"დიდება ქვეყნად მაცხოვრის ხორციელ მოვლინებასა"
04-01-2010
7 იანვარს (ძველი სტილით - 25 დეკემბერს) მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს თორმეტ საუფლო ქრისტიანულ დღესასწაულთაგან ერთ-ერთს - ხორციელად შობას უფლისა ღვთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესი.
ეს უმნიშვნელოვანესი ქრისტიანული დღესასწაული წმ. ეკლესიამ პირველივე საუკუნეში დააწესა მოციქულთა მიერ: "დაიმარხენით, ძმანო, დღენი სასწაულებისანი, და მათ შორის, უპირველეს ყოვლისა, დღე ქრისტეს შობისა".

ჩვენ გვესმის და ადვილად გამოსაცნობიც არის, რისთვის გვიხარიან იესო ქრისტეს შობის დღე. გვესმის ეს დიდი დღე რისთვის არის დიდი, რისთვის არის ყოველ-წლივ
სიხარულით და მილოცვით მისაგებებელი, რისთვის არის სადღესასწაულო დიდისა და პატარასათვის. ამ დღეს დაიბადა სიკვდილითა სიკვდილის დამთრგუნველი და ცხოვრების მომნიჭებელი მაცხოვარი ქვეყნისა, ღმერთი ყოვლად მოწყალებისა და ყოვლად მსხნელის სიყვარულისა. ღმერთი ნუგეშინისმცემელი უძლურისა და უღონოსი, დავრდომილთა აღმადგენელი, სნეულთა მაურვებელი, ცოდვილთა შემწყნარებელი, მაშვრალთა და ტვირთმძიმეთა მეოხ-პატრონი და მწყალობელი.
მან აღამაღლა ღირსება და პატივი ადამიანისა იქამდე, სადამდინაც მისდა მოსვლამდე ვერ მიმწვდარიყო ადამიანის შეშინებული გონება და გაუღვიძებელი გრძნობა. „ვით მამა ზეცის, იყავ შენცა სრულიო, უმოძღვრა კაცს და ამით გვამცნო, რომ კაცი შემძლებელ არს აღსვლად ღვთაების სისრულემდე. რაოდენი დიდებაა და პატივი კაცის ბუნებისა ამ ექვსს სიტყვაში, ღვთისა ბაგეთაგან წარმოთქმულში... იღვაწე და ღვთის სისრულემდე შენც შეგიძლიან ახვიდე და მიახწიოო. ესოდენი განდიდება და აღმატება ადამიანის ღირსებისა ჯერ მანამდე არა ადამიანს არ გაეგონა და საკვირველია განა, რომ ყოველ ამის შემდეგ ყოველ-წლივ იესო ქრისტეს შობის დღეს დიდებით ვადიდებთ, ერთმანეთს სიხარულით ვულოცავთ, ვმხიარულობთ და თვითოეულის გული მოწყალებისათვის და მადლისათვის სძგერს...

ილია ჭავჭავაძე

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
 როგორ აფასებთ ნათია თურნავას დანიშვნას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პოსტზე?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ ნათია თურნავას დანიშვნას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პოსტზე?
თვის კითხვადი სტატიები