ბლოგერები
მარიამ ბურჯანაძის ბლოგი
ქრისტიანული სამყარო უამრავ სასწაულს ინახავს-სასწაულს, რომელთაც ღმერთი სხვადასხვა მიზეზის გამო უშვებდა ადამინათა ცხოვრებაში-ცოდვილთა გონს მოსაყვანად, მართალთა დასახსნელად თუ რწმენასა და განსაცდელში განსამტკიცებლად, აღვირახსნილთა შესაჩერებლად... ჩემს ბლოგშიც სწორედ ამის შესახებ გიამბობთ - იმაზე, რაც ნადვილად მოხდა, მაგრამ რისი ახსნაც მატერიალური და ფიზიკური კანონებით ყოვლად შეუძლებელია, რაც რწმენით უნდა მიიღო და რაც ისეთივე ცოცხალია და ხელშესახები დღესაც, როგორც მაშინ-აღსრულების ჟამს, თუნდაც, რამდენიმე ასწლეულის წინ.

მარიამ ბურჯანაძე
ჭეშმარიტებისათვის დაუღალავი მებრძოლი - წმინდა ნიკოლოზი
წმინდა ნიკოლოზი 85 წლისა გარდაიცვალა. მისი წმინდა ნაწილები ქალაქ ბარში განისვენებს და დღემდე უამრავ სასწაულს აღასრულებს – დღემდე იცავს დევნილებსა და შეურაცხყოფილებს, ლუკმას აწვდის უპოვართ, კურნავს სნეულებს და სჯის სიწმინდის შეურაცხმყოფელთ. ის კვლავაც ჭეშმარიტებისათვის გულმხურვალე მებრძოლად რჩება.

გილოცავთ ყველას ნიკოლოზობას!
19-12-2013
დაწვრილებით...
დღეს ბარბარობაა
17 დეკემბერი ბარბარობაა- თითოეული ჩვენგანის ბავშვობაში ეს დღე ლობიანისა და მზისფერგულიანი გოგრის სურნელითაა გაჟღენთილი. ასეთივე ფერი და სურნელი ასდის ჩემი ბავშვობის ბარბარობასაც. მაშინ არაფერი ვიცოდი წმინდა ბარბარეს შესახებ. უბრალოდ, მიხაროდა, როგორც ზამთრის ერთფეროვნებისგან ასე საოცრად გამორჩეული ერთი დღე-სასწაული. მით უფრო, რომ სოფლებში ბარბარობა ბედობასაც უკავშირდებოდა და მთელი რიტუალი სრულდებოდა მეფეხის სტუმრობასთან დაკავშირებით მთის ოჯახებში-ისევე, როგორც ბებიაჩემის ოჯახში.
17-12-2013
დაწვრილებით...
ხატი მართლმადიდებლობაში
მაინც რა არის ხატი მართლმადიდებელი ქრისტიანისათვის? საიდან მოდის ხატთა თაყვანისცემის ტრადიცია? რატომ იყო იგი სიწმინდე ჩვენი წინაპრებისათვის და რატომ ერჩიათ სიკვდილი მის შეურაცხყოფას? არის თუ არა იგი კერპთაყვანისმცემლობა, როგორც ამას ადრე ხატმებრძოლნი, ახლა კი მავანნი გვიკიჟინებენ?
05-12-2013
დაწვრილებით...
23 ნოემბერს მისი წამების დასაწყისია და ამ დღის აღნიშვნა საქართველოში წმინდა ნინომ დააწესა, რადგან იგი წმინდა გიორგის ნათესავი იყო. იქიდან მოყოლებული, 23 ნოემბერს გიორგობას მხოლოდ საქართველოში აღნიშნავენ ხოლმე-აღნიშნავენ წირვითა და ლოცვით, წამებულისადმი პატივის მიგებით, მოწიწებითა და სასოებით.
23-11-2013
დაწვრილებით...
მოგვეცით დედობის უფლება
დედაშვილური სიყვარული, წმინდა მამათა განმარტებით, სიყვარულის მიწიერ გამოვლინებათაგან ყველაზე აღმატებულია - დედობა უსიტყვო, უანგარო და უზაკველ სიყვარულსა და თავგანწირვას გულისხმობს, საკუთარ სურვილებსა და საჭიროებებზე უარის თქმას შვილის გულისათვის. დედის მოვალეობის ღირსეულად შესრულებისას ქალი ქრისტესმიერ მცნებას აღასრულებს, რადგან უარს ამბობს საკუთარ თავზე ღვთისგან მიბარებული არსების გულისათვის. რადგანაც ამხელაა მსხვერპლი, უზარმაზარია მადლიც - ეკლესიის მამათა თქმით, მხოლოდ დედის ლოცვას შეუძლია მეორედ მოსვლამდე შვილის სულის ჯოჯოხეთიდან ამოყვანა.
05-11-2013
დაწვრილებით...
ქეთევანი - ქართველთა სხივფენილი დედოფალი
1624 წლის 26 სექტემბერს შირაზის მთავარ მოედანზე უშველებელი კოცონი აეგიზგიზებინათ სპარსელ ჯალათებს. არც საწამებელი იარაღი დავიწყებოდათ: მარწუხები, ლურსმნებიანი სარეცელი, ნიჩაბი, შანთები. . . ტანჯვის ხელოვნებას სრულყოფილად დაუფლებულთ ყველაფერი გაემზადებინათ.

ქეთევანი მოედანზე გამოიყვანეს და კვლავ შესთავაზეს არჩევანი შაჰის ცოლობასა და ქრისტეს სძლობას შორის. ქეთევანმა ლოცვის ნება ითხოვა. შემწეობა შესთხოვა უფალს- და. . .ქართული მიწა-წყალივით დაკუწეს და დაანაწევრეს მისი სხეული, ლურსმნების სარეცელი გაუგეს და ზედ დარეცეს, ბოლოს კი სხივფენილი შუბლი გაუპეს გავარვარებული ნიჩბით.

ის თავისი ცხოვრებითა და აღსასრულით ქართველქალობის სიმბოლოდ იქცა. ქალი, დედა, დედოფალი, შეურიგებელი მებრძოლი და მოწამე-ყველაფერი დაიტია საკუთარ თავში, საკუთარი და უფლისმიერი მადლით განანათლა და განაბრწყინა.

ის დღევანდელობაშიც ქართველქალობის მაგალითად რჩება, მისაბაძ ზნეობრივ მაგალითად, რომლის ნაკლებობასაც აგრერიგად განვიცდით თანამედროვეობაში.
26-09-2013
დაწვრილებით...
სწამდეს თუ არა ღმერთის არსებობა, ეს ადამიანის თავისუფალი ნებაა და ამ არჩევანში თავად უფალიც კი არ ერევა. ასევე, ადამიანის ასარჩევია, რა სწამდეს - უფლის ნაქადაგები ჭეშმარიტება თუ ადამიანთა შექმნილი რელიგიები და თეორიები. არც ამ არჩევანში ერევა ღმერთი, იმის მიუხედავად, რომ სწორედ ადამიანის გადასარჩენად გაიარა გზა ზეციდან მიწამდე და პირიქით; გაიარა ტანჯვით სავსე გზა ბეთლემიდან გოლგოთამდე.
20-09-2013
დაწვრილებით...
"შუშანიკი", თურმე, შროშანს ნიშნავს. მამამისს მისთვის სახელად ვარდანი დაურქმევია, მაგრამ ყველა შუშანიკს ეძახდა თავისი ფიზიკური და სულიერი მშვენიერების გამო. ყვავილივით მშვენიერმა საოცარი სიმტკიცე და გამბედაობა გამოიჩინა და უმწეო ქალი ქრისტეს სძლად იქცა, რომელმაც უთანასწორო ბრძოლაში დაამარცხა "მგელი იგი" ვარსქენი. მან ერთადერთმა გაბედა, დაპირისპირებოდა თავისი ქმრის სისასტიკესა და დამღუპველ პოლიტიკას, და ამ არჩევანით თავისი სამფლობელოს მცხოვრებთათვის მისაბაძ მაგალითად იქცა.
11-09-2013
დაწვრილებით...
აპირებთ თუ არა არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობის მიღებას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!..
აპირებთ თუ არა არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობის მიღებას?
თვის კითხვადი სტატიები