სერიიდან - ცელოფანს გამოყოლილი ამბები.... - კვირის პალიტრა

სერიიდან - ცელოფანს გამოყოლილი ამბები....

ჩემი წინა ბლოგი, ისეთ დროს დაიდო , რომ არავის არც პურისთვის და არც ცელოფანის პარკებისთვის არ ცხელოდა...

არჩევნები იყო წინ...

მოლოდინი, ცოტა შიშიც და დიდი მღელვარება, ყველაფერზე რაც გადიოდა და ვნახულობდით...

ასე მთავრდებოდა ის  ბლოგი:

”ჩემო მკითხველო, ცოტა ხანს, სულ ცოტა ხანს დაივიწყე  პოლიტიკაზე ფიქრი. ჩვენ შვილები უნდა გავზარდოთ და სანახაობა არ ეყოფათ, პური იქნება აუცილებელი... პური!

და როგორ მოაღწევს ჩვენამდე ესეც არსებითი  ყოფილა...

ჩაივლის არჩევნებიც, დავმშვიდდებით ოდესმე, მაგრამ ცელოფანს გამოყოლილი ცუდი ამბები დიდხანს ჩაიბუდებს  თაობების ორგანიზში...

უპუროდ კი ვერ ვიარსებებთ! ”

ჩაიარა არჩევნებმა... მშვიდად და ღირსეულად... პოლიტრიკა კიდევ დიდხანს იქნება ჩვენი პატარა ქვეყნის დიდი ვნებათა ღელვა...

მაგრამ მე არც ახლა და არც მერე არ მოვეშვები ამ თემას...

უპუროდ, რომ ვერ ვიარსებებთ, ამაზე არავინ არ მეკამათება, მაგრამ ეს ნაგავი და ცელოფანი რამ გაგახსენაო, დამცინავად კი მკითხეს...  გამახსენდა?...

არც არსოდეს  დამვიწყნია....

ახლა კი, რომ აცივდება და  შემოდგომას ქარიც მოყვება, ნახეთ მერე ...  ფოთლების მაგივრად ცელოფანის ფერადი პარკები დაეკიდა ხეებსა და ბუჩქებს... მოგეკრობა საქარე მონაზე და გზას აგაცდენს... მერე ჭუჭყიანი პარკი აივანზე შემოფრინდება და  სარეცხს გაებლანდება... საერთოდ ნერვებს მოგიშლის და ცხოვრებას გაგიმწარებს....

თუ ჩემი არ გჯერათ ნახეთ რა დღეში ვართ, ნახეთ რამდენი დრო სჭირდება ამდენი ნაგავის დაშლას (ცელოფანის პარკს - 20 წელი,  პლასტმასის ბოთლს - 450 წელი,  ალუმინის ქილას - 200 ... და ა.შ)   და არ დაგავიწყდეთ ამას კიდევ ისიც ემატება, რომ პროდუქტი ათასგვარ, ქიმიურ გარდაქმნასაც განიცდის.... ჩვენ კი შვილები გვეზრდება და ამ ქვეყანაში ჩვენმა შთამომავლობამ უნდა იცხოვროს....

კარგად ნახეთ,  ეს ცხრილი და მერე მოთხარით რა დროს ეგ არისო.....

P.S.  თუ მაინც პოლიტიკა გინდათ, არ დაგავიწყდეთ გარამოს დაცვასაც ეყოლება მინისტრი,  დოლზე დაკვრას  გასრთობი კი არა,  საგანგაშო ხმა უნდა ჰქონდეს!