ღვთისმშობლის სარტყელი - უშვილოთა შემწე
ღვთისმშობლის სარტყელი - უშვილოთა შემწე
ათონის მთა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის რჩეული ადგილია, ბერთა სამკვიდრებელი, მოკაშკაშე კელაპტრად ანთებული მსოფლიო ქაოსში. უამრავი მონასტერი, მოღვაწე თუ ხატი გაბრწყინდა უფლისმიერი მადლითა და სასწაულით.

მათ შორისაა ვატოპედის მონასტერიც. ვატოპედი ქართულად "ყმაწვილის ბუჩქს" ნიშნავს - მონასტერი სწორედ იმ ადგილასაა აგებული, სადაც იპოვეს გემიდან გადმოვარდნილი უფლისწული არკადი, რომელსაც სველს, მაგრამ სრულიად უვნებელს, ეძინა ბუჩქებში. ამ მონასტერშია დაბრძანებული ყოვლადწმინდა მარიამის სასწაულმოქმედი ხატები, აქვე ინახება დედა ღვთისმშობლის სარტყელიც.

სარტყელი თავად ქალწულ მარიამს დაუმზადებია საკუთარი ხელით
აქლემის ბეწვისაგან-ღვთისმშობელს განსაკუთრებული ხელსაქმე სცოდნია. ცნობილია, რომ სწორედ მისი ნახელავი იყო სოლომონის ტაძრის კრეტსაბმელის ფარდა, რომელიც ქრისტეს ჯვარზე აღსრულებისას შუაზე გაიპო. ასევე, მისი მოქსოვილი იყო უკერველი კვართი, რომელიც ყრმა იესოს ეცვა და მასთან ერთად იზრდებოდა. ეს სწორედ ის კვართია, სვეტიცხოველში რომაა დაფლული.

მიძინების წინ ღვთისმშობელმა
სარტყელი თომა მოციქულს გადასცა. აქედან დაიწყო მისი გზა, რომელიც, საბოლოოდ, ვატოპედის მონასტერში დასრულდა. გზადაგზა ანაწევრებდნენ, იტაცებდნენ, იპარავდნენ. ამის გამო ისჯებოდნენ და ინანიებდნენ. ვატოპედის მონასტერშიც, ამის გამო, მისმა ნაწილმა მოაღწია. მაგრამ ეს მცირე ნაწილიც კი აღასრულებს სასწაულებს: კურნება იქნება ეს თუ შემოსეული მწერების განსხმა. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სარტყელი უშვილოებს შეეწევა: თავად ყველაზე დიდი სიყვარულის დედა სხვა დედებს შვილიერების სიხარულს ანიჭებს. იგი ყველას თხოვნას ისმენს-მათისაც, ვისაც რამდენიმე წლის განმავლობაში შვილი არ ჰყავდა, და მათისასაც, რომელთაც, ექიმთა დასკვნით, არასოდეს მიეცემოდათ შვილი.
ვატოპედის მონასტერში უამრავი ადამიანი მიდის სწორედ ამ ტკივილის გამო. და სარტყლის მოლოცვიდან რამდენიმე თვეში მათი მეუღლეები ფეხმძიმედ რჩებიან. მათ, ვინც ვერ მიდის ათონის მთაზე, შეუძლიათ, გამოაგზავნინონ სარტყელზე მინადები ქამარი. ამ შემთხვევაშიც ხდება სასწაული. არის სიმსივნისაგან კურნების უამრავი შემთხვევაც.

სარტყლის მისაღებად უნდა გააგზავნოთ წერილი მონასტერში, მოკლედ აღუწეროთ თქვენი მდგომარეობა და სთხოვოთ, გამოგიგზავნონ ღვთისმშობლის სარტყელზე მინადები ქამარი. მონასტრის მამები, სარტყელთან ერთად, დაწვრილებით მითითებებსაც გამოაგზავნიან. აი, მისამართიც:
Vatopedi Monastery
63086 Karyes, Mount Athos
Greece


ქეთევანი
08 მაისი 2020 11:30
14 წელია აქ გვყავს შვილი,უამრავი მკურნალობის მიუხედავად,ახლა დავდივართ ეკლესიებში და გავიგეთ სართყლის შესახებ,დიდი სურვილი გვაქვს შეძენის,გთხოვთ დაგვეხმაროთ
Elene
01 სექტემბერი 2019 01:16
Gamrjobat minda shevizino es sartyeli. 9 weli ar gvyavs shvili da vici rom es sartyeli saswaulebs axdensda sd shevidzen¹
ხათუნა პოპიაშვილი
30 მარტი 2019 09:12
გამარჯობა !მინდა შევიძინო სარტყელი.რადგან რამდენჯერაც ვრჩები ფეხმძიმედ.ყველაფერი ნორმაში მაქვს მეც და ბავშვსაც.ეხოებია თუ ანალიზები.მაგრამ როდესაც იბადებიან.ერთ კვირაში იღუპებიან.ვერანაირი დამაკმაყოფილებელი დასკვნა მომცა ექიმემა თუ რა ემართებათ.ჯამრთელ ჩვილებს .ათასი გამოკვლევა ანალიზი გამაკეთებიეს მოკლედ გავიყიდეთ მარა,სწორი დიაგნოზი დღესაც გაუგებარია.არც მე მჭირს რამე არც მეუღლეს.გვყავს პირველი შვილი14წლის ბიჭი.და ის სრულიად ჯამრთელია.მეორეს და მესამე ბიჭწბი იყვნენ ისინი ესე დაემართად.მინდა მყავდეს კიდევ პატარა და აქ მომასწავლეს ლოცვებზე იარეთო მამა გურამთანო.და თან სარტყელი უნდა ატაროთო9თვემდეო.ესაა ჩემი პრობლემა გენეტიკურად მეუგლის ბებიასაც ყავს ესე დაღუპულები და ახლა გენეტიკურს აბრალებენ ექიმები.მაგრამ ხო მყავს ერთი მას რატოარდაემართა მაშინ ესე?ექიმების აღარმჯერა ვერც ვენდობი.გთხოვთ გამომაწერიოთ სარტყელი.იქნებ გვთისმშობლის სარტყელმა და მისმა ძლიერებამ და მადლმა დაიფაროს ჩემი პატარა და მოხდეს სასწაული.მადლობა წინასწარ!

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები