შრი ლანკური ზღაპარი - კვირის პალიტრა

შრი ლანკური ზღაპარი

უნდა დავწნა - ნაწილი მეორე

მოკლედ ვაგრძაელებ..... საერთოდ ადამიანმა უნდა იცოდეს, როგორი დასვენება უნდა და ისე დაგეგმოს მოგზაურობაც...  ეს  ინტერესიანი ადამიანების კუნძულია, გაოცება რომ შეუძლიათ, ხეტიალიც არ ეზარებათ... და არც ბევრი ფული აქვთ...

ისე, ცხოვრება სხვა რა არის?... იჯექი მაშინ ტელევიზორთან და იქნები ინმფორმირებული...

ოღონდ აღტაცებული და სხანაირი  ვერ გახდები ...

აქ ღამე კუების კვერცხებს აგროვებენ, რომ გაზარდონ... ადრე  ისე ანადგურებდნენ, დასაცავად გაუხდათ საქმე... კუს კვერცხი ძალინ ყუათიანია და თურმე პატარებისთვის სასარგებლოც... მაგრამ... ახლა ამაზე განსაკუთრებული სიმკაცრეა... მიჰყავთ სანაშენე ფერმებში და არიან დღეების მიხედვით აუზებში... 1 დღისები, 2-ის, 3 -ის... სასაცილოები და საყვარლები... დიდები კი იზრდებიან, მართლაც... მოკლედ შრილანკის კუებს WWF-ი იცავს და სანახავადაც ნამდვილად ღირს...

როგორი და რამდენაირი მაიმუნები ჰყავთ, საყვარლები და პატარები...

როგორ მარჯვედ წნიან პალმებისგან სახურავებს... და რამხელა პალმებია... აღარც ვიცი, რომელ ერთზე მოვყვე.... ხომ გეუბნებით საარაკო კუნძულია...

ვასაკებია, ხვლიკი თუ ნიანგი ვერც გაარჩევ..... ღამურებიც  3-ნაირი ჰყავთ... პატარა- ჩვენნაირი, საშუალო და დიდიიი... შეგვიშინეს ზღაპრის გმირები... ზღაპარი კი უგმირებოდ რაღა ზღაპარია...

ისეთი ჯგუფი იყო, მხოლოდ თუ ინატრებ, რომ ცხოვრებამ ასეთ ადამიანებს გადაგყაროს და ისიც შრილანკაში... ბედი უნდა ყველაფერს...  ეტყობა, არჩევაც იცის ამ ფლაი დუბაიმ...

სულ სხადასხვაგვარები ვიყავით, ასაკითაც, ხასიათითაც... ალბათ შეხედულებებითაც, მაგრამ იმ ზღაპარში მაინც გაჩნდნენ კარგი  მეგობრებიც და არც ისე... თან იმდენი ვიარეთ ავტობუსით.... მშვენიერ გიდით, მძღოლით და დამთვლელით, ვინძლო ვინმე სადმე არ შევყოლოდით ამ საოცრებებს... ავტობუსი ისე დაჰქროდა და იმდენ ხანს უნდებოდით საჭირო ადგილას მისვლას, ასეთები რომ არ ყოფილიყვნენ და ჩაძინებულს ამდენი ხალისი რომ არ დაგვხვედროდა, ამას ვერ გავუძლებდით.... ჯადოსნური  გუდურები რომ აქვთ, ვიღაცებს, ხომ გაგიგიათ?...

ასეთიც გვყავდა... 8 საათი რომ გაგრძელდა ერთხელაც ხეტიალი, ნანამ უცებ თბილისიდან წამოღებული პური, ძეხვი და სასუსნავები გააჩინა - რა ვიცი მე, რა ქვეყანაში მოვდიოდიო... ვერავითარი ირონია ვერ უძლებს - შიმშილს... ვიცინეთ, გავიყავით და დავმშვიდით... პური? დიდი რამეა... ჰო... ახლა სანახაობა....

აქ მეთევზეებიც სხვანაირები არიან... სულ სხვანაირები - ჭოკზე შემომსხდარები თევზაობენ, ლამაზად და უცნაურად...

გველების მომთვინიერებლებიც ბევრია... რატომღაც გაგიჟდა უმრავლესობა, მშვიდად რომ შემოვიხვიე პიტონი მხრებზე...

ჯერ  ერთი, არ მეშინია, ამ წელს, რომ ვარ დაბადებული შეიძლება იმიტომ...  მეორეც, მაინტერესებს და მომწონს... და  მართლა ლამაზები არიან... და არც ისე ცივები, როგორც აბრალებენ...

ტუკ-ტუკებზეც უნდა მოგიყვეთ.... ეს  იმათი ტაქსებია - 3 თვლიანი დახურული მოტო...

მაგარი სასაცილო რამეა... მორთულები, ჰყავთ - პატრონს მიმზგავსებულები... და დაჰქრიან... 2 დოლარად ქალაქს შემოგატარებენ და გზებსაც გაგიკვლევენ, რამეს თუ ეძებ... ტუკ-ტუკ!   მეორე ნაწილის  დასასრულსაც მივუკაკუნეთ...

მე აუცილებლად დავბრუნდები ცეილონზე, აუცილებლად!...  ეს ტკივილიც რომ ვერ ცვლის ამ სურვილს, ესეიგი, იქ მართლა რაღაც სხვაგვარი რამ იყო... თან იმდენი რამე ვერ ვნახე და ისეთ მთაზე დამეზარა ასვლა, თავისთვის ვერ მიპატიებია - ლომის მთა!...

თავისი საოცრებებით.... არა ეს სანახავია... და იქნებ ამიტომაც დავისაჯე...

ჰო და რა მომივიდა და სპილოებზე რატომ არ ვყვები ჯერ....

ეს მესამე ნაწილისა  იყოს....

P.S .  თან  გამოგიტყდებით და  სამსახური მომენატრა ძალიან, დამღალეს ექიმებმა... მაგრამ რას ვიზამ... ახლა კიდევ იქაურ,  ჩემ იდაყვის ძვალში რომ სპიცების გაუყარა, იმ  ექიმთანაც  წერილი მაქვს დასაწერი...