შეკითხვა მოძღვარს - კვირის პალიტრა

შეკითხვა მოძღვარს

- რა სიხშირით უნდა ეზიაროს ბავშვი?

- უფალი ამისკენ მოგვიწოდებს ყოველ ლიტურგიაზე: ,,მიიღეთ და სჭამეთ" და თუ ჩვენ, უფროსები, ჩვენი უღირსებისა და მოუმზადებლობის გამო ვერ ვკადნიერდებით, ხშირად ვეზიაროთ ქრისტეს სისხლსა და ხორცს, ჩვილთათვის ეს დაბრკოლება არ არსებობს. ,,რაც შეიძლება ხშირად აზიარეთ ბავშვები ქრისტეს წმინდა საიდუმლოებებს", - გვირჩევს ეპისკოპოსი თეოფანე დაყუდებული. ამიტომ ჩვილები უნდა ეზიარონ ყველა იმ წირვაზე, რომელზეც მათ მშობლებს შეეძლებათ დასწრება, არანაკლებ ყოველი დღესასწაულისა და კვირისა.

ეკლესიის ტრადიციით, ოთხი წლიდან ბავშვმა არაფერი უნდა შეჭამოს და არც დალიოს ზიარების მიღებამდე.