ბლოგერები
მარიამ ბურჯანაძის ბლოგი
ქრისტიანული სამყარო უამრავ სასწაულს ინახავს-სასწაულს, რომელთაც ღმერთი სხვადასხვა მიზეზის გამო უშვებდა ადამინათა ცხოვრებაში-ცოდვილთა გონს მოსაყვანად, მართალთა დასახსნელად თუ რწმენასა და განსაცდელში განსამტკიცებლად, აღვირახსნილთა შესაჩერებლად... ჩემს ბლოგშიც სწორედ ამის შესახებ გიამბობთ - იმაზე, რაც ნადვილად მოხდა, მაგრამ რისი ახსნაც მატერიალური და ფიზიკური კანონებით ყოვლად შეუძლებელია, რაც რწმენით უნდა მიიღო და რაც ისეთივე ცოცხალია და ხელშესახები დღესაც, როგორც მაშინ-აღსრულების ჟამს, თუნდაც, რამდენიმე ასწლეულის წინ.

მარიამ ბურჯანაძე
ქეთევანი - ქართველთა სხივფენილი დედოფალი
1624 წლის 26 სექტემბერს შირაზის მთავარ მოედანზე უშველებელი კოცონი აეგიზგიზებინათ სპარსელ ჯალათებს. არც საწამებელი იარაღი დავიწყებოდათ: მარწუხები, ლურსმნებიანი სარეცელი, ნიჩაბი, შანთები. . . ტანჯვის ხელოვნებას სრულყოფილად დაუფლებულთ ყველაფერი გაემზადებინათ.

ქეთევანი მოედანზე გამოიყვანეს და კვლავ შესთავაზეს არჩევანი შაჰის ცოლობასა და ქრისტეს სძლობას შორის. ქეთევანმა ლოცვის ნება ითხოვა. შემწეობა შესთხოვა უფალს- და. . .ქართული მიწა-წყალივით დაკუწეს და დაანაწევრეს მისი სხეული, ლურსმნების სარეცელი გაუგეს და ზედ დარეცეს, ბოლოს კი სხივფენილი შუბლი გაუპეს გავარვარებული ნიჩბით.

ის თავისი ცხოვრებითა და აღსასრულით ქართველქალობის სიმბოლოდ იქცა. ქალი, დედა, დედოფალი, შეურიგებელი მებრძოლი და მოწამე-ყველაფერი დაიტია საკუთარ თავში, საკუთარი და უფლისმიერი მადლით განანათლა და განაბრწყინა.

ის დღევანდელობაშიც ქართველქალობის მაგალითად რჩება, მისაბაძ ზნეობრივ მაგალითად, რომლის ნაკლებობასაც აგრერიგად განვიცდით თანამედროვეობაში.
26-09-2013
დაწვრილებით...
სწამდეს თუ არა ღმერთის არსებობა, ეს ადამიანის თავისუფალი ნებაა და ამ არჩევანში თავად უფალიც კი არ ერევა. ასევე, ადამიანის ასარჩევია, რა სწამდეს - უფლის ნაქადაგები ჭეშმარიტება თუ ადამიანთა შექმნილი რელიგიები და თეორიები. არც ამ არჩევანში ერევა ღმერთი, იმის მიუხედავად, რომ სწორედ ადამიანის გადასარჩენად გაიარა გზა ზეციდან მიწამდე და პირიქით; გაიარა ტანჯვით სავსე გზა ბეთლემიდან გოლგოთამდე.
20-09-2013
დაწვრილებით...
"შუშანიკი", თურმე, შროშანს ნიშნავს. მამამისს მისთვის სახელად ვარდანი დაურქმევია, მაგრამ ყველა შუშანიკს ეძახდა თავისი ფიზიკური და სულიერი მშვენიერების გამო. ყვავილივით მშვენიერმა საოცარი სიმტკიცე და გამბედაობა გამოიჩინა და უმწეო ქალი ქრისტეს სძლად იქცა, რომელმაც უთანასწორო ბრძოლაში დაამარცხა "მგელი იგი" ვარსქენი. მან ერთადერთმა გაბედა, დაპირისპირებოდა თავისი ქმრის სისასტიკესა და დამღუპველ პოლიტიკას, და ამ არჩევანით თავისი სამფლობელოს მცხოვრებთათვის მისაბაძ მაგალითად იქცა.
11-09-2013
დაწვრილებით...
როგორ აფასებთ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც ნებადართულს ხდის საქართველოში მარიხუანას წარმოებას ექსპორტზე გატანის მიზნით (ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებებისათვის)?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც ნებადართულს ხდის საქართველოში მარიხუანას წარმოებას ექსპორტზე გატანის მიზნით (ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებებისათვის)?
დღის კითხვადი სტატიები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა