სხვას რომ სტკივა, სწორედ მაშინ უნდა გტკიოდეს... - კვირის პალიტრა

სხვას რომ სტკივა, სწორედ მაშინ უნდა გტკიოდეს...

ბოლო პოსტი თითქმის კითხვით დავამთავრე - ეტყობა ეს გაკვეთილია და რისი გაკვეთილი ამას ბევრი ფიქრი უნდა...

ახლა, როცა მარცხენა ხელი თაბაშირში მაქვს, ნეკნები მტკივა და უამრავი რამ არ შემიძლია ვაკეთო, ჩემი ფიქრების შემრცხვა...

რა იშვიათად მიფიქრია იმ სიძნელეებზე, რომლებიც ადამიანებს აქვთ, როდესაც ტკივათ, როდესაც უძლურნი არიან...

მიფიქრია მე, მაგრამ ისე არა, როგორც ახლა მინდა ...

არც ასეთი უსისხლო ვარ  და არც ასეთი გულგრილი... მაგრამ ამან ვერაფრით დამამშვიდა....

როგორ მინდა რომ არ დამავიწყდეს ეს განცდა, როგორ მინდა...

რომ....

უნდა  აღშფოთდე სხვას რომ  ჩაგრავენ...

უნდა გაგიჟდე სხვას რომ ესვრიან...

უნდა გეტკინოს სხვას რომ სტკივა...

უნდა ყველა შენი ტკივილი გაიხსენო - ყველა!!!

და არაფერი დაგეზაროს, არაფერი...

და კიდევ სიხარულიც ასეა...

უნდა დაინახო როცა აკეთებენ...

უნდა გაგეხარდეს როცა იმარჯვებენ....

ინდა უთხრა რომ გიყვარს...

უნდა შეაქო , როცა იმსახურებენ...

და არასდროს არ უნდა დაგავიწყდეს შენ რომ გტკიოდა და არც ის შენ, რომ  დანახვა  დაგიგვიანეს...

უცებ მივხვდი, რომ   ფასი მხოლოდ ამას აქვს...

რაღაც ქრესტომათული  ჭეშმარიტება აღმოვაჩინე...

და კიდევ უფრო შემრცხვა...

და უცებ მივხვდი, რომ ეს სირცხვილი უნდა დავიმახსოვრო, რომ ხვალ სხვანაირი ვიყო.....

კიდევ  კარგი ,რომ შემრცხვა...  ალბათ ამიტომ  არის,   ტკივილი გაკვეთილი...