ბლოგერები
მარიამ ბურჯანაძის ბლოგი
ქრისტიანული სამყარო უამრავ სასწაულს ინახავს-სასწაულს, რომელთაც ღმერთი სხვადასხვა მიზეზის გამო უშვებდა ადამინათა ცხოვრებაში-ცოდვილთა გონს მოსაყვანად, მართალთა დასახსნელად თუ რწმენასა და განსაცდელში განსამტკიცებლად, აღვირახსნილთა შესაჩერებლად... ჩემს ბლოგშიც სწორედ ამის შესახებ გიამბობთ - იმაზე, რაც ნადვილად მოხდა, მაგრამ რისი ახსნაც მატერიალური და ფიზიკური კანონებით ყოვლად შეუძლებელია, რაც რწმენით უნდა მიიღო და რაც ისეთივე ცოცხალია და ხელშესახები დღესაც, როგორც მაშინ-აღსრულების ჟამს, თუნდაც, რამდენიმე ასწლეულის წინ.

მარიამ ბურჯანაძე
აღდგომიდან მეორმოცე დღეს კი კიდევ ერთი საოცრების ხილვის ღირსი გახადა – მათთან ერთად ავიდა ელეონის მთაზე და მათ თვალწინ ამაღლდა ზეცად. გააფრთხილა, არ დაეტოვებინათ იერუსალიმი, ვიდრე არ მიიღებდნენ მანუგეშებელ სულიწმინდას; უბრძანა, მის შესახებ ემცნოთ მთელი ქვეყნიერებისათვის, ანუგეშა და "ღრუბელმან შეიწყნარა იგი თვალთაგან მათთა".
29-05-2014
დაწვრილებით...
მირონმდინარე ხატი და მისი ერთგული მცველი
გემზე რომ ავიდნენ, ხმა ჩაესმათ, რომელმაც უბრძანა, ივერთა მონასტერში წასულიყვნენ და ხატი დედანზე, კარიბჭის ხატზე, მიდებით ეკურთხებინათ. ასეც მოიქცნენ.

იოსებმა დადებული აღთქმა შეასრულა – ხატი არ ქცეულა გამდიდრების წყაროდ. ხშირად ბილეთის ფულიც არ ჰქონდა ხოლმე და მრევლში უგროვებდნენ. რამდენჯერ ღამის გასათევი ადგილიც კი არ ჰქონია. . .
28-05-2014
დაწვრილებით...
ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მირონმდინარე ხატი საქართველოშია!!! (+განრიგი)
ხატმა მოიარა უამრავი ქვეყანა, მათ შორის, ჩრდილოეთ ამერიკა, რუმინეთი, საბერძნეთი, რუსეთი.. ათონზეც ბრძანდებოდა. . . ახლა კი, 6 მაისს, საქართველოშიც ინება ჩამობრძანება. დიახ, ინება, რადგან სასწაულმოქმედი ხატი თვითონ წყვეტს, როდის სად უნდა მივიდეს.
13-05-2014
დაწვრილებით...
უშვილოთა და ყრმათა სასწაულმოქმედი მფარველი - სარკის წმინდა გიორგი
სარკის წმინდა გიორგი განსაკუთრებით უშვილოთა შემწეა, ჩვილთა მფარველი. ძველ დროში მომხდარ სასწაულებს თუ ლეგენდის საბურველი ჰბურავს, არც ჩვენს დროში მომხდარი სასწაულების სიმცირეს უჩივის – დღესაც ნახავთ უამრავ წყვილს, რომელთაც ამ ხატის მოლოცვის შემდეგ შეეძინათ შვილი.
30-04-2014
დაწვრილებით...
სიმართლე ღვთაებრივი ცეცხლის შესახებ
მავანნი იმასაც აცხადებენ, არანაირი მატერიალური საბუთი არ არსებობს იმისა, რომ ეს სასწაულია – ეს მხოლოდ ტრადიციული რიტუალის აღსრულებაა და სიმბოლური გამოხატულება იმ ნათლისა, რომელიც ქრისტემ სოფლად მოიტანაო. ჯერ, ერთი, მხოლოდ სიმბოლურისა და სულიერის დანახვა სახარებასა და ქრისტიანობაში თავისთავად ქრისტეს ღვაწლის დაკნინებაა. მარტო სულიერი მხარე რომ ყოფილიყო მთავარი, არც უფლის განკაცება გახდებოდა საჭირო და არც ჯვარცმა.
19-04-2014
დაწვრილებით...
ადამიანის უფალთან მიგებების დღე-სასწაული: გილოცავთ მირქმას!
და, აი, ეს დღეც დადგა: ტაძარში ლოცულობდა, როდესაც მოესმა სულიწმინდის ხმა: "აღდეგ, მოხუცებულო! რად ჰზი? აღდეგ და მირბიოდე, რამეთუ მოვიდა განმტევებელი შენი!"
15-02-2014
დაწვრილებით...
ღვთისა და ერის რჩეული – დავით აღმაშენებელი
ის იყო "მახვილი მესიისა", შემოქმედი ახალი და ძლიერი საქართველოსი.
აღესრულა 8 თებერვალს და სწორედ ამიტომ დააწესა ქართულმა ეკლესიამ 8 თებერვალს მისი ხსენება.
წმინდა დავით აღმაშენებლის ლოცვამ ააღორძინოს საქართველო!
გილოცავთ დავითობას!
08-02-2014
დაწვრილებით...
მარმარილოდ ქცეული ქალიშვილი
გოგონამ კედლიდან ჩამოხსნა წმინდა ნიკოლოზის ხატი: რაკი ჩემი ნიკოლოზი არ მოვიდა, ამ ნიკოლოზთან ვიცეკვებო. მიუხედავად კომუნისტურ-ათეისტური პროპაგანდისა, სტუმრებში მაინც აღმოჩნდა შიში და კრძალვა სიწმინდეების მიმართ – ისინი ეხვეწებოდნენ ზოიას, თავის ადგილზე დაებრუნებინა ხატი, მაგრამ გოგონამ უპასუხა: "თუ ღმერთი არსებობს, იგი დამსჯის!"
30-01-2014
დაწვრილებით...
ყოველი წლის 19 იანვარს, წყლის კურთხევისას, როდესაც ჯვარს მესამედ ჩაუშვებენ ხოლმე წყალში, მდინარე იორდანე რამდენიმე წამით ჩერდება და შემდეგ უკუღმა იწყებს დინებას. არადა, მდინარე დაახლ. 1000 მ. სიმაღლიდან ჩამოედინება და ხეობით მკვდარი ზღვისაკენ მიემართება.
19-01-2014
დაწვრილებით...
თქვენი აზრით, საჭიროა თუ არა  ლუსტრაციის კანონის მიღება?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, საჭიროა თუ არა ლუსტრაციის კანონის მიღება?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები