ბეჭედი, წყალში გადააგდო და თქვა, რომ იწამებდა ამას, თუკი კვლავაც ნახავდა თავის ბეჭედს.
15-02-2015
დაწვრილებით...
სამძიმარი
ბერი გიორგი გარდაიცვალა. მთელი საქართველოს უერთგულესი ჭირისუფალი, კათოლიკოს –პატრიარქი ილია II ახლა თავისი ხორციელი და სულიერი ძმის ჭირისუფალია.
02-10-2014
დაწვრილებით...
ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის კიდევ ერთი სასწაულმოქმედი ხატის შესახებ

"ადვოკატა" მხსნელსა და მეოხს ნიშნავს. და, მართლაც, ეს ხატი სასწაულებრივად ეხმარება ყველას, ვისაც მისი მეოხება სჭირდება.
23-09-2014
დაწვრილებით...
თავისკვეთა წმინდა იოანესი
11 სექტემბერს, ჰეროდეს დაბადების დღეს, უამრავმა წარჩინებულმა და საპატიო სტუმარმა მოიყარა თავი. დალიეს, სასიამოვნო საუბარს შეჰყვნენ.. . მერე სალომეამ იცეკვა – ჰეროდიადას ასულმა პირველი ქორწინებიდან, ჰეროდეს გერმა და ძმისშვილმა. მისმა საოცარმა როკვამ ყველა დაატყვევა. და, როდესაც ჰკითხა იუბილარმა – რა გინდაო ასეთი ცეკვის სანაცვლოდ, დედისაგან დარიგებულმა გოგონამ მიუგო – იოანე წინასწარმეტყველის თავი, ლანგარზე დადებულიო.
11-09-2014
დაწვრილებით...
დღე უფალში მიძინებისა - გილოცავთ მარიამობას!
ამასობაში თომა მოციქულიც მოვიდა, დამწუხრებული და ატირებული, რად არ მომეცაო ღვთისმშობელთან გამომშვიდობების საშუალება. რომ ენუგეშებინათ, აკლდამა გახსნეს და თომა შეუშვეს, მაგრამ . . . იქ სხეულის ნაცვლად მხოლოდ სუდარა იპოვეს
28-08-2014
დაწვრილებით...
მის საფლავზე გრძნობ, რომ სიკვდილი პირობითი ცნებაა
დიდი პატივისცემითა და სიყვარულით საუბრობდა გაბრიელ ბერზე- მშვენივრად ესმოდა სულიერი თანამებრძოლისა და ამბობდა: გაბრიელ ბერი უდიდესი ბერიაო.
24-07-2014
დაწვრილებით...
მამა ვიტალი - ჩვენი დროის კიდევ ერთი დიდი წმინდანი
"8 დღისა მონათლეს. ნათლობისას იღიმებოდა და ემბაზში ფეხზე იდგა; 40 დღისა რომ შეიყვანა მღვდელმა საკურთხეველში, ისეთი მადლი წამოვიდა ჩვილიდან, მღვდელი გამოვიდა და თქვა, ეს ბავშვი დიდი ადამიანი იქნებაო. დედამისს ხშირად ესმოდა, როგორ გალობდნენ მის აკვანთან ანგელოზები. . ."
19-07-2014
დაწვრილებით...
პეტრე და პავლე - თავმოციქულნი ქრისტესნი
დღეს პეტრეპავლობაა – თავმოციქულების, პეტრესა და პავლეს, ხსენების დღე. ისინი ერთ დღეს გავიდნენ ამ ქვეყნიდან . . ერთ დღეს დააწესა ამიტომაც მათი ხსენება ეკლესიამ. ორივენი ერთადერთი ჭეშმარიტების მქადაგებელნი იყვნენ. . . ორივე მოწამებრივად აღესრულა. მაგრამ განსხვავებული იყო გზა, რომელმაც ისინი ქრისტემდე მიიყვანა.
12-07-2014
დაწვრილებით...
თქვენი აზრით, არსებობს თუ არა დღეს საქართველოში კორუფციის პრობლემა  ხელისუფლებაში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, არსებობს თუ არა დღეს საქართველოში კორუფციის პრობლემა ხელისუფლებაში?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები