სასწაული კეფალონიაზე - ღვთისმშობლის ტაძრის უცნაური მომლოცველები
სასწაული კეფალონიაზე -  ღვთისმშობლის ტაძრის უცნაური მომლოცველები
კუნძული კეფალონია, რომელიც იონიის ზღვაში მდებარეობს, მარტო იმით არაა გამორჩეული, რომ ერთ-ერთი ყველაზე დიდი კუნძულია ამ ზღვაში. სწორედ ამ კუნძულზე, ყოვლადწმინდა ქალწულ მარიამის მიძინების დღეს, ყოველწლიურად აღესრულება სასწაული, რომელიც მნახველებს ანცვიფრებს - სოფელ მარკო პოლოში, ღვთისმშობლის მიძინების სამლოცველოში, დღესასწაულზე დასასწრებად და ხატის თაყვანის საცემად ტაძარში... შხამიანი გველები მოდიან. ხატს "გველის ღვთისმშობელს" უწოდებენ.

გადმოცემის თანახმად, იმ ადგილას, სადაც ახლა სამლოცველოა, ადრე ყოვალდწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის დედათა მონასტერი ყოფილა. ერთხელ, როდესაც სოფლის
ყველა მამაკაცი ზღვაში სათევზაოდ იყო გასული, მონაზვნებმა მეკობრეთა გემი დალანდეს და შეშინებულებმა ჩარაზეს მონასტრის ჭიშკარი, თავად კი გულმოდგინედ ევედრებოდნენ დედა ღვთისმშობლის ხატს, დაეფარა მათი ღირსება. მაგრამ ხის ალაყაფმა მეკობრეთა ძალას ვერ გაუძლო. როდესაც ისინი მონასტერში შეცვივდნენ, იქ, მონაზონთა ნაცვლად, შავი გველები დახვდათ. მოძალადეები თავზარდაცემულნი გაერიდნენ
იქაურობას.

როგორც მარკო პოლოს მცხოვრებნი ამტკიცებენ, მათ სამლოცველოში სწორედ ის ხატია დაცული, რომელსაც ასე გულმოდგინედ ევედრებოდნენ მონაზვნები მეკობრეთაგან ხსნას

და ეს ხატი პანაგია ფეტუსა გახლავთ.

ყოველი წლის მარიამობის წინა საღამოს მთებიდან ჩამოდიან შხამიანი გველები და სწორედ ამ სამლოცველოსთან იკრიბებიან, ტაძარში მორწმუნეებთან ერთად შედიან და წირვას ესწრებიან. მიუხედავად იმისა, რომ სამლოცველოში უამრავი ხატია, გველები ღვთისმშობლის ხატისაკენ მიიწევენ და მასზე გართხმულები უსმენენ ღვთისმსახურებას. რაოდენ დაუჯერებელიც არ უნდა იყოს, ეს შხამიანი გველები ამ დღესასწაულზე სრულიად უვნებელნი ხდებიან-მლოცველებს ისინი ხელში აჰყავთ, ტაძარში შესვლაში ეხმარებიან, ეთამაშებიან და ეფერებიან ხოლმე. წირვის დასრულებისთანავე გველები ჩამოცოცდებიან ღვთისმშობლის ხატიდან და კვლავ მთებს მიაშურებენ. იმ წუთებიდან მათთან შეხებას არავის ურჩევენ, რადგან მათი შხამი მომაკვდინებელია.

მარიამობას მათ დანახვას არავინ უფრთხის-ადგილობრივი თუ სტუმრად ჩასული მართლმადიდებლები სიხარულით ელიან ამ დიდი სასწაულის ხილვას. მარკოპოლოელმა ქრისტიანებმა იციან, რომ, თუკი გველები არ გამოჩნდნენ, ესე იგი, იმ წელს დიდი განსაცდელს უნდა ელოდნენ. ასე იყო 1943 წელს-მაშინ ფაშისტებმა უამრავი ადამიანი დახვრიტეს - თითო ოჯახიდან თითო კაცი; გველები არ მოდიან ეკლესიაში მაშინაც, თუკი იმ წელს გვალვა ან მიწისძვრაა მოსალოდნელი.
მკითხველის კომენტარი (18)
????
06 სექტემბერი 2018 09:45
ღმერთო ჩემო!!! როგორ დავიჯერო რა მოხდა ათეულობით წლის უკან ,როცა დღეს და აქვე ახლოს რა ხდება და როგორ ხდება,როცა ამდენი საინფორმაციო საშუალებებია იმას ვერ ვარკვევთ და სიმართლეს ვერ ვგებულობთ
მერი
28 აგვისტო 2018 18:34
მარიამ ღვთისმშობელო--გვაპატიე ცოდვები--შეგვინდე!!იდიდოს შენმა სახელმა უკუნითი უკუნისამდე ამინ!!
maka
07 სექტემბერი 2016 13:46
მამუკა გრთანხმები
12-ის საყურადრებოდ
06 სექტემბერი 2016 09:59
ტინო — იტალიის კუნძული ლიგურიის ზღვაში, ლა-სპენზიის ყურის უკიდურეს დასავლეთ ნაწილში. შედის ქალაქ პორტოვენერეს სამხრეთით მდებარე სამი კუნძულისგან შემდგარი არქიპელაგის შემადგენლობაში.
mariami
06 სექტემბერი 2016 09:57
mamuka-ს. ჩვენი პოლიტიკოსები, ლგბტ და არასამთავროები (ერთი სიტყვაა), კარგად ვიცით ვინც არიან და რას წარმოადგენენ. ეს ცნობილია, მაგრამ შენ რა ვირუსიც გჭირს, ნაღდად ვიცით რომ არასოდეს იკურნება. ეს პოლიტვირუსია. საკვირველი აქ ისაა, რომ თქვენ და თქვენისთანა პოლიტვირუსით მოწამლულ ადამიანებს, რელიგიასთან და სულიერებასთან არაფერი ესაქმება.
აკაკი
02 სექტემბერი 2016 13:27
კომენტარის ავტორს 12 მეტს უნდა უთხრა: ტინო — იტალიის კუნძულია ლიგურიის ზღვაში და არა საბერძნეთის მართლა დაგუგლე და ნახეთ.
xatuna
01 სექტემბერი 2016 20:02
didi sascaulia rogor minda mec davescro da vixilo es didi sascauleba didebca ufals xvtismshobeli mariami shegvecios kvelas
12
31 აგვისტო 2016 18:41
ეს არაა კეფალონია ესაა კუნძული ტინო
დაგუგლეთ და ნახავთ საბერძნეთის კუნძული სადაც მარიამობა 15 აგვისტოსაა და რა ხდება იქ ამ დღეს გუგლში ნახეთ
Tamila
31 აგვისტო 2016 16:29
დიდება უფალს!მხოლოდ რწმენა თუ გადაგვარჩენს და ღვთის შიში და სიყვარული თორემ გადაგვარდა ხალხი
mariami
30 აგვისტო 2016 12:38
დიდება უფალს!ღმერთო,დაგვიხსენი და დაგვიფარე ურწმუნობისგან და მცირედმორწმუნეობისგან!

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც ნებადართულს ხდის საქართველოში მარიხუანას წარმოებას ექსპორტზე გატანის მიზნით (ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებებისათვის)?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც ნებადართულს ხდის საქართველოში მარიხუანას წარმოებას ექსპორტზე გატანის მიზნით (ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებებისათვის)?
თვის კითხვადი სტატიები