ზღაპარი, ისე როგორც უნდა იყოს - კარგიც და ცუდიც... - კვირის პალიტრა

ზღაპარი, ისე როგორც უნდა იყოს - კარგიც და ცუდიც...

რამდენი ხანია არაფერი დამიწერია... დამტვრეული ვარ და აბა რა იქნება....

რა მნიშვნელოვანი ყოფილა მარცხენა ხელი...   უნდა მომტეხოდა, თაბაშირში ჩაედოთ,  რომ ამას მივმხდარიყავი... (ყველაფერი უნდა გაიგო (:

მარჯვენათი ვაკაკუნებ,  წამების ტოლფასია.... თან ნეკნებიც მტკივა.... მაგრამ ეს, რომ დავივიწყო... ბოლოსთვის გადავდებ...  არ მიყვარს ცუდზე დაფიქსირება, ჰო და ასე დავიწყოთ... ზღაპრებზე ვგიჟდები და თუ გინდა წარმოიდგინოთ რა არის ზღაპარი...

შრილანკა ნამდვილი ზღაპარია...

ეს ტკივილებიც იქაურია მაგრამ, ზღაპარი ამის გარეშეც   რა ზღაპარია... ამიტომ ნელ-ნელა მოვყვები, ეს ბოლოსკენ არის ისედაც...

ჰო და ზღაპარ იყო...

შრილანკა - ულამაზესი ბუნება, რაღაც სხვანაირი ათასფერი ყვავილები, საოცარი ხილი, კეთილგანწყობილი ხალხი, სანელებლების ბაღები, ჩაის დიდი არჩევანი, აურვედას ჯადოსნური სამკურნალო ცენტრები, ბუდიდტური სალოცავები, ეგზოტიკური ცხოველები, რომელიც არ გერჩიან, ულამაზესი სასტუმროები  და რაც მთავარია სითბო და ოკეანე...

კუნძული მაინც სხვა რამეა, თან კუნძული რომელზეც სულ თბილა, სულ 28-32 გრადუსია.... ამ ზღაპარში მოხვედრაც არ არის რთული სულ 3-ოდ საათი დუბაიმდე და ისევ  FLY DUBAI  - 3 საათში შრილანკაზე გაგაჩენს... ფერები და  ოკეანის გრიალი გადაგყლაპავს და მერე ვერც ფოტოაპარატს მოიცილებ... იმდენი სხვადასხვაგვარი სიმწვანეა,  იმდენი ფერი და უცნაურობა, რომ თავი ზღაპარში გგონია... ხალხიც გეხმარება ამაში - ძალინ კეთილი ღიმილით, მართლა ძალინ თეთრი კბილებით, ლამაზი, პრიალა შავი თმით, და წვრილძვალა, მოქნილები...

ბავშვები ბუმბულებივით არიან, ძალინ მსუბუქები და უზარმაზარი შავი თვალებით... სხვანაირად აცვიათ სარი, ისტორიულად მატრიარქატი იყო დიდხანს, ამიტომ ქალები რაგაცნაირად ქედმაღლები არიან და თავისუფლად ღიმილიანები, სხვის თანხმობას არ ელინ - შემოგცინონ თუ არა!

ბუდიზმი და ძალინ ლამაზი ბუდუსტური ტაძრები... ეს კი არა სადღაც კუნძულზეც კი ვიყავით, განდეგილების სალოცავში... მდინარეები, ლაგუნები... გადახვალ და უცებ ისეთ სასტუმროში ამოყოფ თავს -  აქ დარჩენაც  მოგინდება....ეს ცოტა გაოცებს, რადგან ქვეყანა მდიდარი არ არის  (არა და ყველა პირობაა ამისთვის), მაგრამ სასტუმროები მართლაც შესანიშნავია, გინდა მთაში გინდა ოკეანის პირას.... გააჩნია როგორ გინდა დაისვენო?... იხეტიალო და გაოცდე, ოკეანეს უსმინო და ფიქრებს მიეცე, თუ აიურვედას ცენტრში გიმკურნალონ, მოგადუნონ და სურნელოვანი მასაჟებით ყველაფერი დაგავიწყონ... არჩევანი შენზეა...

მაგრამ ზღაპრები სირთულეების გარეშე არსებობს?... არა!... მით უფრო ჩემნაირებისთვის... ამიტომ გაგრძელება იქნება...  რადგან შრილანკა ზღაპარია...