ბლოგერები
მარიამ ბურჯანაძის ბლოგი
ქრისტიანული სამყარო უამრავ სასწაულს ინახავს-სასწაულს, რომელთაც ღმერთი სხვადასხვა მიზეზის გამო უშვებდა ადამინათა ცხოვრებაში-ცოდვილთა გონს მოსაყვანად, მართალთა დასახსნელად თუ რწმენასა და განსაცდელში განსამტკიცებლად, აღვირახსნილთა შესაჩერებლად... ჩემს ბლოგშიც სწორედ ამის შესახებ გიამბობთ - იმაზე, რაც ნადვილად მოხდა, მაგრამ რისი ახსნაც მატერიალური და ფიზიკური კანონებით ყოვლად შეუძლებელია, რაც რწმენით უნდა მიიღო და რაც ისეთივე ცოცხალია და ხელშესახები დღესაც, როგორც მაშინ-აღსრულების ჟამს, თუნდაც, რამდენიმე ასწლეულის წინ.

მარიამ ბურჯანაძე
არა ძალადობას! - ღმერთის გარეშე დარჩენილი ადამიანი სიყვარულისაგან იცლება, სასტიკდება და ცხოველს ემსგავსება
ეს კვირა ქალზე ძალადობას ეძღვნებოდა. სამწუხაროდ, ეს თემა კვლავაც მტკივნეულია თანამედროვე საზოგადოებისათვის. არადა, თითქოს, 21-ე საუკუნის მოქალაქეები ვართ და მსგავსი საკითხი მწვავე პრობლემად აღარ უნდა იდგეს ჩვენს ცხოვრებაში. მავანნი ცდილობენ, დაგვარწმუნონ, რომ ეს მხოლოდ ქართული ყოფის ტკივილია, ქართველი საზოგადოებისათვის დამახასიათებელი და ქართული ტრადიციებით გამოწვეული. არადა, ეს რომ ასე არაა, ამას სტატისტიკაც მოწმობს.
28-11-2015
დაწვრილებით...
კრება მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ძალთა - ანგელოზთა ზეციური იერარქია ცხრა დასად განიყოფება
ზეციური დასნი უფალმა მატერიალურ სამყარომდე შექმნა. სიტყვა "ანგელოზი" ბერძნული სიტყვაა და ქართულად "მაუწყებელს" ნიშნავს. ანუ ისინი ღვთაებრივ ნებას გვამცნობენ და გვაუწყებენ იმას, რაც ჩვენი სულის გადარჩენისთვისაა აუცილებელი.
21-11-2015
დაწვრილებით...
მამა გაბრიელი:
"12 წლიდან შენ მოგდევ, უფალოო" - უთხრა უფალს და მაცხოვრის ხატს მოეფერა. მერე ღამე იყო, მეორე დღის 4 საათამდე გაუსაძლისი ტკივილებით სავსე. მერე ხმაურით დაიწყო სუნთქვა. დედას უხმობდა . . . მერე სულის გასვლის ლოცვები წაუკითხეს. აღარაფერს ამბობდა, მხოლოდ თვალმოუშორებლად შესცქეროდა წმინდა ნიკოლოზის ხატს. ლოცვის დამთავრებისას გაიღიმა და სული განუტევა.
03-11-2015
დაწვრილებით...
ოქტომბერი ჩემთვის უცნაურად ქართული თვეა -1- ლ ოქტომბერს წმინდა მოწამეთა -ბიძინა ჩოლოყაშვილის, შალვა და ელიზბარ ქსნის ერისთავების ხსენების დღეა; 9 ოქტომბერს ათონის ივერთა მონასტრიდან საქართველოში ინება ჩამობრძანება კარიბჭის ივერიის ღვთისმშობლის ხატმა; 14 ოქტომბერი სვეტიცხოვლობაა, 15 ოქტომბერს ქართული ეკლესია არგვეთის მთავართა - დავითისა და კონსტანტინეს -ხსენებას აღნიშნავს, 18 ოქტომბერს კი წმინდა გრიგოლ ხანძთელს განადიდებს.
20-10-2015
დაწვრილებით...
24 საათის განმავლობაში სასტიკად აწამებდნენ... ბოლოს კი ხეზე ჩამოკიდეს და ისე დაცხრილეს - ჩვენი დროის გმირი იური ანუა
მაშინ დაიბადა, როდესაც კომუნისტური ათეიზმის ზეობას უამრავი ადამიანი და სალოცავი ეწირებოდა -1934 წლის 6 აგვისტოს, ქალაქ ოჩამჩირეში, მორწმუნე და ღვთისმოშიში მშობლების ოჯახში. მიუხედავად ქრისტიანთა დევნისა, მათ ილორის წმინდა გიორგის ეკლესიაში მონათლეს ვაჟი და სიყრმიდანვე ღვთისა და ხატების სიყვარული ჩაუნერგეს.
01-08-2015
დაწვრილებით...
მიუხედავად იმ უმძიმესი წლებისა, XX საუკუნის 90-იანები რომ ერქვა საქართველოში, 1993 წლის ივლისი ჩემი თაობისათვის მაინც ერთ-ერთ დიდ ტკივილად იქცა - 2 ივლისი ტამიშთან ჩვენი ბიჭების დაღუპვის დღეა, ხოლო 5 ივლისი -  მამა ანდრია ყურაშვილისა და იური ანუას მოწამებრივი აღსასრულის დღე.
24-07-2015
დაწვრილებით...
ღვთისმშობლის კვართი
დღეს ზუგდიდში ხალხმრავლობაა – რადგან დღეს, ვლაქერნობის დღესასწაულზე, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის კვართი უნდა გამოაბრძანონ მორწმუნეებთან.
15-07-2015
დაწვრილებით...
7 ივლისი –იოანე ნათლისმცემლის შობა
7 ივლისი –იოანე ნათლისმცემლის შობა
აარონის შთამომავალნი-ზაქარია და ელისაბედი- ცხოვრობდნენ ისრაელში, ქალაქ ქებრონში, რომელიც იუდეის მთებში იყო გაშენებული ღვთისმსახურთა საცხოვრებლად. ელისაბედი ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის დეიდაშვილი იყო. მოხუცებულობამდე მიეღწიათ, მაგრამ შვილი არ ჰყავდათ. დასცინოდნენ, ყვედრიდნენ გარშემომყოფნი, მაგრამ მოხუცებულნი უდრტვინველად ეგუებოდნენ უფლის ნებას.

ზაქარია მღვდელი იყო და იერუსალიმის ტაძარში მაშინ ასრულებდა ხოლმე მსახურებას, როდესაც მისი რიგი მოაწევდა. ერთხელაც, საკურთხეველში ყოფნისას, უფლის ანგელოზი იხილა, რომელმაც უთხრა, რომ შეისმინა ღმერთმა მისი ვედრება და მიეცემოდა ვაჟი. თანაც ისეთი, რომელიც დედის მუცლიდანვე აღივსებოდა სულიწმინდით, მავალთ მოაქცევდა და მესიის მისაღებად განამზადებდა. არ დაიჯერა ზაქარიამ-მოხუცებულნი და ბერწნი ვართო მე და ელისაბედი: სიბერისაგან წელში გამართვაც კი მიჭირსო. მაშინ ანგელოზმა უთხრა: მე გაბრიელი ვარ, უფლის წინაშე მდგომარე. მომავლინეს შენდა ხარებად. რაკი არ გჯერა ჩემი, დადუმდი. სიტყვასაც ვერ წარმოთქვამ, სანამ ყოველივე არ აღსრულდება!

ზაქარია ქებრონში დაბრუნდა. მალე ელისაბედმა შეიტყო, რომ ფეხმძიმედ იყო. 5 თვე მალავდა ამ საოცარ ამბავს. მაგრამ მთავარანგელოზმა გაბრიელმა ყოვლადწმინდა ქალწულს ახარა მესიის განკაცების უდიდესი საიდუმლოს აღსრულების შესახებ. თანაც დასძინა, რომ ელისაბედიც ორსულად იყო. ღვთისმშობელი ქალწული მაშინვე დეიდაშვილისაკენ გაეშურა, რომელიც მისგან რამდენიმე დღის სავალზე ცხოვრობდა. როგორც კი ფეხმძიმე მარიამმა ელისაბედის ეზოში შეაბიჯა, ელისაბედის მუცელში ნაყოფი შეკრთა და ხლდომა იწყო – ასე მიეგება პირველად მუცელში იოანე ნათლისმცემელი ქრისტეს.

სამი თვის შემდეგ მარიამი თავის ოჯახში დაბრუნდა, ხოლო ცოტა ხნის შემდეგ ელისაბედმა ძე შვა. როდესაც ქალს ჰკითხეს, რას აქმევდა შვილს, მან იოანე ისურვა. ზაქარიამაც, რაკი ლაპარაკი არ შეეძლო, ფიცარზე დაწერა –იოანე. და მაშინვე დაუბრუნდა მეტყველების უნარი. და უწოდეს ახალშობილს იოანე, რაც საღმრთო მადლსა და ნიჭს ნიშნავს.
ასე აღესრულა შობა წმინდა იოანე ნათლისმცემლისა.

დღეს 7 ივლისია- უფლის წინამორბედისა და ნათლისმცემლის, იოანეს, შობის დღე.

მარიამ ბურჯანაძე
07-07-2015
ღვთისმშობლის სარტყელი - უშვილოთა შემწე
ათონის მთა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის რჩეული ადგილია, ბერთა სამკვიდრებელი, მოკაშკაშე კელაპტრად ანთებული მსოფლიო ქაოსში. უამრავი მონასტერი, მოღვაწე თუ ხატი გაბრწყინდა უფლისმიერი მადლითა და სასწაულით.
29-05-2015
დაწვრილებით...
როგორ აფასებთ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც ნებადართულს ხდის საქართველოში მარიხუანას წარმოებას ექსპორტზე გატანის მიზნით (ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებებისათვის)?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც ნებადართულს ხდის საქართველოში მარიხუანას წარმოებას ექსპორტზე გატანის მიზნით (ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებებისათვის)?
თვის კითხვადი სტატიები