ზღვით მოსული ხატი
ზღვით მოსული ხატი
წმინდა დიდმოწამე გიორგის განსაკუთრებულ პატივს მიაგებენ საქართველოში. ნოემბრის თვესაც გიორგობისთვე უწოდეს ჩვენმა წინაპრებმა. ამიტომაც მკითხველისათვის საინტერესო იქნება შეიტყოს წმინდა გიორგის კიდევ ერთი სასწაულმოქმედი ხატის შესახებ, რომელიც ათონის მთაზე თავად მივიდა... ზღვით.

ათონის მთაზე არავის უკვირს სასწაულები, რადგან ეს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის რჩეული ადგილია და აქ მოღვაწენი ყოველწუთიერად შეიგრძნობენ ზეციური დედოფლის მოწყალებასა და თანადგომას. აქ, თითქოს, ერთად უგალობს უფალს მიწიერი და ზეციური სამყარო და ყოველივე და ყოველი თავად სამყაროს შემოქმედს ემსახურება.

ზოგრაფის
მონასტერი ათონის მთაზე მდებარეობს. თავად სახელწოდება "ზოგრაფი" ხატმწერს ნიშნავს და ეს სახელი წმინდა გიორგის ხატის გამო ეწოდა, რომელიც სასწაულებრივად გამოისახა ხატის დასაწერად გამზადებულ დაფაზე. მაგრამ ამ მონასტერში არის წმინდა გიორგის კიდევ ერთი სასწაულმოქმედი ხატი, რომელიც ზღვით მიბრძანდა ათონის მთაზე და თავის სამყოფელად თავადვე აირჩია ზოგრაფის
მონასტერი.

მონასტრის მატიანეში მოთხრობილია, რომ ეს ხატი თავად მივიდა მთაზე არაბეთიდან. ბერებმა იგი ვატოპედის მონასტრის ახლოს, ზღვის ნაპირას, იპოვეს. ყველა მონასტრიდან მოაშურეს ბერ-მონაზვნებმა ამ სასწაულის სანახავად და ყველა საკუთარ მონასტერში ითხოვდა მისთვის ადგილის მიჩენას. თუმცა ვატოპედის ბერები ამბობდნენ, ხატი ჩვენ მახლობლად ვიპოვეთ და, ამიტომ, აქვე უნდა დარჩესო. გადაწყვიტეს, წილი ეყარათ და ამგვარად გაერკვიათ თავად ხატის სურვილი და ნება. ამიტომაც გადაწყვიტეს, ხატი ახალგაზრდა, გაუხედნავი ჯორისათვის აეკიდებინათ, რომელსაც არ ეცოდინებოდა ათონის მთის გზები და ბილიკები, და თავის ნებაზე მიეშვათ. ასეც მოიქცნენ - ჯორისათვის მეგზური არ გაუყოლებიათ, მაგრამ თავად კი უკან მიჰყვნენ. ჯორი მშვიდი ნაბიჯებით დაადგა გზას - დიდხანს, დიდხანს იარა, უღრან ტყეშიც არ დაბნეულა და გზა არ არევია; არც მაღალ მთაზე გადასვლისას დაღლილა და შეჩერებულა. იარა და პირდაპირ ზოგრაფის მონასტერს მიადგა და მის საპირისპირო მხარეს, გორაკზე, გაჩერდა. და ყველა მიხვდა, რომ დიდმოწამეს სურდა, მისი ხატი ზოგრაფში დაბრძანებულიყო. როგორი იქნებოდა ზოგრაფის მონასტერში მოღვაწე მამების სიხარული - მათ სასწაულებრივად მოვლენილი ძვირფასი ხატი მონასტრის მთავარ ტაძარში, მარცხენა მხარეს, დააბრძანეს. ჯორი კი მაშინვე უსულოდ დაეცა ძირს, როგორც კი ზურგიდან ხატი მოხსნეს.

ზოგრაფის მონასტრის ახლოს, მონასტრიდან 15 წუთის სავალზე, დღესაცაა სენაკი მცირე ზომის ეკლესიით, რომელიც ბერებმა წმინდა გიორგის ხატის ამ სასწაულებრივი მოვლინების პატივსაცემად ააშენეს.

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
აპირებთ თუ არა არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობის მიღებას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!..
აპირებთ თუ არა არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობის მიღებას?
დღის კითხვადი სტატიები
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები