არ ეშინოდა არც გაკიცხვის, არც დაცინვის, არც სიკვდილის... - ჭეშმარიტი სიყვარულის მსახური
არ ეშინოდა არც გაკიცხვის, არც დაცინვის, არც სიკვდილის... - ჭეშმარიტი სიყვარულის მსახური
დღეს მამა გაბრიელის დაბადების დღეა - მეოცე საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი სალოსისა და სულიერი მამის, ჩემი მამა გაბრიელის დაბადების დღე.

თორმეტი წლისამ აღმოაჩინა უფალი და მას შემდეგ სიყვარულისა და ერთგულების მაგალითად იქცა სიყვარულისა და ერთგულებისაგან დაცლილ საუკუნესა და საზოგადოებაში. უყვიროდა, აფხიზლებდა, ევედრებოდა, მოთქვამდა და ცრემლებით სთხოვდა უფალს, უგუნურთათვის აეხილა თვალი. ჭეშმარიტი სიყვარულით უყვარდა და იმიტომ.

არც კერპებისათვის შეუწირავს მსხვერპლი კერპებით სავსე ყოფაში. პირიქით, არც სიკვდილს შეუშინდა და უდიდესი სატანური კერპის სურათს
ცეცხლიც კი წაუკიდა. ამის გამო დასაჯეს, ფსიქიატრიულის მარწუხებიც აგემინეს, მაგრამ მაინც ვერ ათქმევინეს უარი ჭეშმარიტი ღმერთის თაყვანისცემაზე. ჭეშმარიტი სიყვარული ჰქონდა და იმიტომ.

ავტომატებით შეიარაღებულნი სვეტიცხოველიდან კვერთხით გამოყარა, როცა გაიგო, სამშობლოს დასალაშქრად  მიდიოდნენ. არ ეშინოდა არც გაკიცხვის, არც დაცინვის, არც სიკვდილის... მხოლოდ ღმერთის ეშინოდა და იმიტომ.
უფლის შიში კი სწორედ ისაა, როცა მის გარდა არავისი და არაფრისა არ გეშინია.

ის მეოცე საუკუნისა და ქრისტიანული სამყაროს ერთ-ერთი უდიდესი სალოსი და წმინდანია. ის ჩემი მამა გაბრიელია, რომელიც ყოველთვის მიდგას გვერდით, ყოველთვის მაშველებს ხელსა და ლოცვას, როცა კი მისი შეწევნა დამჭირდება.

ის ტკივილებისაგან დაღლილი საქართველოს მამა გაბრიელია, საკუთარი სამშობლოს სულიერი ჯვარისმტვირთველი და მფარველი ანგელოზი.
დღეს მამა გაბრიელის დაბადების დღეა. მისმა მადლმა დაიფაროს ჩვენი ქვეყანა და თითოეული გაჭირვებული ადამიანი.

იხილეთ ასევე: მამა გაბრიელი: "თქვენ მოესწრებით ანტიქრისტეს"


qartveli
27 აგვისტო 2016 14:00
შეგვეწიოს და გვაცხოვნოს უფალმა! უდიდესი წმინდანის მეოხება არ მოგვკლებოდეს და მისი ლოცვა-კურთხევა იყოს ჩვენი ოჯახების მფარველი
მონა ღვთისა ავთანდილი
26 აგვისტო 2016 16:16
მამაო! დაგვლოცე ყველა,ვინც 26 აგვისტოს დავიბადეთ, ზეციური საქართველოს უკიდეგანო სივრცეში, ილოცე ჩვენთვის. ამინ!
manana
26 აგვისტო 2016 15:58
წმინდა მამა გაბრიელ დაგვლოცე და დაგვიფარე,სრულიად საქართველო,მოწყალების კალტა გადაგვაფარე
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, არსებობს თუ არა დღეს საქართველოში კორუფციის პრობლემა  ხელისუფლებაში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, არსებობს თუ არა დღეს საქართველოში კორუფციის პრობლემა ხელისუფლებაში?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები