ჭეშმარიტებისათვის დაუღალავი მებრძოლი - წმინდა ნიკოლოზი
ჭეშმარიტებისათვის დაუღალავი მებრძოლი - წმინდა ნიკოლოზი
წმინდა ნიკოლოზი შეძლებული ოჯახის ერთადერთი შვილი იყო. ადამიანური ლოგიკით, დიდი ხნის ნანატრი პირმშოსათვის არაფერი არ უნდა მოეკლოთ მშობლებს და ნებისმიერი მისი სურვილი უნდა დაეკმაყოფილებინათ. მაგრამ ეს ოჯახი საღვთო კანონებითა და ლოგიკით ცხოვრობდა. ამიტომაც, კი არ გაანებივრეს შვილი, არამედ უფლისა და მოყვასის სიყვარული ასწავლეს, გულმოწყალება და ლოცვა ცხოვრების წესად უქციეს. თავადაც გამორჩეული იყო შობიდანვე - თავისი დაბადებით დიდი ხნის სნეული დედა განკურნა... ოთხშაბათობითა და პარასკევობით დედის რძეს არ იღებდა.. . ნათლობისას
რამდენიმე საათი სხვების დაუხმარებლად იდგა ფეხზე ემბაზში. . . ბავშვებთან თამაშს ლოცვა და სახარების კითხვა ერჩია… ყველა გაჭირვებულს ეხმარებოდა - ფულით თუ ვერა, მანუგეშებელი სიტყვით მაინც…

ასე გაიარა ბავშვობამ. და ბიძამ, რომელიც ეპისკოპოსი იყო, თავისთან წაიყვანა ნიკოლოზი, მერე მღვდლადაც აკურთხა. იმხელა იყო ახლადნაკურთხი სულიერი მწყემსის
გულმოდგინება, რომ თავისი სამწყსოც კი ჩააბარა და თავად იერუსალიმის მოსალოცად წავიდა. წმინდა ნიკოლოზი დაუღლელად პატრონობდა მრევლს, განუწყვეტლივ ლოცულობდა და არც ერთი წუთით არ ივიწყებდა, რომ ქრისტეს ფარას მიურულებელი დარაჯი სჭირდებოდა.
სწორედ ამ დროს მოხდა ის ამბავი, რომლისგანაც შემდეგ სანტა კლაუსები წარმოიშვნენ: ერთხელ შეიტყო, რომ ღირსეული გვარის შვილმა მთელი ქონება დაკარგა და გადაწყვიტა, თავის სარჩენად თავისი სამივე ქლიშვილი მეძავად გაეშვა. იმავე ღამეს მიაკითხა ოჯახს და ოთახში ოქროთი სავსე ქისა შეუგდო. ამ ფულით მოხუცმა თავიც გაიტანა და უფროსი გოგონაც გაათხოვა. კიდევ ორჯერ ესტუმრა წმინდა ნიკოლოზი ფარულად ოჯახს და ასე დაათხოვებინა დანარჩენებიც.

დაბრუნებულ ბიძას მრევლი უვნებელი დაახვედრა და ახლა თავად წავიდა იერუსალიმში, შემდეგ კი ქალაქ მირონში წასვლა გადაწყვიტა. იქ სწორედ იმ დროს ჩავიდა, როდესაც, გარდაცვლილი ეპისკოპოსის ნაცვლად, ახალი მწყემსთავარი უნდა აერჩიათ. და ეს სწორედ წმინდა ნიკოლოზი აღმოჩნდა. წმინდანი ვერსად წაუვიდა უფლის ნებას და დაიდგა ეპისკოპოსის მიტრა. მას შემდეგ ერთი წუთითაც არ მოუსვენია – მუდმივად იბრძოდა ჭეშმარიტების დასაცავად. ვერც დიოკლეტიანემ შეაშინა, ვერც საპყრობილის საშინელმა პირობებმა, ვერც დევნამ და დამცირებამ. არც არიოზის ბილწი სწავლება მოითმინა და ღვთისმშობლის შეურაცხმყოფელს ფიზიკურადაც შეეხო. არ ადარდებდა, რომ განკიცხავდნენ – ქრისტიანს მოთმინება მართებსო. არც მოსალოდნელი სასჯელის გამო უდარდია –ეპისკოპოსის ხარისხი აჰყარეს, მაგრამ მეორე დილასვე დაუბრუნეს, რადგან ღვთისმშობელმა განუცხადა საეკლესიო კრებაზე მყოფთ, რომ მისთვის სათნო იყო წმინდანის ასეთი მკაცრი და მკვეთრი ქცევა. ამით კიდევ ერთხელ გახდა ნათელი, რომ ქრისტიანმა უნდა მოითმინოს პირადი შეურაცხყოფა და გმობა, მაგრამ ღვთისა და სიწმინდეების გმობის დათმენის უფლება მას არ აქვს.

წმინდა ნიკოლოზი 85 წლისა გარდაიცვალა. მისი წმინდა ნაწილები ქალაქ ბარში განისვენებს და დღემდე უამრავ სასწაულს აღასრულებს – დღემდე იცავს დევნილებსა და შეურაცხყოფილებს, ლუკმას აწვდის უპოვართ, კურნავს სნეულებს და სჯის სიწმინდის შეურაცხმყოფელთ. ის კვლავაც ჭეშმარიტებისათვის გულმხურვალე მებრძოლად რჩება.

გილოცავთ ყველას ნიკოლოზობას!

Giorgi89
03 თებერვალი 2014 07:20
გიგა, მომისმინე, მეორე ნახევარი ერთადერთია! "კარგი" და "ცუდი" მეორე ნახევარი არ არსებობს, შენი ნახევარი მარტო ერთია და იმას შენთვითონ ვერც იპოვი და ვერც აირჩევ!

მამა გაბრიელი შეყვარებულების და ა.შ. "უსტაბაშს" ეძახდა თავს, ანუ მე მაბარიაო მაგენიო, ამიტომ უნდა ევედრო. ასევე მამა ნიკოლოზმაც (მაქარაშვილი) მშვენივრად იცის ეს საკითხი.

პოვნა თუ გინდა, ნაღდ რჩევას მოგცემ - არავის არ ეფლირტავო, გაცნობის მიზნით სპეციალურად არავის დაუწყო საუბარი და ასე შემდეგ, არც არაფერი დაგეგმო! ყველაფერი ხელოვნური და არაჭეშმარიტი უარყავი და ნამდვილ ბუნებრივ შემთხვევას დაელოდე გასაცნობად. შენ ეს ღირსეული გადაწყვეტილება დააკანონე, და აუცილებლად შეხვდები შენს ნამდვილ ნახევარს!!! აი ასე, სხვანაირად არ ხდება ეს. ეს ასეა და ასე უნდა იყოს. შენ რომ ძებნა დაუწყო ვერ იპოვი. ღმერთის ხელშია და ის შეგახვედრებს, წარმოდგენაც არ გექნება როდის ;) და თანაც როგორ.. თუ საჭირო გახდა - გაიძულებს დაელაპარაკო, სხვა გზას არ დაგიტოვებს, ყურით მიგათრევს :)

ბუნებრივია იკითხავ, როგორ გავიგო თუ "ისააო"? ყველა შენს მოწონებულს გადაწონის და გააქრობს. შენი მოწონებულები გაიყოფა ორად - ის და ყველა დანარჩენი. შენი ცხოვრება გაიყოფა ორად - მანამდე და მას შემდეგ.

გეუბნები, სიმართლეა ძმაო. შენ იშრომე და გაძლიერდი რომ მზად შეხვდე მას, თორემ ან გაგიჟდები ან დადებილდები სიხარულისგან.
zviad
03 თებერვალი 2014 06:51
"ქრისტიანმა უნდა მოითმინოს პირადი შეურაცხყოფა და გმობა, მაგრამ ღვთისა და სიწმინდეების გმობის დათმენის უფლება მას არ აქვს."


მამა გაბრიელის საფლავი სიწმინდე არაა თუ როგორ? "ბარემ "სანტას" მოსასხამი გადაგეფარებინათო" ასე ირონიულად რომ მასხარად აიგდო ხალხიც და მამა გაბრიელის საფლავიც, ერთმა მამა პეტრემ?

"სანტა კლაუსი" რომ სინამდვილეში წმინდა ნიკოლოზი იყო და თან მამა გაბრიელის დიდი შემწე, ეს ალბათ გაუცნობიერებელი დამთხვევა გამოუვიდა. დახრჩობას გადაარჩინა მამა გაბრიელი წმ. ნიკოლოზმა, და სხვათა შორის მამა გაბრიელის სულიერ მემკვიდრესაც ნიკოლოზი ქვია - მამა ნიკოლოზი! (მაქარაშვილი)
manana-sh
31 იანვარი 2014 16:38
გულით გთხოვ წმინდაო ნიკოლოზ,მომეცი ძალა ვიცხოვრო ამქვეყნად ისე, როგორც ნამდვილ მართმადიდებელს შეეფერება.

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეაფასებთ საქართველოში დემოკრატიის მაჩვენებელს გასულ წლებთან შედარებით?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ საქართველოში დემოკრატიის მაჩვენებელს გასულ წლებთან შედარებით?
დღის კითხვადი სტატიები