წიგნები?.. ძველი?.... გადასაგდები?... - კვირის პალიტრა

წიგნები?.. ძველი?.... გადასაგდები?...

გუშინ ისევ არეულობა და უთანხმოება იყო სახლში...

მიზეზი -  ძველი წიგნები,  მამას უამრავი ნერვოპათოლოგია, დედას პედიატრია, ჩემი სახელმძღვანელოები, ფურცელგაცრეცილი საბავშვო წიგნები და კიდევ უამრავი რამ...

მე რაღაცები მენანება. მენანება გადასაგდებად, რა ვქნა?...

ჩემები იბრძვიან, აღარ უნდათ ამდენი სიძველე და მტვრის ბუდე, აღარ!

წაიღე სადმე, ვინმეს მიეცი, რა ხდება ეს მაკულატურის ჩასაბარებელი, რომ იყო სულ გაქრა? – მეჩხუბება ჩემი შვილი... თან ჩემ მწვანეობასაც, მახსენებს და დიდიხნის წინანდელ ამბავს.... თვითონ, რომ პატარა იყო და მეხმარებოდა “მუშთაიდის“ დალაგებაში... ზუსტად  21 წლის წინ... როდესაც პირველად ავღნიშნეთ საქართველოში ეს დღე. . .

22 აპრილი  - დედამიწის დღეა!

პირველად ეს დღე 1970 ამერიკაში აღნიშნეს და მერე საერთაშორისო სტატუსიც მიენიჭა.... ახლა მთელი მსოფლიო აღნიშნავს ამ დღეს... სხვადასხვა პრიორიტეტები, ბევრი აქტოვობა და ერთერთი ყველაზე მთავარი, ნარჩენების გამუშავება... ოი, როგორ მიჭირს წიგნს “ნარჩენი” დავარქვა... მაგრამ ყველაფერი, ძველდება... სამწუხაროდ....

ჩემი სახლში კი რია-რია გრძელდება...

ჭკუას მასწავლის ჩემი შვილი – დაგავიწყდა, რამდენი ხე იჭრება ამისთვის?

და უცებ პოულობს ამ არეულობაში პასუხს - 1 ტონა ქაღალდისთვის 17 ხე უნდა მოიჭრებას და აქედან 3 - 4 ახალი წიგნიც დაიბეჭდება ან სხვა ქაღალდის რამეც გამოვა, გაიგე?...  გავიგე, ვიცი! მაგრამ ახლა რა ვუყო ამდენ გადმოყრილ წიგნს? სად წავიღო?... ჩემ დაბნეულობას, საფიქრალს ამატებს, თან იმპერატივით და აზოგადებს – მიფიქრეთ რამე! ამდენი წიგნებს უშვებთ და ძველსაც უპატრონეთ, რა მოხდება?...

ჰო, ეს ჩვენი დიდი ხნის ფიქრია...

ჩემთვის  კი ყველაზე მტკივნეულიც და მართლა ძალინ დიდი ხნის - პირველი გასაფერადებელი წიგნი სწორედ ქაღალდის გადამუშავებაზე გავაკეთე... ერთი ცალიც კი არ შემომრჩა... წიგნი არ დამრჩა, დარდი კი!... ამიტომ ცოტათი დარცხვენილი ვუსმენ ჩემ შვილს, ძველი წიგნების გარემოცვაში...

უშვებთ ამ ახალ წიგნებს - ძალიან კარგი, მაგრამ სად წავიღოთ ეს ამდენი უაზრო ძველი ტომები, მე ხომ განსაკუთრებულებს არ ვეხები? (ამისთვის მადლობა). . .  ისე იცოდე, ჩემი მეგობრებიც ამ დღეში არიან, გადასაყრელია ეს!....  დაუნდობელია...  შვილებს ეს ეხერხებათ...

ახლა მე უნდა გავბრაზდე, თორემ ეს არ გათავდება...

-კარგი მოვრჩეთ! ამას შევინახავ, რადგან უკვე ვფიქრობთ – ნიშნისმოგებით ვუბრუნებ...

გელოდებით – მაინც, ირონიით დატოვა ბოლო სიტყვა...

დაგველოდეთ, ჩვენ უკვე, არა მარტო ვფიქრობთ... სულ მალე გეტყვით, როგორ ვაქციოთ ძველი წიგნები ახლად.. ცოტა ხნით კიდევ გაუძელით, გადასაგდებად გამეტებულ წიგნებს და ნახავთ რა კარგ რამეს გიმზადებთ. . .

სულ მალე. . .