თქვენ რომ იმ გოგონას შეშინებული თვალები გენახათ... - უთავმოყვარეო ქვეყნის შვილები
თქვენ რომ იმ გოგონას შეშინებული თვალები გენახათ... - უთავმოყვარეო ქვეყნის შვილები
სახელმწიფოს, რომელიც არ ზრუნავს იმაზე, რომ მისმა მოსახლეობამ იცოდეს სახელმწიფო ენა, არ უყვარს თავისი მოქალაქეები

ცოტა ხნის წინ სამშობიაროში ისეთ სცენას შევესწარი, გაოგნებული დავრჩი: პედიატრი ჟესტებით ცდილობდა აეხსნა დედისათვის, როგორ უნდა ეკვება ბავშვი. მეგონა, გოგონა ყრუ-მუნჯი იყო და სიბრალულით ამევსო გული, მაგრამ სიბრალული მალე აღშფოთებამ შეცვალა: მელოგინე 19 წლის გოგონა აღმოჩნდა, მეთორმეტეკლასელი, ეროვნებით აზერბაიჯანელი, მარნეულის ერთ-ერთი სოფლიდან. ჟესტების ენა კი სამედიცინო დიაგნოზის გამო კი არ სჭირდებოდა, არამედ სრულიად "უბრალო" მიზეზის
გამო - მასთან ურთიერთობისათვის - ახალგაზრდა დედიკოს, აზერბაიჯანულის გარდა, სხვა ენა არ ესმოდა - არც ქართული, არც რუსული და არც ინგლისური
.

რუსულისა და ინგლისურის არ ცოდნა ნამდვილად არ აღმაშფოთებდა. ისიც აბსოლუტურად სხვა პრობლემაა, რომ ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლემ გადაიტანა მშობიარობის ჯოჯოხეთური ტკივილები. ამ პრობლემას საკუთარი
სახელმწიფო ენის უგულებელყოფა და უცოდინარობა ჰქვია.

ყველამ კარგად ვიცით, რომ ეს მხოლოდ მარნეულის მიმდებარე რაიონებისა და სოფლების პრობლემა არ არის. ასეთი რეგიონი თუ მოქალაქე კიდევ ბევრია ჩვენს ქვეყანაში. ისიც ყველამ ვიცით, თუ როდის და რატომ შეიქმნა საქართველოს მიწაზე სხვა ეროვნებათა კომპაქტური დასახლებები. რატომ აღვივებდნენ ექსტრემიზმს ყველა შესაძლო ხერხით და რატომ არ ცდილობდნენ, რომ მათ საქართველოს მოქალაქეებად ეგრძნოთ თავი - ეს შენელებული მოქმედების ბომბები იყო, რომლითაც დამპყრობელი საქართველოს მართვას ცდილობდა. მაგრამ იმ ავადსახსენებელი პერიოდის შემდეგ საკმაოდ დიდი დრო გავიდა იმისათვის, რომ ჩვენ, დღევანდელ ქართველებს, შეგვეგნო და დაგვენახა საფრთხე და ყველანაირად გვეცადა, სხვა ეროვნების მოსახლეობა ჩვენი სახელმწიფოს ნაწილად გვექცია, ამ სიტყვის ნამდვილი გაგებით.

მაგრამ დავანებოთ საფრთხეზე საუბარს თავი. არც ის გავითვალისწინოთ, რამხელა პრობლემებს უქმნის მოქალაქეს იმ ქვეყნის ენის არცოდნა, სადაც ცხოვრობს - თქვენ რომ იმ გოგონას შეშინებული თვალები გენახათ, ამას მაშინვე მიხვდებოდით - არ ესმოდა, რას ითხოვდნენ მისგან, რა უნდოდათ, რას ეუბნებოდნენ. თქვენ იქ მყოფი ექიმებისთვვის უნდა შეგეხედათ, რომ ეს გეგრძნოთ - ვერ აგებინებდნენ, რომელი წამალი როდის უნდა დაელია, ბავშვისათვის რა უნდა გაეკეთებინა, როგორ უნდა ეჭმია. ამიტომაც, საწყალი ბავშვი შიმშილისაგან რომ ატირდა, გაიყვანეს და ხელოვნური საკვები მისცეს. და რამხელა იყო მათი სიხარული, როდესაც მელოგინესთან მისი ნათესავი მოვიდა სანახავად, ქართულის მცოდნე. მან აგვიხსნა: მე ბოლნისელი ვარ. ბოლნისში ყველამ კარგად ვიცით ქართული. აი, ამათ სოფელში კი არავინ ლაპარაკობს ქართულადო. ამ სცენას რომ ვუყურებდი, მივხვდი - სახელმწიფოს, რომელიც არ ზრუნავს იმაზე, რომ მისმა მოსახლეობამ იცოდეს სახელმწიფო ენა, არ უყვარს თავისი მოქალაქეები.

ყველამ ვიცით, რომ უკვე წლებია, მოქმედებს პროგრამა, რომლის ფარგლებშიც ქართული ენის მასწავლებლები მიდიან ასეთ პრობლემურ რაიონებში და მართლაც გმირულად ასრულებენ საკუთარ მოვალეობას. მაგრამ ფაქტია: არსებობს ქართული ენის არმცოდნე მთელი სოფლები და არა ერთეული ადამიანები. ეს პრობლემა სახელმწიფოებრივ დონეზე რომ იდგეს, მისი გადაჭრისათვის ბრძოლის მასშტაბიც სულ სხვა იქნებოდა, მასშტაბიცა და შედეგიც.

ნუთუ არ შეიძლება, სკოლის დამთავრებისას ყველასათვის სავალდებულო იყოს ქართული ენის გამოცდის ჩაბარება?

რაც ჩვენთან ხდება, ეს უკვე არც დემოკრატიაა და არც ტოლერანტობა. ეს უკვე უგუნურება და სიბრიყვეა. რატომ ვართ რომის პაპზე უფრო კათოლიკეები? როცა დემოკრატიის შუქურა ქვეყნებში მოქალაქეობას ვერ მიიღებს ვერავინ, თუკი არ იცის სახელმწიფო ენა, მაშინ რატომ არ არის მსგავსი მიდგომა ჩვენთან - ქვეყანაში, სადაც სხვა ეროვნების მოსახლეობის ადაპტაცია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის არსებობისათვის?

სახელმწიფოსათვის სახელმწიფოებრივი ატრიბუტიკის დაცვა და პატივისცემა ამ სახელმწიფოს თავმოყვარეობისა და ღირსების საკითხია. პირადად ჩემთვის, როგორც ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლისათვის, ქართული ენის დაკნინება და შეურაცხყოფა საქართველოს სახელმწიფო დროშის შეურაცხყოფისა და ფეხით გათელვის ტოლფასია. მაშინ, როდესაც ქვეყნის მოსახლეობის რამდენიმე პროცენტი არ ფლობს და არც თვლის საჭიროდ, ისწავლოს სახელმწიფო ენა, ეს უკვე თავად ქვეყნის უთავმოყვარეობის მაჩვენებელია.
მკითხველის კომენტარი (38)
გავაზელი
24 ოქტომბერი 2016 12:55
ვეთანხმები თვითოეულ სიტყვას!
რეალობა
24 ოქტომბერი 2016 12:52
საფრანგეთში უმდა ფრანგულად ელეპარაკო არავითარი ინგლისური!!!! ინგლისში ინდლისურად უნდა ილაპარაკო არავითარი ფრანგული!!!


ბოოსდა ბოლოს მიხვდით რომ საქართველოში უნდა ილაპარაკოთ ქართულააად!!! და საერთოდაააც პატივი ეცით იმ ქვეყანას სადაც ჩადიხართ
ხატია
24 ოქტომბერი 2016 12:44
მტკივნეული თემაა.მგონი უკვე ვიმკით შედეგებს..აი ქალბატონ ქეთევანს მინდა მივმართო.აღშფოთებული რომაა ამ სტატიით.საზღვარგარეთ წასვლა სხვა საქმეა,შე დალოცვილო და საქართველოში მცხოვრებმა,დაბადებულ-აღზრდილმა კი უნდა იცოდეს ქართული,თან აუცილებლად.თქვენ იმას ამბობთ,რომ მარნეულისთვის საქართველო საზღვარგარეთია?
ისე საზღვარგარეთაც რომ მიდიხარ სამუშაოდ,იქაც უნდა უსწავლო ენა,უბრალოდ თავმოყვარეობის საკითხიცაა და ელემენტარული კომუნიკაციისაც.
სახელმწიფოს მიზანმიმართულად არ სცალია ამ საქმეებისთვის.ხალხს კი ძინავს ყრუ ძილით.
კახი
24 ოქტომბერი 2016 12:44
ქოცებს და ნაცებს არ აინტერესებთ რა ენაზე ილაპარაკებს არაქართველი მოსახლეობა, მათთვის მთავარია ძალაუფლება. დიდი პრემიები და პრივილეგიები. ეს არის ქოც–ნაცების მთავარი მიზანი.
მარინა
24 ოქტომბერი 2016 12:31
ახლაც ასე გრძელდება ნაციონალების ხელშეწყობით...
dina
24 ოქტომბერი 2016 12:21
იგივე ხდება უმაღლეს სასწავლებლებში,ქართული არ იციან,რუსული არ იციან,მაინტერესებს დიპლომს როგორ აძლევენ.არც აინტერესებთ,ფულს ხომ იხდიან და იმის იქით არ აინტერესებთ. კანონით უნდა განისაზღვროს ქართული ენის ცოდნა,სტუდენტია თუ მემწვანილე
ქეთევანი
24 ოქტომბერი 2016 12:12
უთავმოყვარეობა ასეთი სტატიის დაწერაა!სადმე თუ გეგულებათ ისეთი ქვეყანა,სადაც ვინმე ასეთ სტატიას დაწერს?საზღვარგარეთ რომ მიდიან,ვინმე აძალებს ენის შესწავლას?თვითონ უნდა ხვდებოდნენ,რომ ისწავლონ ენა,ხელშეწყობაც ძალიან კარგი აქ
devi
24 ოქტომბერი 2016 11:51
დაგვიანებულიც არის, მაგრამ ახალმა პარლამენტმა პირველ რიგში კონსტიტუციაში ამ საკითხის დარეგულირება უნდა მოხდინოს.
marika
24 ოქტომბერი 2016 11:38
ქართული ენა რომ სახელმწიფო ენაა არსად ჩანს. ამაზე სახელმწიფომ თუ არ იზრუნა არაფერი არ გამოვა. ხომ არის რაღაც რაც სახელმწიფომ უნდა გააკეთოს-ეს სწორედ ის შემთხვევაა. სამხრეთ საქართველოს უმეტესმა ნაწილმა ქართული საერთოდ არც კი იცის.
მერაბი
24 ოქტომბერი 2016 11:37
ჩემი აზრით ტერიტორიულ მთლიანობაზე არანაკლებად მტკინვეული და სახიფათო პრობლემაა ქვეყნის მოსახლეობის ნაწილის მიერ სახელმწიფო ენის უცოდინარობა. ეს მათი მხრიდან ჩვენს სახელმწიფობრიობაზე მიფურთხებაა და რას უყურებს ხელისუფლება უკვე 25 წელია ვერ გამიგია. როცა ნებით არ ხდება ენის შესწავლა ალბათ ურიგო არ იქნება იძულების წესის გამოყენება - 50 წლამდე მოქალაქე, რომელიც არ ფლობს სახელმწიფო ენას ელემენტარულ, საყოფაცხოვრებო დონეზე უნდა გაფრთხილდეს ოფიციალურად, რომ ის თავის დროზე ვერ მიიღებს სახელმწიფო პენსიას და სახელმწიფო დაზღვევას და ა.შ სახელმწიფო დახმარებებს. უფრო ახალგაზრდებს კი გარკვეული დროის ვთქვათ ხუთი წლის შემდეგ ჩამოერთმევათ მოქალაქეობა აქედან გამომდინარე შედეგებით. კარგად მახსოვს ქართველების მიდგომა უსაფრთხოების ღვედებთან დაკავშირებით, მაგრამ მიშას იძულებამ ყველა გაგვხადა კანონმორჩილი და ახლა ჩვეულებაში გადაგვივიდა ღვედის გაკეთება. მახსოვს დამოუკიდებლობის გამოცხადებისთანავე რამდენი ქართული ენის შემსწავლელი კურსები და ჯგუფები გაიხსნა ჩვენთან ბათუმში და საკმაოდ მოკლე ხანში რუსები, სომხები და სხვა რუსულენოვანი მოსახლეობა ალაპარაკდა საყოფაცხოვრებო ქართული ენით. ასე რომ დაგვიანებით, მაგრამ დროა დაიწყოს სახელმწიფომ ქმედება საკუთარი წესების დასამკვიდრებლად არა რეპრესიულუ, არამედ ,,რბილი,, იძულების წესების გამოყენებით. თუ ვინმეს აინტერებს ,,რბილი იძულება,, ნახოს ათათურქის მიერ თურქი ქალებისთვის სახელმწიფო სამსახურებში და საზოგადოებრივ ადგილებში ხიჯაბის ტარების აკრძალვა.
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები