"დედოფალმა" ათონზე იმოგზაურა "უწმინდესმა ამ ხატს "სიხარულის მომნიჭებელი" უწოდა"
13-04-2015
"დედოფალმა" ათონზე  იმოგზაურა  "უწმინდესმა ამ ხატს "სიხარულის მომნიჭებელი" უწოდა"
"ღვთისმშობელი მიდიოდა იმ მონასტრებში, ვისაც მისი სტუმრობა სჭირდებოდა"

"მარშრუტი, რომელიც გავი­არეთ, ერთმანეთის თანამიმდევრულად რომ გახაზო, ჯვარი ისახება"


ეს არის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი, რომელიც აბსოლუტური ანალოგია ათონის მთაზე, ივერონის მონასტერში­ დავანე­ბული დედა ხატის - ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისა, რომელსაც პორტაიტისა (კარიბჭისა) ეწოდება. ახალდაწერილ ღვთისმშობლის ხატს ორი ახალგაზრდა მცველი ჰყავს - რეჟისორი ზურაბ შიოშვილი და მუსიკოსი გიორგი ჭოლოკავა. ხატმა სახელი თავად დაირქვა - "დედოფალი" - ათონის წმინდა მთაზე მოგზაურობისას მომლოცველები და ათონელი მამები
მას ხვდებოდნენ შეძახილით: "დედოფალი მობრძანდება!". წმინდა "დედოფალი" სასწაულებრივად ირჩევს, სად მიბრძანდეს - იქნება­ ეს ტაძარი, თუ სხვა კონკრეტული ადგილი, რათა მორწმუნეებს მასთან მიახლების საშუალება მიეცეთ. ბრწყინვალე შვიდეულში ხატი დაბრძანებული იქნება სამების საკათედრო ტაძარში. უწმინდესმა მას "სიხარულის მომნიჭებელი" უწოდა.
მასალა "დედოფლის" ათონის მთაზე მოგზაურობის შესახებ პირველად
ჟურნალ "კარიბჭეში" დაიბეჭდა
.

ზურაბ შიოშვილი: - გასული წლის აპრილში­ მესიზმრა: დედის დაძახილზე გავედი სასტუ­მრო ოთახში, სადაც ჰაერში ეკიდა პორტაიტისად წოდებული ღვთისმშობლის ხატი. ეს იყო სწორედ ივერონში დაბრძანებული­ ხატი, რომ­ელიც თითქოს დაბრუნებუ­ლიყო ათონიდან და პირველად ჩვენს ოჯახში გამოჩნდა. გავოგნდი, რატომ გაჩნდა ეს ხატი უპირველესად ჩვენთან-მეთქი. მივხვდი: ეს არ იყო ჩვეულებრივი სიზმარი...
ამის შემდეგ მოვლენები ასე განვითარდა: მოულოდნელად უცხო ადამიანმა მოწვევა გამოგვიგზავნა­ საბერძნეთიდან...­ გასაგები იყო ნება უფლისა - ათონის მთაზე უნდა წავსულიყავით...

მე და გიორგი ჭოლოკავამ ათონზე გასამგზავრებელი ვიზები ავიღეთ. მივხვდით, რომ აქედან უნდა წაგვებრძანებინა ივერიის ღვთისმშობელი და დავიწყეთ ხატის­ ძიება. ზოგისა­ ჩარჩო არ მოგვწონდა, ზოგისა - სხვა დეტალი. წასვლის დრო ახლოვდებოდა. გიორგის ვუთხარი,­ - ალბათ, ღვთისმშობელი თავად გვეტყვის,­ რომელი ხატი წავ­აბრძანოთ-მეთქი. გვინდოდა, წასაბრძანებელი ხატი, პორტაიტისას სრული ასლი და მის მსგავსად, აუცილებლად პერანგით შემოსილი უნდა ყოფილიყო. მართლაც გამოჩნდა ასეთი ხატი. ერთ დილას შეგვხვდა დიდი ხნის უნახავი ნაცნობი.­ ჩვენი საფიქრალი რომ შეიტყო, გვითხრა, ამა და ამ ადგილას მეგულება კანონიკურად დაწერ­ილი ხატი­ო. მაშინვე წავედით და მივხვდით, რომ ეს სწორედ ის ხატი იყო...

გიორგი ჭოლოკავა: - ამის შემდეგ­ დამზადდა კიოტიც. ხატი საკურთხებლად მივაბრძანეთ წმინდა სამების ტაძარში და პირველად დოქიარის ღვთისმშობლის ხატის, "მსწრ­აფლშემსმენელის", პირისპირ დავაბრძანეთ. ტაძრის ეზოში გაჭირვებ­ულნი და ავადმყოფნი სიხარულით­ მიეახლებოდნენ ხატს - ყველას მანუგეშებელი გახდა­ "დედოფალი". ამის შემდეგ დავაბრძანეთ: სიონის ტაძარში სიონის ღვთისმშობლის ხატის პირისპირ, სამთავროს ფერისცვალების­ ტაძარში მამა გაბრიელის ლუსკუმაზე და ღვთისმშობლის ხატთან, სვეტიცხოველში კი მაცხოვრის კვართთან.
ხატმა საბერძნეთში უამრავ განსაცდელს გადაგვარჩინა, მათ შორის საშინელ ავტოკატასტროფას.

ზურაბი:
- ღვთისმშობლის ხატი სამ­თავროში მივაბრძანეთ, მამა გაბრიელის ლუსკუმასთან მივედი და ბერ გაბრიელს ვთხოვე, - ძალიან მეშინია ათონზე წასვ­ლის და ჩვენთან ერთად უნდა წამოხვიდე-მეთქი...
ნიშანი მეორე დღესვე მივი­ღეთ. სადაზღვევო კომპანიაში სამოგზა­უ­რო დაზღვევა ჯერ გიორგის გამოუწერეს,­ მერე მე. სალაროს ოპერატორმა მით­ხრა, - უკაცრავად­, იქნებ დაიცადოთო.­ ხან სად და­რე­კა, ხან - სად და ბოლოს მომცა­ მე­სამე­ დაზღვევის ბარათიც: რაღაც­ გაურკვევლობა­ა და სამი ბარათი გექნებათო­. გამეღიმა, - ეტყობა, მამა გაბრიელი მართლაც მოდის-მეთქი...

გიორგი: - ათონზე ნებისმიერ მონასტერში საპასპორტო­ კონტროლია და ყველგან ვეწერეთ ჩვენ ორნი და კიდევ მესამე პირი. თუმცა, ვერ გავა­რკვიე, ვინ იყო ის მესამე, რომელსაც­ ჩვენთან ერთად არეგისტრირებდნენ. გზა­შიც¬ჩვენ გვერდით მეს­ამე ადგილი ყოველთვის თავისუფალი იყო... ათონის მონას­ტრების სატრაპეზოებშიც გვერდით მუდამ გვედო მესამე ცარიელი თეფში, არადა, ზუსტად იმდენი თეფში­ იდება, რამდენი კაციც ტრაპეზობს. წაღებული გვქონდა წმინდა მამა გაბრიელის საფლავის მიწაც, რომელსაც ყველა მონასტერში მიმოვაბნევდით ხოლმე, ზოგან ბერ­ებსაც ვუტოვებდით ამ სიწმინდეს.

ზურაბი: - გზად ერთი სასწაული მოხდა­:
ჩვენი ავტობუსი ისე გადაიხარა, რომ ორ ბორბალზე­ იდგა იმ მხარეს, სადაც­ ჩვენ ვისხედით და ღვთისმშობლის ხატი იყო დაბრძანებ­უ­ლი.­ მგზავრები შეშფო­თდნენ, ჩვენ მშვიდად ვიყავით. ვიცოდით, ცუდი არაფერი მოხდებოდა.
მართლაც ყველაფერი­ მშვიდობიანად დასრულდა. მეორე­ ასეთი სასწაული ასევე ავტობუსში შეგვემთხვა. სასწაულებრივად გადავურჩით უდიდესი სისწრაფით მომავალ ავტომანქანას, რომლის მძღოლსაც ჩასძინებოდა.

ათონზე

ზურაბი:
- საბერძნეთში სექტემბრის ბოლოს­ ჩავედით. ათონზე ყველა მომლოცველი ქალაქ ურანოპოლის პორტიდან შედის ბორნით, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ჩვენ იერისოდან უნდა შევსულიყავით. იერი­სოდან მხოლოდ განსაკუთრებ­ულ სტუმრებს იღებენ. გასაგები იყო - "დედოფალი" საპატიო შესასვლელიდან უნდა შებრძანებულიყო... პირველად ვათოპედის მონასტერში მივედით. ათონის­ მონასტრებში ჩვენს "დედოფლის" ხატს ყველა ეგებებოდა - ივერიის ღვთისმშობლის ხატი იქ ყველაზე პატივსაცემია. ვათოპედში, ლოცვის დროს, ბერები ჯერ ტაძრის მთავარ ხატებს­ ემთხვეოდნენ, მერე ჩვენს "დედოფალს"... ამასთან, ათონის ყველა¬მონასტ­ე­რში ჩვენი ხატი ღამეს კათოლიკონების (მთავ­არი ტაძრების) საკურთხევლებში ათევდა.

ლოცვის შემდეგ სიწმინდეების მოსა­ლ­ოცად უნდა შევსულიყავით და თბილ­ისიდან¬ჩვენი მეგობრების მიერ გატანებული ჯვარ-ხატები ამ სიწმინდეებისთვის­ შეგვეხო.
გიორგიმ გახსნა ჩანთა და საკვირველება ჩვენთან ერთად იქაურმა ბერებმაც იხილეს: ჩანთაში იდო წმინდა მამა გაბრიელის ხატი, რომელიც არავის გამოუტანებია­ და არც ჩვენ წამოგვიღია.
ვიკითხე - თუ არის ათონზე წმინდა გაბრ­იელის ხატი-მეთქი­. არაო. მივხვდი, რატომაც მოხდა ეს სასწაული და დავუტოვეთ ხატი მამა გაბრიელის საფლავის მიწასთან ერთად. საკვირველია ისიც, რომ მონასტრის კელიაში, სადაც ჩვენ დაგვაბინავეს, სამი საწოლი დაგვხვდა. ყველა მონასტერსა და სასტუმროში ჩვენთვის იყო სამადგილიანი ნომერი... ვათ­ოპედში ყოფნას დაემთხვა ჯვართამაღლების­ დღესასწაული და ყველაზე სასიხარულო ის იყო, რომ ამ დღესასწაულზე ვეზიარეთ კიდეც, რამაც უდიდესი ძალა შეგვმატა.

გიორგი: - ბერებს ამ ხატის მიმართ განსაკუთრებული კრძალვა ჰქონდათ. ისე გვექცეოდნენ, როგორც ძალიან საპატიო სტუმრებს. ვათოპედის მონასტრის წინამძ­ღვარი, გერონდა ეფრემიც კი, რომელმაც თავის კაბინეტში მიგვიღო, ფეხზე წამოგვი­დგა და არც დამჯდარა ჩვენი იქ ყოფნისას,­ უდიდესი სიხარულით გვესაუბრებოდა, მოიკითხა ჩვენი პატრიარქი...

მეორე დღეს სატრაპეზოდ ჩვენ გარდა ყველა მიიწვიეს. ორმა ბერმა გარეთ გამოსვლა გვთხოვა.­ დავიბენით, ნუთუ რაიმე დავაშავეთო. შეგვიყვანეს ზეთის შესანახ დარბაზში, სადაც მაგიდის თავში დაბრ­ძანებული იყო ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატი "ზეთმდინარე". გამოდის, თავად ღვთისმშობელმა გვიმასპინძლა. ეს იყო საოცრად ამაღელვებელი. იქაც ერთი ზედმეტი თეფში იდო.
ვათოპედის შემდეგ იწყება სხვა სასწაულებიც.

ზურაბი: - ათონზე რამდენიმე მონა­სტერი­ მოვილოცეთ და ივერთა სავანეში დედოფლის გამგზავრებაც გადაწყდა.
ქალაქ კარეასში ჩავედით, რადგან ივერონში ტრანსპორტი მხოლოდ კარეასიდან­ დადის. კაციშვილი არ ჭაჭანებდა­. მოედანზე­ ვისხედით მშიერ-მწყურვალები, ამასობაში გაავდრდა, თავშესაფარიც არ გვქონდა.¬შორიახლო კაფეში შევედით. მეპატრ­ონემ გვით­­ხრა, - ახლა არანაირი ტრანსპორტი­ არ იქნება, ერთადერთი გზა ტყით მიდის და ისიც საშიშია, თუ ვინმე გამყოლი არ გყავთო­. მტკი­ცედ გვქონდა გადაწყვეტილი ივერონში­ "დედოფლის" მიბრძანება და დავადექით ტყის ბილიკს. გზად ყუთლუმუშის მონასტერში შევიარეთ. შეგვეგებნენ¬ერთი ასაკოვანი ბერი და არქ­ონდარი. ხატი რომ დაინა­ხეს, სახე, ცოტა არ იყოს, შეეცვალათ. ხატს ემთხვივნენ და გვკი­თხეს, ვინ ხართო. გიორგიმ უთხრა, იქნებ ივერ­ო­ნის გზა მიგვასწავლოთო. არქონდარმა გზაზე დაგვაყენა, - რადგან ღვთისმშობლის ნება ასეთია, წადითო...

ტყეში დავიკარგეთ... ბინდდებოდა,­ თან წვიმდა. პატარა მდინარე დავინახეთ და ფეხს ავუჩქარეთ. ის იყო, ხიდზე უნდა გადავსულიყავით,­ რომ ფერდობიდან დიდი, შავი ძაღლი¬დაეშვა და ჩვენკენ წამოვიდა­. ჯერ გიორგისთან მიირბინა. გიორგის გუ­ლზე ჩანთით ხატი ეკიდა. ძაღლმა ხატის ქვედა კიდეს თათები დაადო და დრუნჩი მიაბჯ­ინა, შემდეგ ჩემთან მოირბინა და ხელზე მომადო დრუნჩი.

რატო­მღაც ძაღლს ვუთ­ხარი, - აბა, წადი ახლა ივერონში-მეთქი­. ძაღლი შებრუნდა და ჩვენც გავყევით.
ცნობილია, რომ ძაღლი ტყეში არ ბინადრობს. ან საიდან უნდა მოსულიყო - ახლომახლო მონასტერი არსად იყო. ძალიან უცნაურად იქცეოდა - უცებ გაქრებოდა, მერე მოგვვარდებოდა თათების ცემით. რამდენიმე საათი ვიარეთ წვიმაში. მშივრებმა გადავიარეთ­ სამი უღელტეხილი. გზადაგზა ძაღლი ჩერდებოდა და თვალებში მოგვაჩერდებოდა, თითქოს ცდიდა ჩვენს რწმენას, გავყვებოდით თუ არა მას ბოლომდე. მოულოდნელად ძაღლმა¬სხვა მხარეს გადაუხვია. მივყევით. ცოტა ხანში წყაროსთან მიგვიყვანა. უძველესი­, ქვით ნაშენი წყაროს თავზე ივერიის ღვთისმშობლის ხატი იყო დაბ­რძანებული. პირჯვარი გამოვისახეთ, წყალი დავლიეთ და გზა გავაგრძელეთ. ტყე გამეჩხერდა. მალე პატარა, განსხვავებ­ული იერის ეკლესიას მივადექით, საოცრად ლამაზი ეზო ჰქონდა. მოგვიანებით გავარკვიეთ, ეკლესია ღვთისმშობლის გამოც­ხადების ადგილას აუგიათ. მცირე ხანში ტყიდან გამოვედით და ჩვენ თვალწინ ზღვის პირას გაშენებული ივერთა სავანე დავინახეთ. ძაღლი წინ მიდიოდა, თითქოს მოწყენილი იყო - ალბათ, ჩვენთან განშორებას დარდობდა...

მონასტრის ჭიშკარი ღია დაგვხვდა. როდესაც ეზოში შევედი, ცრემლები მომაწვა. ეს იყო დიადი წუთები. ცენტრალური ტაძრის კედელთან ჩანთები დავალაგეთ და სტოაში შევედით. ულამაზესი ვიტრაჟითა და ფრესკებით შემკულ სტოაში საოცარი სიჩუმე იდგა. დავიწყეთ ივერიის ღვთისმშობლის ხატის მცირე ტაძრის ძებნა.¬ის ჭიშკ­რის გვერდითაა,­ დიდი ტაძრის ახლოს. დაკეტილი დაგვხვდა. გიორგიმ გასაღების ჭუჭრუტანაში შეიხედა და უცებ თქვა, - აქ არის! სახეზე უბედნი­ერესი ღიმილი დასთამაშებდა.

გამოვბრუნდით და ისევ მთავარი ტაძ­რის სტოაში შევედით - იქნებ ვინმემ გამო­იაროსო. ცოტა ხანში ერთი ბერი მოვიდა, თან ხატს უყურებდა გაოგნებული. არქონდარის ნახვა გვინდაო, - ვუთხარით.¬ბერი წავიდა...
მალე გასაოცარი გარეგნობის ბერი ჩქარი ნაბიჯით მოგვიახლოვდა და გვკითხა, - ქართველები ხართო? პასუხს­ არც დალოდებია, ხატს ემთხვია და შემდეგ¬აგვათვალიერა. მერე ხატი გამოგვ­ართვა, სახ­ესთან მიიტანა და დააკვირდა.
თითქოს მთელი ხატი შეისწავლა და ბოლოს გვითხრა, - ეს უზუსტესი ასლია პორტაიტი­სასი. საოცარია, ეს ზუსტად ის პერანგია, რომლითაც ჩვენ ვმოსავთ პორტაიტისას ხატსო...

მიგვიღეს!!!
ეს ღვთისმშო­ბლის შეწევნით მოხდა, "დედოფალმა" დაივანა ივერონში.
ნატრაპეზევს გვითხრეს, რომ პორტაიტისას სამლოცველო უნდა გაეხსნათ პარაკლისის წასაკითხად. ჩვენც სიხარულითა და გასაოცარი კრძალვით გავწიეთ სამლოცველოსკენ. სამლოცველოები, რომელსაც ათონზე პარაკლისებსაც უწოდებენ, იხსნება მხოლოდ ერთხელ, ისიც ლოცვის კითხვის დროს. იქ ერთ კონკრეტულ ადგილას დგები და განძრევა არ შეიძლება, ლოცვის დასრულების შემდეგ გაძლევენ უფლებას, ხატს ემთხვიო და მაშინვე გახვიდე გარეთ, შემდეგ პარაკლისი 24 საათით იკეტება.
ივერიის ღვთისმშობლის ხატის სამ­ლოცველოს კარიდანვე ჩანდა ზეციური დედოფალი. ეს არის ენით აღუწერე­ლი სილამაზისა და ძალის ხატი.

სამლოცველო პატარაა, ათიოდე კაცი ძლივს ვეტეოდით. თვალს არ ვაშორებდი ხატს, მინდოდა, კარგად დამემახსოვრებინა­ მისი სახეც და ეს წუთებიც. უცებ ხატის მეთვალყურე ბერმა გვით­ხრა, ხატს ემთხვ­იეთ და გადითო. ჩვენ წინ ვიდექით, მაგრამ ფეხი ავითრიე. გიორგის ვუთხარი, ჯერ არ მივიდეთ-მეთქი. ბერები სწრაფად მიეახლებოდნენ ხატს, ემთხვეოდნენ და გადიოდნენ. საოცარი განცდა იყო. განა ოდესმე ვიფიქრებდი, თუ ოცნება ამიხდებოდა და ივერიის ღვთისმშობელს ვნახავდი. და ის წარდგა¬ჩვენ წინ მთელი თავისი დიდებულებით! ჩვენ რიგის ბოლოს დავდექით. ჩვენი "დედოფალი" ხატის მცველს გადავეცი, რათა დედახატის პირისპირ დაებრძანებინა და ლოცვა წაეკითხა. ამის შემდეგაც ხატი კანონიკური ასლი ხდება. ამასობაში ჯერ გიორგიმ გააკეთა დიდი მეტანია, შემდგომ მე.

მეტანიისას გულამოსკვნილი ტირილი ამივარდა. ხატს ორივე ხელი შემოვხვიე, შუბლი მივადე და ვქვითინებდი.
დამშვიდება არც მიც­დია.­ ვტიროდი მოთქმით, სიყვარული მატირებდა ასე. ვერც ვგრძნობდი, გარშემო რა ხდებოდა. გვერდით მოვიხედე. გიორგი ჩემ გვერდით იდგა დაჩოქილი, თვალცრემლიანი. წარმოგიდგენიათ ეს სურათი? ორი ადამიანი ერთდროულად დაჩოქილი ასეთ მკაცრ მონასტერში და ადგომასაც არ აპირებენ. ეს დაუშვებელია ათონზე, მით უფრო ივერონში. წამოდგომა­ არც მიფიქრია... გონს რომ მოვედი და უკან გავიხედე,­ დავინახე, ხატის მცველთან ერთად კართან რამდენიმე ბერი იდგა და გვიყურებდნენ. გამიკვირდა, ხატის მცველმა იქ რომ დაგვტოვა მარტოები... მერე შემოვიდა და ბერძნულად გვითხრა რაღაც.

ბერძნული არ ვიცი, მაგრამ მისი ნათქვამი ისე გავიგონე, როგორც მშობლიურ ენაზე წარმოთქმული სიტყვა. გვითხრა, - ყოვლა­დწმინდა ღვთისმშობელმა დაგლოცოთო და კვლავ გარეთ გავიდა.
კიდევ კარგა ხანს ვიყავით ხატის წინ და "დედოფალიც" პირისახით დედახატთან იყო დაბრძანებული...
ღამე ვერ მოვისვენე და ეზოში ჩამოვედი­ კელიიდან, მინდოდა, მევლო იმ მიწაზე, სადაც საუკუნეების მანძილზე მოღვაწეობდნენ დიდი ქართველები, სადაც დაბრძანებული იყო უდიდესი სიწმინდე, ივერიის ღვთისმშობელი. მცირე დარბაზში, რამდ­ენიმე ბერთან ერთად ის გასაოცარი გარეგნობის არქონდარიც იყო. მომიახლოვდა და საუბარი დამიწყო... არ დამიმალავს ჩემი უდიდ­ესი სიყვარული ივერთა სავანის მიმართ. უცებ ხელები შემომხვია, გულში ჩამიკრა და თავი დამადო.

მეორე დილას "დედოფალი" ჩავა­ბრძანეთ­ იმ ადგილას, სადაც ბერმა გაბრიელმა ივერი­ის ღვთისმშობლის ხატი გამოაბრძანა­ ზღვიდან. დავაბრძანეთ სწორედ იმ ადგილას, სადაც წყარომ ამოხეთქა, შემდეგ იმ ადგილზე დავაბრძანეთ, სადაც პორტაიტისას დაასვენებენ წელიწადში ერთხელ ზღვის სანაპიროზე, ბოლოს ამოვაბრძანეთ ივერონის მონასტერში. 

გიორგი:
- ივერონის შემდეგ მივე­დით­ ყუთლუმუშის მონასტერში, სადაც გველოდნენ.¬ხატი ამოვაბრძანეთ ჩანთიდან, რომელთანაც ხელი არავის მიუწვდებოდა­, რადგან სულ ჩვენთან­ იყო, აღმოვაჩინეთ ჯვრები და პატარა­ სკვნილები. დღემდე უცნობია, როგორ გაჩნდა ეს ჯვრები იქ. იქნებ ეს ივერიის­ ღვთისმშობლის საჩუქარიც იყო...
ზურაბი: - იყო სხვა სასწაულებიც. მაგალითად, დავგეგმავდით ამა თუ იმ მონასტერში წასვლას, მაგრამ ჩვენი გეგმის მიხედვით არაფერი ხდებოდა. ბოლოს აღმ­ოვაჩინეთ, რომ მარშრუტი, რომელიც გავი­არეთ, ერთმანეთის თანამიმდევრულად რომ გახაზო, ჯვარი ისახება. ღვთისმშობელი მიდიოდა იმ მონასტრებში, ვისაც მისი სტუმრობა სჭირდებოდა. ღვთისმშობლის ხატი ყველა მონასტერში ღამეს საკურთხეველში ათევდა. გარდა ამისა,
ხატი დაბრძანებული იყო პირისახით უდიდეს სასწაულმოქმედ ხატებზე, ასევე ათონის მონასტრების უდიდეს სიწმინდეებზე და იმოსებოდა მათი მადლით.

ალბათ, რთული იქნება ყოველი მათგანის ჩამოთვლა, მაგრამ რამდენიმეს მაინც ვახსენებ, ესენია: პანტანასას, დოქიარის "სწრაფლშემსმენელი",­ ქილანდარის "სამხელა", "ღირს არსი", "ნუგეშ­ისმცემელი" ხატები. სიწმინდეთაგან - ღვთისმშობლის სარტყელი, იოანე ოქროპირის თავის ქალა, ანდრია პირველწოდებულის თავის ქალა, ცხოველმყოფელი ჯვრის ნაწილები, მაცხოვრის კალამი და სხვა მრავალი. ამ სიწმ­ინდეთაგან იკრებდა უდიდეს მადლს ჩვენი­ "დედოფალი". ხატმა­ მიგვიყვანა ესფიგმენის მონასტერშიც. ეს განდგომილ ბერთა­ სავანეა, ისინი ჩაკეტილად ცხოვრობენ, არც მომლოცველებს იღებენ, ელექტროენერგიაც კი არ აქვთ, არადა, სიდიდით ერთ-ერთი უდიდესი მონასტერია. იქ შემთხვევით აღმ­ოვჩნდით, ასეთი იყო ნება "დედოფლისა". როდესაც ხატი დაინახეს, უდიდესი მოწიწებით მიგვიღეს. იქ დაგვხვდა ფუტკრის ფიჭაში გამოჩენილი ღვთისმშობლის ხატი, რომელიც ბოლო დროს ინტერნეტით ხშირად ვრცელდება. ესფიგმენის ბერები მორიდებით მოდიოდნენ ჩვენთან და ძალიან თბილად გვეკითხებოდნენ საქართველოზე - ქართველები ნამდვილი მართლმადიდებლები ხართო. მათაც­ უდიდესი პატივისცემითა და სითბოთი მოიკითხეს ჩვენი პატრიარქი და გვითხრეს, - თქვენი პატრიარქი უდიდესი მოღვაწეა არა მხოლოდ საქართველოსთვის, მთელი საქრისტიანოსთვის, გაუფრთხილდით და მოუსმინეთ მასო.
ბედნიერები ხართ ქართველები, რომ ასეთი პატრ­იარქი გყავთ, გვითხრა ბერმა, რომელსაც სახეზე სევდანარევი სიხარული აღბეჭდოდა.

სიმონ-პეტ­რას მონასტერთან არის პატ­არა­ ქართული კელია, რომელშიც ბერი მამა გრიგოლი მსახურობს.­ ერთი ღამე ამ კელ­იაშიც გავატარეთ და ცისკარზე მამა გრიგოლთან ერთად ჩავატარეთ წირვა. ჩვენ მედავითნეები ვიყავით. ყველგან, სადაც მივი­დოდით, ქართულად ვგალობდით, რათა ქართული გალობა კვლავაც გაჟღერებულიყო ათონის წმინდა მთაზე.

გიორგი: - ბევრი სიწმინდე მოილოცა­ "დედოფალმა" და მასთან ერთად ჩვენც. უკან დაბრუნება ძალიან გაგვიჭირდა, როდესაც ბორანი ნაპირს მოადგა და ათონი დავტოვეთ, სევდა მოგვერია, მთელი გზა ერთმანეთსაც არ დავლაპარაკებივართ. სამახსოვროდ კი ათონის ტყიდან და მონასტრებიდან ყვავილები წამოვიღეთ, რომლებმაც აქ გაიხარეს. მას შემდგომ ვზრუნავთ­ ღვთისმშობლის ბაღიდან წამოღებულ ყვავილებზე.
ათონიდან "დედოფალი" მეტეორას მონ­ასტრებში გაემგზავრა. ისიც მოვილოცეთ და დადგა გამომგზავრების დღეც...

ზურაბი:

- საქართველოში დაბრუნებ­ის შემდეგ ხატი პატრიარქთან მივაბრძანეთ. მასთან ყველა დეტალზე ვისაუბრეთ. უწმინდ­ესი გარინდებული გვისმენდა. მერე გვითხრა, ეს ძალიან კარგის ნიშანიაო.
ბრძ­ანა, რომ ხატი ჩვენთან უნდა იყოს და არა ტაძარში. თუმცა, გვაკურთხა, რომ მივაბრძან­ოთ ტაძრებში, რათა ადამიანებმაც­ შეძლონ მოლოცვა. "ფეისბუკშიც" არის საგანგებოდ­ შექმნილი გვერდი - "დედოფალი". ათონურ სიწმინდეთა ძალით შემოსილი "დედოფალი" უდიდესი სიყვარულითა და სითბოთი მოილოცა უწმინდესმა ილია II-მ და "სიხარულის მომნი­ჭებელი" უწოდა. ხატი სასწაულმოქმედი და მსწრაფლშემსმენელია.
17 აპრილი 2017 17:54
დიდება უფალს
თინათინ მახაშვილი
17 აპრილი 2015 23:31
დიდება უფალს!ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი "დედოფალი"შეეწიოს სრულიად საქართველოს და მის წინაშე გულმხურვალედ მლოცველ ყველა ადამიანს!
ნანა
16 აპრილი 2015 14:41
დიდება უფალს!

რედაქტორის რჩევით