ზღაპრის ბოლო... - კვირის პალიტრა

ზღაპრის ბოლო...

ახლა სხვა ამბების  დროა!...

შრი ლანკური ზღაპრის  დასასრული...

კიდევ კარგი, იმ სიმაღლიდან, რომ მოვფრინავდი ასე თავით არ ჩავერჭე....

სპილოებიც შრი ლანკის კიდევ ერთი დაცული და  გამორჩეული ცხოველები არიან... რამდენიმე საშენია, საკუთარი სპილო დიდი ფუფუნებაა, დაახლოებით 40 ათასი დოლარი ღირსო - ასე მითხრეს...

აქირავებენ განსაკუთრებული შემთხვევებისთვის, ქორწილებზეა ძალინ პოპულარული...

ბოლო დღე იყო... უკვე მოვდიოდით, რომ გავიგეთ შრი ლანკური ქორწილი იმართებაო და შევყოვნდით...

მართლაც ლამაზი წყვილი იყო და ცერემონიც უცნაური... სპილოც მექორწილეებს ელოდებოდა...

ამ  შევყოვნების ამბავია დანარჩენი...  იქვე რაღაც კიბე იდგა...  მშვენიერი... რა აღარ თქვეს სპილოზე ასასვლელი იყოო და რა ვიცი კიდევ რამდენი რამ... ან რა მნიშვნელობა აქვს... მე  ავედი, რომ უკეთ დამენახა და გადამეღო... ოპერატორსაც კი დაუძახე...  მოვტრიალდი და მოაჯირიც მოძვრა... მეგონა რამეს მოვეკიდებოდი, მაგრამ ვარა... ვხედავდი როგორ გადავარდა მოაჯირი და მეც  გადმოვყევი... ვინც უყურებდა , ამბობდნენ თითქოს ნელა ვარდებოდიო...

გონი არ დამიკარგავს... მივხვდი დამტვრეული ვიყავი....ხელი და ზურგი მტკიოდა ძალინ... არ გამანძრიოთქო - ვთქვი და და სულ ეს იყო... იქაურ „ტაპჩანზე“ სიმწრით გადამაწვინეს და ბერუველას მშვენიერი EDEN SRESORSE & SPA-დან,  იქაურ უბადრუკ  ამბულატორიაში გამაქანეს... შეშინებული ლელა ხაჟალია გამომყვა, შეშინებული მაგრამ ძალინ იყოჩაღა... ინგლისური იმან იცოდა და ფლაი დუბაის წარმომადგენელიც ეგ იყო...

საწყალი საცოდავად ცდილობდა როგორმე დავემაგრებინე, რადგან მივქროდით... მე კი კოველ მოსახვევზე, მეგონა გონებას დავკარგავდი, ხან წინ და ხან გვერდით ისე უმოწყალოს  ვსრიალებდი.

მერე ყველანი იქ მოგროვდნენ... რა დამავიწყებს თვალებს, სიტყვებს, უსიტყვო მატერიალურ დახმარებას... რა ბედნერებაა რომ ასეთები ასებობენ და რა კარგია რომ შრი ლანკამ ისინი მაჩუქა..... მინდოდა ჩამომეთვალა - არ გამომივა... თავადაც იციან ვინ და როგორები არიან... არც ჩემგან  დააკლდებათ დიდი სიყვარული...

ამბულატორია იყო, პატარა საკურორტო ქალაქის...  რაღაც იჯახირეს... თუმცა არა ბატონო... ისეთი რენდგენის სურათები  გადაიღეს იმ დანგრეულ ამბულატორიაში, რომ აქაც შეშურდათ... სპირტი არ ქონდათ... რომ აღვშფოთდი - წყალბადის ზეჟანგის ბოთლი მანახეს - ამით გაგიწმონდავთო - დავთანხმდი...

და უკვე მივხვდი სიტუაცია მე უნდა მეკონტროლებინა... მოტეხილობა რთული აღმოჩნდა, კიდევ კარგი ტკივილგამაუყუჩებელი გამიკეთეს და კოლომბოსკენ დავიძარით... ისევ გზა და ისევ საშინელი რყევა...

კოლომბოში უკვე საავადმყოფო საავადმყოფოს გავდა.... „ემერჯენსში“ შემაქანეს და ექიმებსაც გამოუძახეს...

1 მაისი იყო - ეს ხომ სოციალისტური ქვეყანაა - მშრომელთა დღეს ისვენებენ...

პირველი ქირურგი მოვიდა, ბატონი სალფია ილანგასინხე...  ყველაფერი მკაცრად გამოვკითხე - ლიცენზია ავსტრალიაში ჰქონდა მიღებული, ავადმყოფის უფლებები ვიცითქო ისიც უთხარი და ცოტა შევაშინე კიდევაც - რამე მარტო ფულისთვის არ გააკეთოთქო... გიჩივლებთქო... მოკლედ ჩემი შიში მასზე ბრაზად გადავღვარე.... გაეცინა - ყველა კოორდინატს მოგცემთ და როგორც გინდათ ისე მოიქეცით - მე სპიცები უნდა გაუყარო, ისე ვერ გაგიშვებთო...

აკადემიურად ამიხსნა, გასაგებად და ლოგიკურად..... რა გზა იყო თანხმობის გარდა.... ახლა ანესტეზიოლოგი მოვიკითხე...  მშვენიერი ადამიანი იყო... იმასაც კარგად გამოვკითხე განათლების ამბები - ლონდონის სამედიცინო სკოლა ჰქონდა დამთავრებული, დიდი პრაქტიკაც.... მაგრამ ჩემი გაფრთხილებები არც მას დავაკელი... მეტი არაფერი მახსოვს... დავიძინე გავიღვიძე და ხელი თაბაშირში იყო... ანესთეზია, მართლაც სანაქებო... დანარჩენი უკვე თბილიშსი შეაფასეს...

მერე იყო 3 საათი დუბაიმდე, იქაც ერთი დღე... ფლაი დუბაის გოგოების უზარმაზარი ყურადღება და... სანატრელი თბილისი... ჩემი თბილისი, ჩემიანებით, ღელვით, ფუსფუსით, ზარებით... გადარჩენილი ხარ... ვიღაც გფარველობსო... და რა ვიცი კიდევ რამდენი რამ... ქეთი მატაბელმა  მითხრა პირველად იქ, პალატაში რომ შემოვედი, თითქოს დედა და მამა გადგნენ თავზეო... ქეთი ხომ მხატვარია, ხილვებით და წარმოსახვებით... თუმცა, ვინ იცის... ვინ გადამარჩინა... თუ ასე იფიქრებ, დაუხვედრებიათ ფრთები იმ ქვებიან მიწაზე...  აბა სხვაგვარად რა გადამარჩენდა...

არა და  მართლა გადავრჩი!... აბა ამხელა სიმაღლიდან გადმოვარდნილს მარტო იდაყვი და 3 ნეკნი, რომ მოგტყდება - რა ჰქვია ამას...  რა ქვია და რაღაც გაკვეთილი!

რა გაკვეთილი, ამას ბევრი ფიქრი უნდა, ბევრი...

ვზივარ და ვფიქრობ.... მიხარია რომ ვარ და  რომ ამდენი კეთილი ადამიანია დაემატა ჩემს ცხოვრებას...

თორემ შრი ლანკა აქ არაფერ შუაშია.... მოსახდენი ყველგან მოხდებოდა.....

ეს ინდოეთის ოკეანის მარგალიტი კი  ნამდვილად  ზღა- პა - რია!

დამიჯერეთ...

P.S. და მორჩა ესზღაპარი... დამიტოვა დაბრუნების სურვილი,  ტკივილები და მეგობრები... ახლა სხვა ამბების დროა!

სულ ერთ კვირაში,   წიგნის ფესტივალზე, ისეთ პროექტს გიმზადებთ, მთელი ცხოვრება რომ ვოცნებობდი...  ალბათ თქვენც...  მოაგროვეთ - მოიცილეთ  ძველი წიგნები... დავზოგოთ ბუნებაც  და დავიწყოთ... მოკლედ გადააწყვეთ ძველი წიგნები... და ახალში გაგიცვლით. აბა... ასეთი ამბავია...  მოგეწონებათ ნამდვილად!...

მე აუცილებლად იქ დაგხვდებით!

გელოდებით!...