ორშაბათი... ძნელი დღეა... ვინც მუშაობს, მით უფრო ... - კვირის პალიტრა

ორშაბათი... ძნელი დღეა... ვინც მუშაობს, მით უფრო ...

ვინც არა... ორშაბათი მაინც ორშაბათია....

მოწესრიგება, ყველას გადანაწილება, ცოტა მაკიაჟი და ჩაირთო მანქანა... ინფორმაციის ქარიშხალი, სიცხე და საქმე....

”კვირის პალიტრის” დღეა... რომ არ ნახო,  ინფორმაციის გზას აცდები...  აუცილებელია და   სასიამუვნო რიტუალი...

ძველი ფილმებიდან  გადმოყოლილი... ცოტა სხვა კადრი, მაგრამ მაინც...

ფინჯანი ყავა და გაშლილი გაზეთი, სადმე მშვიდ კაფეში , მზე,რომ ფოთლებს შორის ანათებს და ფურცლავ ჯერ სტამბიდან მოყოლილ სუნს და   სამყაროს რითმს   უბრუნდები....

შაბათ-კვირა, ბავშვებთან ხალისი , ტყეში გასეირნება, გარუჯვა- ყველაფერი ერთბაშად იყლაპება ამ ფურცლების შრიალში...

უცებ დგამ ნაბიჯს პრობლემებით სავსე სივრცეში და დაღილ სამყაროში გადადიხარ...  ჯერ პირველ გვერდს ვათვალიერებ, მიყვარს გამოტანილი თემების სათაურები -  ”არარეალური ”კარტინკები”.... ”თეფშით თუ თეფშზე?”  და ” ო - ”სახიათო ზღვარი- ამის იქით უფსკრულია”... მოკლედ , მღელვარე და დაუცველ დროში ვშლი გაზეთს, რომელიც მერე ცოტა მოგეხმარება, ცოტას გაგართობს, მაგრამ რეალობიდან ვერ მოგწყვეტს....

ხანდახან მართლა ვფიქრობ, რომ მინდა ამ რეალობიდან მოწყვეტა, მინდა!

არაფრით არ გამომდის... მაინტერესებს, ვბრაზობ, ვღელავ...  და სულ ვმარჩიელობ, როდის უნდა დადგეს იმ ოცნების კადრის დრო....

ყავა და მშვიდი ”პალიტრა”, საინტერესო .. ოღონდ დაძაბული და საშიში  არა... როდის, ნეტავ?...

ვინმე, ლამბერტ ზანიერი ამ ნომერში ამბობს” საქართველოს არჩევნებს ეუთო დააკვირდება”   ეს კარგია?... რა ვიცი?... რამდენჯერ დაგვაკვირდა ეს ეუთო და რა?...

ნეტავ ვინმე  ადამიანების მდგომარეობას თუ აკვირდება?... მე მართლა მაინტერესებს რა გვჭირს?  ასე ერთად კი არა,ცალკე- თითოეულს?... იმდენ ადამიანურ ტკივილს ვისმენ და იმდენ დარდს, ამას რა უმკურნალებს? ოჯახები აირია, ბავშვებს უცხო ქალები ზრდიან, სულ დაღლილები და აღრენილები ვართ...

ავად ვართ... რა ცუდია...

ამ ნომერს ”50 წიგნის” 38- ტომი მოყვება- ლეგენდარული და ძალიან საინტერესო ქალის დორის ლესინგის ”ოქროს რვეული”...

და ვიცი ორშაბათი როგორ დამთავრდება... მთელი დღის ფორიაქი უცებ მიადებს თავს ბალიშს, სათვალეს მოვირგებ, წიგნს ხელს გადაუსვამ, კარგად დავათვალიერებ, ვნახავ უკან რაიმე ხომ არ არის მიწერილი (ბავშვობის ჩვევა) და დავიწყებ....

და დილის ”სახიფათო ზღვარიც”  უეცრად ფურცლებს შორის სადღაც შორს , ძალიან შორს გადავა... ისევე როგორც ბავშვობაში, ყველა წყენა და ცუდი ნიშანი რომ სადღაც ქრებოდა...  დღესაც ეს შველის ჩემს ”ავადმყოფობას”?  ჰო, გამაყუჩებლის ფუნქციას ითავსებს... კიდევ კარგი...