საქართველოს იმედი - კვირის პალიტრა

საქართველოს იმედი

ძვირფასო მკითხველო, გილოცავთ ჩვენი მაცხოვრის, იესო ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომის დღესასწაულს!

"კვირის პალიტრამ" კიდევ ერთი სააღდგომო საჩუქარი მოგიძღვნათ -"საქართველოს იმედის" ხატი. გვსურს, რომ თქვენს ოჯახებში, "საქართველოს იმედის" ხატის შემობრძანებით უკეთესი მომავლის იმედი შემოვიტანოთ, იმედი იმისა, რომ ასრულდება ქართველთა ოცნება და გაბრწყინდება ივერია.

ბრძენი პატრიარქი გვყავს, იცის ერის წყლულს როდის რა მალამო დაადოს. ჩვენს დღევანდელ უნუგეშო ყოფას ხომ უფრო მეტად იმედი აკლია. ხატის დაწერის სურვილი უწმინდესსა და უნეტარესს ოცდაათი წლის წინ გასჩენია. მადლობა ღმერთს, რომ მისი კიდევ ერთი ოცნების აღსრულების მოწმენი შევიქენით.

საკვირაო ქადაგებისას პატრიარქმა ბრძანა:”ასეთი ხატი მსოფლიოში არსად მინახავს და მას მიეცემა ღვთის მადლითა და წყალობით განსაკუთრებული ძალა კურნებისა, დახმარებისა, იმედისა და ამიტომ მას დიდი მნიშვნელობა ექნება".

"საქართველოს იმედის" ხატზე ორას სამოცდაათამდე წმინდანია გამოსახული. ხატი დასრულებულ სახეს უახლოეს მომავალში მიიღებს, როცა უკანა მხრიდანაც მოიჭედება. ხატის უკან, ფრთებზე, გამოისახებიან სერაფიმები, შუაში დაიწერება სავედრებელი ლოცვა "საქართველოს იმედის" ხატისა. ხოლო ჩარჩოს გარშემო განლაგდება მსოფლიო წმინდანთა ას ოთხმოცამდე მინიატიურა.

ხატი "საქართველოს იმედი" თავისი ფორმით აგრძელებს ტრადიციას და იმეორებს საქართველოში ფართოდ გავრცელებულ კარედის ფორმას. მისი საფუძველი კაკლისაა, წინა პირი ოქროთია მოჭედილი და უხვადაა შემკული ძვირფასი ქვებით. მოჭედილობის ფონი დაფარულია დეკორით. ხატის საფუძველს შეადგენს საბინინის "საქართველოს დიდება", თუმცაღა, მის ზუსტ ასლს არ წარმოადგენს. კარედის მარჯვენა და მარცხენა ფრთის შუბლზე ამოკვეთილია წარწერა: "საქართველოს იმედი".

იმისთვის, რომ მეტი სასოებით ვილოცოთ ამ წმინდა ხატის წინაშე, გთავაზობთ მის აღწერილობას. ხატის ესკიზზე დატანებული ნომრების მიხედვით ადვილად გაარჩევთ, თუ სად რომელი წმინდანია გამოსახული. ფრჩხილებში მოთავსებული რომაული რიცხვები გვიჩვენებს, თუ რომელ საუკუნეში მოღვაწეობდა წმინდანი,  არაბული ციფრები კი ამა თუ იმ წმინდანის აღსრულების ჟამს გვაუწყებს.

1. ყოვლადწმიდა სამება

2. ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი, კალთაში უზის ყრმა იესო

3. სერაფიმი

4. ქერუბიმი

5. წმიდა მთავარანგელოზი მიქაელი

6. წმიდა მთავარანგელოზი გაბრიელი

7. წმიდა დიდმოწამე გიორგი (IV)

8. წმიდა მოციქული ანდრია პირველწოდებული

9. წმიდა მღვდელმთავარი ნიკოლოზი

10. მოციქულთა სწორი წმიდა ნინო

11. უფლის ანგელოზი აღამაღლებს სვეტს

12. წმიდა სიდონია (I)

13. წმ. მოციქულთასწორი დედოფალი ნანა (IV)

14. წმ. მოციქულთასწორი მეფე მირიანი (IV)

15. ღირსი თადეოზ სტეფანწმიდელი (VI)

16. ღირსი შიო მღვიმელი (VI)

17. ღირსი მამა დავით გარეჯელი (VI)

18. წმიდა ისე წილკნელი - ათცამეტ სირიელ მამათაგანი (VI)

19. მღვდელმოწამე აბიბოს ნეკრესელი (VI)

20. ღირსი იოანე ზედაზნელი (VI)

21. ღირსი დოდო გარეჯელი (VI)

22. ღირსი მამა ჩვენი აბბა იოსებ ალავერდელი (570)

23. მღვდელმოწამე ნეოფიტე, ურბნელი ეპისკოპოსი (VII)

24. ღირსი მამა ჩვენი ილარიონ ქართველი, საკვირველთმოქმედი (+875)

25. ღირსი მამა ჩვენი გიორგი მთაწმინდელი (1065 წ.)

26. ღირსი მამანი ჩვენი  იოანე მთაწმინდელი (1005)

27. ღირსი ექვთიმე მთაწმინდელი, მთარგმნელი (1028)

28. ღირსი მამანი ჩვენი ილია დიაკონი (VI)

29. წმიდა მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე) (1896)

30. ღირსი მამაი ჩვენი ევაგრე, ციხედიდის მთავრად ყოფილი და შიო მღვიმელის თანამოღვაწე (VI)

31. ღირსი მამა ჩვენი მღვდელმონაზონი ალექსი (შუშანია) (1923)

32. წმიდა ექვთიმე აღმსარებელი (კერესელიძე) (1944)

33. ღირსი მამაი ჩვენი ანტონ მესვეტე, მარტომყოფელი, ათცამეტ სირიელ მამათაგანი (VI)

34. ღირსი მამა ჩვენი არსენ იყალთოელი (1127)

35. წმიდა მეფე დემეტრე თავდადებული (1289)

36. წმიდა დიდი მეფე ვახტანგ გორგასალი (502)

37. წმიდა დიდებული მოწამე  მეფე არჩილი (644)

38.   წმიდა კეთილმსახური დავით მეოთხე, მეფე ყოვლისა საქართველოისა აღმაშენებელად წოდებული (+1125)

39. წმიდა კეთილმსახური მეფე თამარი (1213)

40. წმიდა მოწამე აბო თბილელი (ისმაიტელყოფილი) თბილისში წამებული (786)

41. დიდმოწამე მიქაელი, რომელსა ეწოდა გობრონ (+914)

42. წმიდა დიდებული მოწამე  მეფე  ლუარსაბი (1622)

43. წმიდა დიდმოწამე, საქართველოს მნათობი, კახეთის დედოფალი ქეთევანი (1624) 44. წმიდა დიდებული მოწამე შუშანიკი (475)

45. დიდმოწამე კონსტანტი-კახი, ქართველთა მთავარი (852)

46-47 წმიდა დიდმოწამენი, არგვეთის მთავარნი დავითი და კონსტანტინე მხეიძენი (+740)

48. წმიდა მოწამე მირდატ მეფე (410)

49. პირველმოწამე რაჟდენი, სოფელ წრომს წამებული (457)

50. წმიდა მოწამე ევსტათი მცხეთელი (589)

51-53. წმიდა მოწამენი  ძმანი, შალვა და  ელიზბარ  ქსნის ერისთავნი (1661)

52. წმიდა მოწამე  ბიძინა ჩოლოყაშვილი (1661)

54. წმიდა მოწამე მეფე ვახტანგ მესამე (1308)

55. წმიდა იოთამ ზედგენიძე, მეფისათვის თავდადებული (1465)

56. წმიდა მეფე სოლომონ II II სამშობლოსათვის თავდადებული (1815)

57. წმიდა ილია მართალი (ჭავჭავაძე) (1907)

58. წმიდა ექვთიმე ღვთისკაცი (თაყაიშვილი) (1953)

59. ღირსი იოვანე ჭყონდიდელი (XI)

60. ღირსი მამაი ჩვენი ეფრემ მცირე ფილოსოფოსი (1001)

61. წმიდა იოანე მანგლელი (1751)

62. მღვდელმოწამე თეოდორე აჭარელი (XVIII-XIX)

63. ქუთათელი მიტროპოლიტი დოსითეოზი (წერეთელი) (1820)

64. ღირსი იოანე ხახულელი (X-XI)

65. ღირსი მამაი ჩვენი გაბრიელ-მცირე, მღვდელმოწამე, ნათლისცემლის უდაბნოში მოღვაწე, ლეკთაგან წამებული (1802)

66. ღირსი მამაი ჩვენი იოანე ჭიმჭიმელი, ფილოსოფოსი (XII)

67. ღირსი მამა იოანე შავთელი, თამარ მეფის თანამედროვე (XIII)

68. ღირსი მამა ევლოგი წინასწარმეტყველი - სალოსი, თამარ მეფის თანამედროვე (XIII)

69. წმიდა ექვთიმე (ეფთვიმე) (შერვაშიძე) გაენათელი მიტროპოლიტი (1822)

70. წმიდა ზოსიმე ეპისკოპოსი კუმურდოელი (XVI)

71. წმიდა ილარიონ ქართველი (ყანჩაველი) - ახალი (1864)

72. წმიდა მოწამე თევდორე მღვდელი (კველთელი) - რწმენის, მეფისა და სამშობლოსათვის თავდადებული (1609)

73. ღირსი მამა იოანე (თორნიკე) მთაწმინდელი, სვინგელოზი (X)

74. წმიდა ანთიმოზ ივერიელი (1716)

75. წმიდა მამა ქაიხოსრო ქართველი (1612)

76. ღირსი მამა ჩვენი გიორგი ღმერთშემოსილი, დაყუდებული - წმიდა გიორგი მთაწმინდელის მოძღვარი (X)

77. ღირსი მამა   გაბრიელ  ათონელი (X)

78. მღვდელმოწამე კირიონ II - სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი (1918)

79. წმიდა მამაი კათოლიკოსი (744)

80. წმიდა ამბროსი აღმსარებელი +- სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი (1927)

81. წმინდა მრავალვნებული ანტონ II, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი (1827)

82. წმიდა იოანე (ოქროპირი) კათოლიკოსი (1049)

83. წმიდათა შორის მამაი ჩვენი არსენ დიდი, კათოლიკოსი (887)

84. წმიდათა შორის მამა ჩვენი სარმეან კათოლიკოსი (779)

85. წმიდათა შორის მამა ჩვენი ნიკოლოზ კათოლიკოსი (1591)

86. წმიდა მღვდელმოწამე ევდემოზ კათოლიკოსი (1642)

87. წმიდა მამა იოსებ კათოლიკოსი, სასწაულთმოქმედი (1770)

88. წმიდა კათოლიკოსი მელქისედექ II (XI)

89. წმიდა პეტრე I (V) - საქართველოს კათოლიკოსი

90. წმიდა სამოელ I (VI) - საქართველოს კათოლიკოსი

91. წმიდანი ათნი ბევრნი (100000) მოწამენი, თბილისს ხვარაზმელთაგან წამებულნი (1227)

92. წმიდა პროხორე ქართველი, იერუსალიმის ჯვრის მონასტრის განმაახლებელი (XI)

93. ღირსი მამაი გრიგოლ ხანძთელი, კლარჯეთის სავანეთა აღმაშენებელი და არქიმანდრიტი (861)

94. ღირსი ლუკიანე გარეჯელი (VI)

95. ღირსი მამაი ჩვენი სვიმეონი, გარეჯის წინამძღვარი, წინასწარმხედველი და საკვირველთმოქმედი (1773)

96-97. ღირსნი მამანი მიქაელ და არსენ ქართველნი (IX), ულუმბოელნი

98. წმიდა სალომე უჯარმელი (IV)

99. წმიდა პეროჟავრა სივნიელი (IV)

100. წმიდა  აბიათარ მღვდელი, ურიაყოფილი (IV)

101. ღირსი დამიანე, დემეტრეყოფილი, "შენ ხარ ვენახის" მთქმელი (1157)

102. ღირსი ზაქარია ანჩელი მღვდელმთავარი (IX)

103-104. ღირსი ზაბულონი და სოსანა, წმიდა მოციქულთასწორი ნინოს მშობლები (IV)

105. ღირსი მამა არსენი, ნინოწმინდელი ეპისკოპოსი (1082)

106. წმიდა მთავარანგელოზი ეგუდიელი

107. წმიდა მთავარანგელოზი გაბრიელი

108.  წმიდა მთავარანგელოზი ურიელი,

109. წმიდა მთავარანგელოზი მიქაელი

110. წმიდა მთავარანგელოზი  ტახნიელი

111. წმიდა მთავარანგელოზი რაფაელი

112. წმიდა მთავარანგელოზი ვარაქიელი

113. წმიდა მთავარანგელოზი იერომიელი

114. წმიდა მთავარანგელოზი სელაფიელი

115. მოციქულთა თავი პეტრე

116. მოციქულთა თავი  პავლე,

117. მოციქული იოანე ღვთისმეტყველი

118. მოციქული მათე

119. მოციქული ლუკა

120. მოციქული მარკოზი

121. მოციქული ანდრია

122. მოციქული ფილიპე,

123. მოციქული იაკობ ზებედესი

124. მოციქული  იაკობ ალფესი

125. მოციქული თომა

126. მოციქული ბართლომე

127. მოციქული თადეოზი

128. მოციქული  მატათა

129. მოციქული სვიმეონი

130. მოციქული კარპე

131. მოციქული კოდრატე

132. მოციქული ონისიმე

133. მოციქული ტიმოთე

134. მოციქული ანდრონიკე

135. მოციქული ანანია

136. წინასწარმეტყველი ნაუმი

137. წინასწარმეტყველი დავითი

138. წინასწარმეტყველი ილია

139. წინასწარმეტყველი მოსე

140. წინასწარმეტყველი დანიელი

141. წინასწარმეტყველი იეზეკიელი

142. წინასწარმეტყველი სოლომონი

143. წინასწარმეტყველი სოფონია

144. წინასწარმეტყველი ელისე

145. წინასწარმეტყველი მალაქია

146. წინასწარმეტყველი იერემია

147. წინასწარმეტყველი ზაქარია

148. წინასწარმეტყველი ამბაკუმი

149. წინასწარმეტყველი სამოელი

150. წმიდა ქრისტეფორე გურული (XVI)

151. ნეტარი ქრისტესია, ქრისტეფორედ წოდებული (1771)

152. პირველმოწამე რაჟდენი, სოფელ წრომს წამებული (457)

153. წმიდა დინარ დედოფალი (X)

154. წმიდა მღვდელმოწამე, არქიმანდრიტი გრიგოლი, ოსვენციმის ბანაკში აღსრულებული (1942)

155. ღირსი მამაი ჩვენი ანტონი - ჭყონდიდელი მიტროპოლიტი (1815)

156. წმინდა გიორგი ქოზიბელი (VII)

157. ღირსი მამა გაბრიელ  გარეჯელი, ლეკთაგან მოკლული (1696-1700)

158. წმიდა დედანი და მამანი, ქვაბთახევის მონასტერში წამებულნი ჟამთა თემურ-ლენგისასა (1386)

159. ღირსი ზენონ იყალთოელი (VI)

160. ღირსი გიორგი ზარზმელი (IX)

161. ღირსი ისიდორე სამთავნელი (VI)

162. ღირსი მამა პავლე  გარეჯელი, ლეკთაგან მოკლული (1696-1700)

163. წინასწარმეტყველი იონა

164. წმიდა მღვდელმოწამე  სიმონი მჭედლიძე (1924)

165. ცხრა ძმა კოლაელნი: გუარამ, ადარნასე, ბაქარ, ვაჩე, ბარძიმ, დაჩი, ჯუანშერ, რამაზ და ფარსმანი - კოლაში, მტკვრის სათავესთან ქვით ჩაქოლილნი (VI)

166. წმიდა გიორგი ჭყონდიდელი, დავით აღმაშენებლის მოძღვარი (1118)

167. ღირსი მამა შიო ახალი  გარეჯელი, ლეკთაგან მოკლული (1696-1700)

168. წმიდა მღვდელ-მოწამე იეროთეოზი ნიკოლაძე (1924)

169. წინასწარმეტყველი ესაია

170. წმიდა ილარიონ დიდი

171.ღირსი მამა ბასილი, რომელი იყო ძე ბაგრატ III-ისა

172. ღირსი საბა ხახულელი (XI)

173. ღირსი მამა ჩვენი გიორგი მთაწმინდელი (1065)

174. დუდიყვათსა და პაპათში (თანამედ. თურქეთი) 300 მხედარი, მღვდელნი და ყოველნი მართლმადიდებელნი ლაზნი ქრისტეს სარწმუნოებისთვის მუსლიმანთაგან წამებულნი (XVII-XVIII)

175. ღირსი მამა ჩვენი ნიკოლოზ ქართველთა მნათობი, აკოლოთიათა აღმწერელი (1308)

176. ღირსი  ანტონი მესხი (XIII)

177. ცხრა ძმა ხერხეულიძე დედითა და დით და მათ თანა 9000 ქართველნი, მარაბდას ბრძოლის ველზე მომწყდარნი (1625)

178. ღირსი  დავით მწირი გარეჯელი (1696-1700 წწ.)

179. წმიდა სალომე ქართველი, სპარსთაგან წამებული (XIII)

180. ღირსი მიქაელ ულუმბოელი (VI)

181. მღვდელმოწამე იაკობ ხუცესი, სპარსეთში წამებული (დაახ. 345)

182. გარეჯელნი მოწამენი, ექვსი ათასნი (1616)

183. წმიდა ტბელი აბუსერიძე (XIII)

184. წმიდა მღვდელმოწამე გერმანე ჯაჯანიძე (1924)

185. წმიდა მღვდელმთავარი ალექსანდრე (ოქროპირიძე), გურიისა და სამეგრელოს ეპისკოპოსი (+1907)

186. წმიდა ღირსმოწამენი, ათონის ივერთა მონასტერში ლათინთაგან მოწყვეტილნი (XIII)

187. წმიდათა შორის მამაი ჩვენი ლუკა იერუსალიმელი (მუხაიძე), მოწამეობრივად აღსრულებული (1277)

188. წმიდა მოწამე ნიკოლოზ დვალი, იერუსალიმის ქართველთა ჯვრის მონასტერში მაჰმადიანთაგან წამებული

189. ღირსი პავლე ზარზმელი (IX)

190. ღირსი მიქაელ ზარზმელი (IX)

191. ღირსი გაბრიელ გარეჯელი (1696-1700 წ.)

192. წმიდა მღვდელმოწამე ნაზარი (ლეჟავა)  ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი (+1924)

193. წმიდა აღმსარებელი იოანე (მაისურაძე) (+1957)

194. წმიდა და მართალი ესაია ქართველი (ქრისტეს საფლავის მცველი)

195. ღირსი თადეოზ სტეფანწმიდელი (VI)

196. ღირსი მამაი ჩვენი გიორგი - მწერალი ხახულელი (XI)

197. ღირსი მამა ჩვენი ონოფრე გარეჯელი, საკვირველთმოქმედი (XVIII)

198. ღირსი გიორგი მაშენებელი - ათონელი (+1029)

199. წმინდა და მართალი იოანე ქართველი (ქრისტეს საფლავის მცველი)

200. წმიდა ახალმოწამე მთავარდიაკონი ბესარიონი (კუხიანიძე) (1924)

201. მღვდელმოწამე დოსითეოზ თბილელი (1759)

202. დიდმოწამე კონსტანტი, ქართველთა მთავარი (852)

203. ღირსი მამა ჩვენი საბა, ხახულელი (XI)

204. წმიდათა შორის მამაი ჩვენი გიორგი მაწყვერელი (IX-X)

205. ღირსი მამა ჩვენი სერაპიონ ზარზმელი (900)

206. წმიდა ნიკოლოზ კათალიკოსი (1591)

207. ღირსი მამა ჩვენი ექვთიმე - ნათლისმცემლის მონასტრის წინამძღვარი (1804)

208. ღირსი ბასილი ზარზმელი (IX)

209. წმიდა აღმსარებელი გიორგი-იოანე (მხეიძე) (1960)

210. წმიდა აღმსარებელი ცოტნე დადიანი (XIII)

211. ღირსი ექვთიმე ათონელი, მთარგმნელი (+1028)

212. წმიდა მოწამე  ისააკ ქართველი კარნუ-ქალაქში წამებული (808)

213. ღირსი სტეფანე ხირსელი (VI)

214. წმიდა მოწამე აშოტ კურაპალატი, არტანუჯის ტაძარში წამებული (829)

215. წმიდა დიმიტრი ყიფიანი, სამშობლოსათვის წამებული (1887)

216. წმიდა ეფრემ დიდი, მაწყვერელი (IX)

217. ღირსი მამაი გრიგოლ ხანძთელი, კლარჯეთის სავანეთა აღმაშენებელი და არქიმანდრიტი (+861)

218. წმიდა მოწამე იოსებ ქართველი, კარნუ-ქალაქში წამებული (+808)

219. წმიდა მოწამე სუქია და მისთანა 16 ქართველი: ანდრია, ანასტასი, თალალე, თეოდორიტე, ივქირიონი, იორდანე, კონდრატე, ლუკიანე, მიმნანოსი, ნერანგიოსი, პოლიევქტოსი, იაკობი, ფოკა, დომენტიანე, ბიქტორი და ზოსიმე (II)

220. წმინდა და მართალი სტეფანე ქართველი (ქრისტეს საფლავის მცველი)

221. ღირსი მამაი ჩვენი ბასილი (რატიშვილი)

222. ღირსი მამაი ჩვენი იოსებ ხუცესი, მოხევე, საკვირველთმოქმედი (1763)

223. ღირსი მიქელ პარეხელი (VIII-IX)

224. წმიდა ილარიონ თუალელი (XI)

225. ღირსი მამაი ჩვენი სერაპიონ საკვირველთმოქმედი, ნათლისმცემლის მონასტრის წინამძღვარი (1747)

226. ღირსი პიროს ბრეთელი (VI)

227. წმიდა მეფე სოლომონ II სამშობლოსათვის თავდადებული (1815)

228. დიდმოწამე მიქაელი, რომელსა ეწოდა გობრონ  (914)

229-230. წმიდანი ორნი ძმანი დავითი და ტარიჭანი (693)

231. ღირსი დედა ფებრონია (IX)

კარედი ხატის წინა პირს ამკობს შენაწირი თვალ-მარგალიტი, ძვირფასი ბეჭდები და სხვადასხვა სახის სამკაული. ხატის ცენტრალური ნაწილის ქვედა არეში განთავსებულია ორმოცდათორმეტი სანაწილე ბუდე.

ხატის აღწერილობა მოამზადა

კახაბერ კენკიშვილმა.

დახმარებისთვის მადლობას მოვახსენებთ საქართველოს საპატრიარქოს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსს და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს უწმინდესსა და უნეტარეს ილია II-ს, იღუმენია ნინოს (გრიგოლაძე), დეკანოზ შალვა კეკელიას, ბატონებს ლაშა ჟვანიას, დავით კაკაბაძეს, ბესარიონ გურულს.