მეფე საქართველოსი - დავით IV აღმაშენებელი
მეფე საქართველოსი - დავით IV აღმაშენებელი
21-ე საუკუნის ქართველობამ კი არათუ მისი დანატოვარის მოვლა შეძლო, მისი ძეგლიც კი გააძევა თბილისის შუაგულიდან. რას ვიზამთ - ტექნიკისა და ტექნოლოგიების ზეობის ხანაში სწორედ ველოსიპედი უფრო "შეეფერება" დემოკრატიული ევროპული მიმართულების მქონე სახელმწიფოს დედაქალაქის ცენტრს, ვიდრე მეფე, რომელიც შუასაუკუნეების სიღრმიდან მოგვძახის - იდიდგორეთ და იქართველეთო. ნუთუ ასე მოგვჭრა მისმა ძახილმა ყური?!.

1125 წლის 8 თებერვალს (ძვ. ს. 24 იანვარს) გარდაიცვალა დავით აღმაშენებელი - მეფე აფხაზთა, ქართველთა, რანთა, კახთა და სომეხთა.

თექვსმეტი
წლისა იყო, როდესაც ტახტზე ავიდა. და არა იმიტომ, რომ მამის გარდაცვალების გამო უწევდა ტახტზე ასვლა, არამედ იმიტომ, რომ ასე ისურვეს საქართველოს გონიერმა შვილებმა და ჯერ კიდევ მამის სიცოცხლეშივე დაადგეს თავს სამეფო გვირგვინი.

თექვსმეტი წლისა გახდა მეფე ქვეყნისა, რომელსაც მაშინ ნაქვეყნარი უფრო ეწოდებოდა: თურქ-სელჩუკთაგან აოხრებული და
გავერანებული, მიწასთან გასწორებული და ნანგრევებად ქცეული..... გამოქვაბულებსა და ტყე-ღრეებში გახიზნული ხალხითა და ჭინჭარ და ეკალმოდებული ეზო-ფუძეებით, დანაწევრებული და სისხლისაგან დაცლილი. მეფე მხოლოდ 16 წლისა იყო, მაგრამ საოცარი გონიერებითა და თანმიმდევრობით შეუდგა დაქცეული ქვეყნის შენებას.
შინაურ მტრებს ერთგულება აიძულა, ერთგულნი კი გააერთიანა და საბრძოლველად განამზადა. შეშინებული ხალხი გაამხნევა, სამალავებიდან გამოიყვანა და საკუთარ ფუძეს დაუბრუნა. მათთან ერთად ხნავდა და თესავდა, ვარჯიშობდა და იბრძოდა.
უფრო სწორად, პირველი ებმებოდა ბრძოლაში და უკანასკნელი ტოვებდა ბრძოლის ველს. ერთი მოქნევით კვეთდა ცხენზე ამხედრებულ მებრძოლს კისრიდან უნაგირამდე: ერთხელ, ბრძოლის ველიდან გამოსულმა, სარტყელი რომ შეიხსნა, ღვარად წამოვიდა ჯავშანში დაგროვილი მტრის სისხლი.
რუის-ურბნისის კრებაზე ამხილა და განაკვეთინა ღვთისა და ეკლესიის მოღალატენი. კარგად იცოდა, რომ საქართველოსათვის ბრძოლაში ღვთის სასწაულის იმედად იყო დარჩენილი. ეს სასწაული კი არ მოხდებოდა, თუ თვითონაც და ხალხიც უფლის გზას არ დაადგებოდნენ.
ასე გარჯითა და ბრძოლით დაიბრუნა და შემოიერთა ნელ-ნელა რუსთავი, სამშვილდე, ლორე, კლდეკარი, ჰერეთი. . . ნელ-ნელა აღადგინა საქართველო თავის საზღვრებში. გაათავისუფლა და სომხებს დაუბრუნა თავიანთი უძველესი ქალაქი, ანისი. მტერი მთელი კავკასიიდან გადარეკა და ქართული სახელმწიფო ნიკოფსიიდან დარუბანდამდე გადასჭიმა.

საოცრად ნიჭიერ მხედართმთავარსა და მრისხანე მებრძოლს უზომოდ უყვარდა კითხვა და ყველგან დაჰქონდა თან სამგზავრო ბიბლიოთეკა. კარგად ხვდებოდა,რომ ჭეშმარიტ თავისუფლებას მხოლოდ ჭეშმარიტი ცოდნა თუ ანიჭებს ადამიანს, ხოლო თავისუფალი ქვეყნის შენება და შენარჩუნება მხოლოდ თავისუფალ თაობას შეუძლია. ამიტომაც ნიჭიერ ახალგაზრდებს ყველანაირად უწყობდა ხელს სწავლაში, გამორჩეულებს კი საზღვარგარეთაც გზავნიდა.

იყო გელათი - მონუმენტური ქმნილება სამონასტრო კომპლექსითა და აკადემიით.


იყო დიდგორიც - ძლევა საკვირველი. რასაც მრავალსაუკუნოვანი ტყვეობიდან თბილისის გამოხსნა მოჰყვა.

იყო საოცარი ზრუნვა საკუთარ ქვეშევრდომებზე - უამრავი ქსენონი გაჭირვებულთა და სნეულთათვის. თავად ამოწმებდა ავადმყოფთათვის განკუთვნილ საჭმელსა თუ ქვეშაგებელს.
იყო საოცარი გულმოწყალება და ქველმოქმედება - ჰქონდა ქისა, რომელშიც ყოველდღე დაუთვლელად ყრიდა ფულს. სავსე ქისით გარეთ გამოსული ამ ფულს უპოვართ ურიგებდა. თუ ქისას იმ დღესვე ვერ დაცლიდა, განიცდიდა - არ შემიწყალაო დღეს ქრისტემ.
იყო საოცარი კრძალვა ხატებისა და სიწმინდეების მიმართ, საოცარი სიყვარული ღვთისა და მისი ქმნილებისა, საოცარი სინანული საკუთარი ცოდვების გამო.

1089 წელს გამეფდა.
1125 წლის 8 თებერვალს გარდაიცვალა.

ქართველმა ხალხმა მას აღმაშენებელი უწოდა. ქართველმა ეკლესიამ იგი წმინდანთა შორის შერაცხა და ხსენებად მისი გარდაცვალების დღე დააწესა.

21-ე საუკუნის ქართველობამ კი არათუ მისი დანატოვარის მოვლა შეძლო, მისი ძეგლიც კი გააძევა თბილისის შუაგულიდან. რას ვიზამთ - ტექნიკისა და ტექნოლოგიების ზეობის ხანაში სწორედ ველოსიპედი უფრო "შეეფერება" დემოკრატიული ევროპული მიმართულების მქონე სახელმწიფოს დედაქალაქის ცენტრს, ვიდრე მეფე, რომელიც შუასაუკუნეების სიღრმიდან მოგვძახის - იდიდგორეთ და იქართველეთო. ნუთუ ასე მოგვჭრა მისმა ძახილმა ყური?!.

მარიამ ბურჯანაძე (სპეციალურად საიტისთვის)

მკითხველის კომენტარი (6)
maia
09 თებერვალი 2015 00:05
....აბჯრის ჩხერაში,ხმალთა ელვაში,მზერდი მომავალს შორს გამხედარი და იდექ სვეტად საქართველოსი ვეფხვი ფრთიანი,ნათლის მხედარი................დიდო მეფეო შეგვინდე
l.k.
08 თებერვალი 2015 15:46
დიდება უფალს რომ იმეფა და ამეფა უფალმა!ყველას შეგვეწიოს წმინდა მეფის ძალა და მადლი!
kola
08 თებერვალი 2015 15:06
გილოცავთ დავითობას.რა ვთქვა რით გაგახაროთ ბერძენიშვილს დათო ჰქვია,ბაქრაძეს დათო ჰქვია.მგონი მიშასაც უნდოდა დათოობა.სანამ ქართველს დათო ერქმევა და არა დავითი,საქართველო ვერ გადავითდება.დღეს ჩვენ ყველა დათოები და სანდრიკები,ნიკუშები და გივიები ვართ,კნინობითები და დაკნინებულები.
Heraclius (Kukheti) 22 Years
08 თებერვალი 2015 14:57
და კიდევ; ერთი დავითის მამ იმიტომ გადადგა, რომ სული წმიდის კარნახით, შვილში უფრო დიდს ხედავდა ვიდრე თავად იყო! დღეს რო იცინიან და ამბობენ გადააყენესო ეს ტყუილია! დავით აღმაშენებელს ევროპული ქრონიკების, წყაროების თანახმად, ეძახდნენ "უხუცეს იონას". ანუ დავით აღმაშენებელი იყო ბერი! ბერები ირქმევდნენ სახელს ხოლმე.. დღეს კი ეკლესიას დავცინით ხო?!
დიდ ადამიანებს მოღალატეებს ვეძახით; იგივე ერეკლე მეორეს, გიორგი სააკაძეს და ჩვენ ვართ ხომ თითით საჩვენებელები!... ჩვენც ვიქნებით წინაპრები და ჩვენი შთამომავლობას შერცხვება და ჩვენს სახელსაც არ ახსენებს..
daviti
08 თებერვალი 2015 14:43
ეგ იყო კაცი.აბა ეხლა კაცუნები და კაცმაცუნები დარჩნენ სატავეში მარტო თავიანთი ჯიბის გასქელებაზე ფიქრობენ ბლიად
Heraclius (Kukheti)
08 თებერვალი 2015 14:27
ერთი ორი მცირე შენიშვნა: ბიბლიოთეკას ქართველები ძველადვე წიგნთსაცავს ეძახდნენ და ასეც დავუძახოთ!
საქართველო არასოდეს ყოფილა ნიკოფსია დარუბანდი, არამედ საერთოდ კავკასიას მოიცავდა და სამხრეთ კავაკსიასაც. კახელები არაქსამდე და ცოტა ქვემო ნაწილამდე ბინადრობდნენ.. და ყირიმის აღმოსავლეთითაც ქართფველები ცხოვრობდნენ რომელიც რუსებმა მე_19 საუკუნეში გაასახლეს. ქართველი ეპისკოპოსი აზოვის ზღვასთანაც იჯდა.
ეხლა ორი სიტყვა დავითის ცილისმწამებლებს:პირველი დავითი არასოდეს შესულა მეჩეთებში! 2 ჯერ იყო ოზუსტად! ერთხელ როცა ანისი აიღო და მოლებს მეჩეთებში თავები დააჭრა (იმუქაფა დავით მეფემ, მოლათა და დარიშხანთა სისხლით მორწყა მეჩეთები) მეორედ დავითი იყო როცა ხოჯას (მუსულმანების დიდ მოძღვარს) ებაასა, ისეთ დღეში ჩააგდო ხოჯა ენას ვერ იღებდაო! მუსულმანებს ყურანს ასწავლიდა.
დავითს არასოდეს ქონია ჯაშუშობის ინსტიტუტი, იმხელა დიდ სულიერება ქონდა, ღმერთმა წინასწარგანჭვრეტის უნარი მისცა და იბარებდა ჯარისკაცებს და ეუბნებოდა რომ შენ აჯანყებას აპირებდი და მეორედ აღარ გაგაფრთხილებო! ჯარისკაცებს დავითის შემხედვარე ცუდის ფიქრისაც ეშინოდათო! დავითს მცხეთასთან, როდესაც სარწმუნოებაში ეჭვი შეეპარა, ძილში ქრისტე გამოეცხადა და გააფრთხილა! თუ კიდევ ეჭვი შეგეპარება ჩემში დაგსჯიო!
დღეს არამარტო დიდგორს დავცინით, ერთი ისტორიკოსი რომ იძახდა 80 000 კაცი იყო დიდგორზეო, არამედ ხულულად წმიდა გიორგი მიუძღვდოა დავითს და ქართველებს წიინ! ეჰა, მეომარნო ქრისტესნო, ქრისტეს რჯულის დასაცავად თუ ვიბრძოლებთ, ამ ეშმაკის მიმდევარ მუსულმანებს კი არა, ეშმაკიც რომ მოვიდეს ვერას დაგვაკლებსო! ისე მართლა სასაცლიოა რომ კაცმა (ზე)კაცმა რომ საქართველო დღევანდელ დღემდე მოიყვანა, გადაარჩინა ქართული ეთნოსი და საქართველო შექმნა, დღეს ესე ვიქცევით! მე კახელი ვარ და თავად ვარ შესწრებული ქუთაისში როგორ დასცინოდნენ დავითს! ცხენიდან ჩამოუვარდათ ქანდაკებაო თუ რაღაც.. უბრალოდ სირცხვილია ძალიან. მე არც ევროპა მინდა, არც ამერიკა-რუსეთი დავითის პოლიტიკა მინდა უკან არ დახევა და მტერს კვეთა, რადგან გარანტირებული მაქვს რომ მტერი საქართველოს ბოლომდე ვერ დაიპყრობს რადგან დედა ღვთისმშობელმა გვაკურთხა!

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, „ხორავას ქუჩის“ საქმეში იკვეთება თუ არა სამოხელეო დანაშაული?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, „ხორავას ქუჩის“ საქმეში იკვეთება თუ არა სამოხელეო დანაშაული?