თქვენ რომ იმ გოგონას შეშინებული თვალები გენახათ... - უთავმოყვარეო ქვეყნის შვილები
თქვენ რომ იმ გოგონას შეშინებული თვალები გენახათ... - უთავმოყვარეო ქვეყნის შვილები
სახელმწიფოს, რომელიც არ ზრუნავს იმაზე, რომ მისმა მოსახლეობამ იცოდეს სახელმწიფო ენა, არ უყვარს თავისი მოქალაქეები

ცოტა ხნის წინ სამშობიაროში ისეთ სცენას შევესწარი, გაოგნებული დავრჩი: პედიატრი ჟესტებით ცდილობდა აეხსნა დედისათვის, როგორ უნდა ეკვება ბავშვი. მეგონა, გოგონა ყრუ-მუნჯი იყო და სიბრალულით ამევსო გული, მაგრამ სიბრალული მალე აღშფოთებამ შეცვალა: მელოგინე 19 წლის გოგონა აღმოჩნდა, მეთორმეტეკლასელი, ეროვნებით აზერბაიჯანელი, მარნეულის ერთ-ერთი სოფლიდან. ჟესტების ენა კი სამედიცინო დიაგნოზის გამო კი არ სჭირდებოდა, არამედ სრულიად "უბრალო" მიზეზის
გამო - მასთან ურთიერთობისათვის - ახალგაზრდა დედიკოს, აზერბაიჯანულის გარდა, სხვა ენა არ ესმოდა - არც ქართული, არც რუსული და არც ინგლისური
.

რუსულისა და ინგლისურის არ ცოდნა ნამდვილად არ აღმაშფოთებდა. ისიც აბსოლუტურად სხვა პრობლემაა, რომ ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლემ გადაიტანა მშობიარობის ჯოჯოხეთური ტკივილები. ამ პრობლემას საკუთარი
სახელმწიფო ენის უგულებელყოფა და უცოდინარობა ჰქვია.

ყველამ კარგად ვიცით, რომ ეს მხოლოდ მარნეულის მიმდებარე რაიონებისა და სოფლების პრობლემა არ არის. ასეთი რეგიონი თუ მოქალაქე კიდევ ბევრია ჩვენს ქვეყანაში. ისიც ყველამ ვიცით, თუ როდის და რატომ შეიქმნა საქართველოს მიწაზე სხვა ეროვნებათა კომპაქტური დასახლებები. რატომ აღვივებდნენ ექსტრემიზმს ყველა შესაძლო ხერხით და რატომ არ ცდილობდნენ, რომ მათ საქართველოს მოქალაქეებად ეგრძნოთ თავი - ეს შენელებული მოქმედების ბომბები იყო, რომლითაც დამპყრობელი საქართველოს მართვას ცდილობდა. მაგრამ იმ ავადსახსენებელი პერიოდის შემდეგ საკმაოდ დიდი დრო გავიდა იმისათვის, რომ ჩვენ, დღევანდელ ქართველებს, შეგვეგნო და დაგვენახა საფრთხე და ყველანაირად გვეცადა, სხვა ეროვნების მოსახლეობა ჩვენი სახელმწიფოს ნაწილად გვექცია, ამ სიტყვის ნამდვილი გაგებით.

მაგრამ დავანებოთ საფრთხეზე საუბარს თავი. არც ის გავითვალისწინოთ, რამხელა პრობლემებს უქმნის მოქალაქეს იმ ქვეყნის ენის არცოდნა, სადაც ცხოვრობს - თქვენ რომ იმ გოგონას შეშინებული თვალები გენახათ, ამას მაშინვე მიხვდებოდით - არ ესმოდა, რას ითხოვდნენ მისგან, რა უნდოდათ, რას ეუბნებოდნენ. თქვენ იქ მყოფი ექიმებისთვვის უნდა შეგეხედათ, რომ ეს გეგრძნოთ - ვერ აგებინებდნენ, რომელი წამალი როდის უნდა დაელია, ბავშვისათვის რა უნდა გაეკეთებინა, როგორ უნდა ეჭმია. ამიტომაც, საწყალი ბავშვი შიმშილისაგან რომ ატირდა, გაიყვანეს და ხელოვნური საკვები მისცეს. და რამხელა იყო მათი სიხარული, როდესაც მელოგინესთან მისი ნათესავი მოვიდა სანახავად, ქართულის მცოდნე. მან აგვიხსნა: მე ბოლნისელი ვარ. ბოლნისში ყველამ კარგად ვიცით ქართული. აი, ამათ სოფელში კი არავინ ლაპარაკობს ქართულადო. ამ სცენას რომ ვუყურებდი, მივხვდი - სახელმწიფოს, რომელიც არ ზრუნავს იმაზე, რომ მისმა მოსახლეობამ იცოდეს სახელმწიფო ენა, არ უყვარს თავისი მოქალაქეები.

ყველამ ვიცით, რომ უკვე წლებია, მოქმედებს პროგრამა, რომლის ფარგლებშიც ქართული ენის მასწავლებლები მიდიან ასეთ პრობლემურ რაიონებში და მართლაც გმირულად ასრულებენ საკუთარ მოვალეობას. მაგრამ ფაქტია: არსებობს ქართული ენის არმცოდნე მთელი სოფლები და არა ერთეული ადამიანები. ეს პრობლემა სახელმწიფოებრივ დონეზე რომ იდგეს, მისი გადაჭრისათვის ბრძოლის მასშტაბიც სულ სხვა იქნებოდა, მასშტაბიცა და შედეგიც.

ნუთუ არ შეიძლება, სკოლის დამთავრებისას ყველასათვის სავალდებულო იყოს ქართული ენის გამოცდის ჩაბარება?

რაც ჩვენთან ხდება, ეს უკვე არც დემოკრატიაა და არც ტოლერანტობა. ეს უკვე უგუნურება და სიბრიყვეა. რატომ ვართ რომის პაპზე უფრო კათოლიკეები? როცა დემოკრატიის შუქურა ქვეყნებში მოქალაქეობას ვერ მიიღებს ვერავინ, თუკი არ იცის სახელმწიფო ენა, მაშინ რატომ არ არის მსგავსი მიდგომა ჩვენთან - ქვეყანაში, სადაც სხვა ეროვნების მოსახლეობის ადაპტაცია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის არსებობისათვის?

სახელმწიფოსათვის სახელმწიფოებრივი ატრიბუტიკის დაცვა და პატივისცემა ამ სახელმწიფოს თავმოყვარეობისა და ღირსების საკითხია. პირადად ჩემთვის, როგორც ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლისათვის, ქართული ენის დაკნინება და შეურაცხყოფა საქართველოს სახელმწიფო დროშის შეურაცხყოფისა და ფეხით გათელვის ტოლფასია. მაშინ, როდესაც ქვეყნის მოსახლეობის რამდენიმე პროცენტი არ ფლობს და არც თვლის საჭიროდ, ისწავლოს სახელმწიფო ენა, ეს უკვე თავად ქვეყნის უთავმოყვარეობის მაჩვენებელია.
მკითხველის კომენტარი (38)
Irakli
25 ოქტომბერი 2016 12:17
იცით რა? თუ ცხოვრობენ საქართველოში კეთილი ინებონ და ისწავლონ ქართული არც ერთი ქართველი ვალდებული არაა იმათი ენა იცოდეს ვინც ჩამოსულია. თუარადა ვინ აიძულა ჩამოსვლა? დარჩენილიყვნენ თავიანთ ქვეყნებში. ერთხელ გარდაბანში ათ კაცს მაონც ვკითხე ქართულად რაღაც და ვერავის გავაგებინე
irakli
25 ოქტომბერი 2016 03:22
მარნეულში ვცხოვრობ და სადაც არ უნდა მიხვიდე სამუშაოს დასაწყებათ ხოო ყველგან გთხოვენ რომ აზერბაიჯანული ენა სავალდებულია თუ არ იცი არ აგიყვანენ.ფუ ჩვენი მთავრობის სირცხვილია ფეხებზე რომ კიდიათ.უნდა შემოიღონ კანონი რომ ვუნც ქართულ ენას არ ისწავლის გაადეპორტონ.ეხლა გერმანიაში ვარ და აქ ენა თუ არ იცი არ გაჩერებენ.1 ან 2 წელი გიყურრბენ არ ისწავლი ენას და გაგაბუნძუყებენ.აი ეგრე უნდა მაგთ.უსინდისოები.აქეთ მავალდებულებდნენ აზერბაიჯსნული რწტომ არ იციო მე უნდა ვისწავლო თუ მაგ უნამუსოებმა. უძვრებიან აზერებს.ბახავთ ცოტახანში მარნეულს ბაქოს რომ მიუერთებებ.
ნიტა
24 ოქტომბერი 2016 18:46
ქეთევანი-ს
რას ჰქვია არ აძალებს, ყოფილხართ რომელიმე ევროპულ ქვეყნაში? - წარმოუდგენელია იქ დაბადებულმა და გაზრდილმა ადამიანმა სახელმწიფო ენა არ იცოდეს, მაგალითად, ერთ-ერთ ყველაზე დემოკრატიულ სახელმწიფოში - შვედეთში, ის ჩასული ადმიანი ცხოვრების უფლებას ვერ მიიღებს თუ სახელმწიფო ენაში არ ჩააბარა გამოცდა. მას არ სთხოვენ სიღმისეულ ცოდნას, მაგრამ ენის ფლობის ელემენტარული უნარ-თვისება უნდა ჰქონდეს.
n.m.
24 ოქტომბერი 2016 17:13
ძალიან ბევრი რამ კეთდება ამ ბოლო დროს ამ მიმართულებით და ამის დაუნახაობა არ შეიძლება. გასაკეთებელი, რა თქმა უნდა, კიდევ ბევრია. მაგრამ ვთქვათ: 1. ამოქმედდა სპეციალური პროგრამა"ასწავლე და ისწავლე საქართველოსთვის", 2. უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხვის შემდეგ ყველა არაქართულენოვანი სტუდენტი გადის ერთწლიან სპეციალურ მომხადებას ქართულ ენაში. შედეგს ალბათ მალე ვნახავთ. მთავარი კი ის გახლავთ, რომ არაქართული მოსახლეობის ერთ ნაწილს, განსაკუთრებით, გოგონებს, არა აქვთ ენის შესწავლის არანაირი მოტივაცია _ სკოლის დამთავრებამდე თხოვდებიან იქვე, სოფელში, არა აქვთ კომუნიკაცია თანასოფლელების გარდა (უფრო სწორად- ოჯახის წევრების გარდა) არავითან და შედეგიც სახეზეა. აქ მარტო ენის შესწავლის პრობლემა არ არის. ამ პრობლემებს უფრო სოციალური ხასიათი აქვს.
ბარბარე
24 ოქტომბერი 2016 15:51
მეც შევსწრებივარ მსგავს პრობლემას-არაერთხელ .ახალქალქში ვცხოვრობ და თბილისის ერთ-ერთმა კარგმა კლინიკამ თავისი ფილიალი გახსნა,მიაწყდა ხალხი და იტარებენ გამოკვლევას.კრდიოლოგთან ქალბატონი იყო მოკლედ ჩივილები მოახსენა ექიმს საცოდაობით
emigranti
24 ოქტომბერი 2016 13:41
ყოჩაღსტატიის ავტორს,ეს პრობლემა არ ახალია,სახელმწიფომ უნდა გადაჭრას ეს პრობლემა.
koro
24 ოქტომბერი 2016 13:35
Dmanisis sopelia irganchsi 100% etnikurad azerbaijanistvis samartvelos mokalake cxovrob erti sityvac arician qartuli,bavshvebs ascavlida skolashi, magram gamarjoba da rogoraxars meti verapers scavloben.ician savsldebulo ar ariso da arc ainteresebs. Unda sheicvala es midgoma da kanomdeblobis doneze vsldebuli unda iyos yvela movides im saxelmcipos ena romlis moqalaqec aris..

atina
24 ოქტომბერი 2016 13:15
ასეთი ქალები ძირითადად აზერბაიჯანიდან გამოთხოვილები არიან საქართველოში მარნეულელ აზერებზე!მათ არ იციან ქართული,ვინაიდან გაიზარდნენ და ცხოვრობდნენ აზერბაიჯანში.მე მყავს ასეთი მეზობელი,აზერბაიჯანელი გოგო რომელიც გათხოვდა თბილისში მცხოვრებ აზერბაიჯანელზე და ახლა ცოტა ესმის კიდეც ქართული,არც რუსული არ იცის.
lali
24 ოქტომბერი 2016 13:15
სრულიად ვეთანხმები.საქართველოში მცხოვრები ყველა ეროვნების ადამიანისთვის სავალდებულო უნდა იყოს ქართულის ცოდნა!ეხლა არ დაიწყოთ ეს დისკრიმინაციაო და ასე შემდეგ,ყველაზე ცუდია როცა დემოკრატიის სახელით უაზრობების შენიღბვა ხდება!
ქეთევან-ს, რიგითი ექიმისგან
24 ოქტომბერი 2016 13:02
იმდენად გაუგებარი და უადგილოა თქვენი საყვედური სტატიის დაწერაზე ("უთავმოყვარეობა"?!), რომ აშკარად ვერაა თქვენი "გამოსვლა" ჯანსაღი. ცუდი სიმპტომია და იმედია, კიდევ ა(ღა_რ შეწუხდებით... P.S. წერილი, უდავოდ აქტუალურია და კარგადაა დაწერილი. მადლობა ავტორს.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები