რა სასწაულები იხილეს იერუსალიმში ცნობილმა ქართველებმა
13-04-2015
რა სასწაულები იხილეს იერუსალიმში ცნობილმა ქართველებმა
ყოველი აღდგომის წინადღეს, დიდ შაბათს, მაცხოვრის საფლავზე მადლმოსილი წმინდა ცეცხლი გადმოდის და მისი მიღება მხოლოდ იერ­უსალიმის მართლმადიდებელ პატრიარქს­ შეუძლია. ყველა მორწმუნის მიზანი იერუსალიმის წმინდა მიწაზე ქრისტიანობის მთავარი სიწმინდის - უფლის საფლავის მოლოცვაა.  წმინდა მიწა და უფლის საფლავი­ მრავალ ცნობილ ქართველსაც აქვს მოლ­ოცვილი. თითოეულს იქ თავს გადახდენილი­ ამბავი თუ სასწაული აქვს მოსაყოლი.

ნიკა წულუკიძე, თეატრმცოდნე: - იერ­უსალიმში, ქრისტეს აღდგომის ტაძარში, ჩემი და ჩემი მეგობრების ყოფნა დაემთხვა სამი ქვეყნის მართლმადიდებელი პატრიარქის მობრძანებას.
მათ ლოცვა აღავლინეს. მაცხოვრის საფლავის ლოდიდან მირონმა დენა დაიწყო. როდესაც მასთან მიახლების საშუალება მოგვეცა, ნებაც დაგვრთეს, ლოდიდან გადმომდინარე მირონი გვეცხო და თან წამოგვეღო. პატარა ბოთლი აღმომაჩნდა და ამ მადლმოსილი სითხით ავავსე.

მერე პალესტინაში (ბეთლემი), შობის­ ტაძ­არში წაგვიყვანეს. საზღვარზე გვითხრეს, - მძღოლი ტურისტების უსაფრთხოებაზე პას­უხისმგებლობას ვერ
აიღებს, თუ გინდათ, გადაჰყევით, თუ არადა, დარჩითო. წასვლა ვარჩიე.
საზღვარს რომ გავდიოდით, მოულ­ოდნელად ავტობუსი გააჩ­ერეს. სალონში იარაღიანი კაცი ამოვიდა. მომიახლოვდა, პირქუში სახით შემომხედა. გული ამიჩქარდა. ვიფიქრე, - ყველაფერი აქ მორჩა-მეთქი, მაგრამ სასწაული მოხდა, - გამიღიმა და ინგლისურად მითხრა, - პელესტინელს ჰგავხარო...

მოკლედ, ჩავედით პალესტინაში, მოვინ­ახულეთ შობის ტაძარი... შემდეგ გვაჩვენეს ის საოცარი ლიმონის ხე, რომლის ნაყოფიც­, როგორც ამბობენ, უშვილოებმა უნდა ჭამონ. ჩვენი იქ ყოფნა ლიმონის მოკრეფის დროს დაემთხვა. მეც, ღვთის მადლით, შემხ­ვდა ეს ჯადოსნური ნაყოფი. საქართველოში რომ ჩამოვიტანე, მეგობარ ქალბატონებს დავურიგე და იმ წელს ყველა დაფეხმძიმდა... 

დათო გომართელი, მომღერალი: - იერუსალიმში პირველად ჩემი ბავშვობის მეგობრებთან, მათ შორის მამა ილია ნასიძესა და მის პატარა ვაჟთან, ნიკოლოზთან ერთად გახლდით. სიწმინდეების მოლოცვის­ შემდეგ სასტუმროს ნომერში, ღამით, ანგელ­ოზი­ გამომეცხადა. თეთრ სამოსში იყო გამ­ოწყობილი, იატაკიდან ოდნავ ჰაერში აწეული თეთრი ფრთებით დაფარფატებდა. ეს კი არ დამესიზმრა, თვალხილულად ვნახე. 

მაკა ზამბახიძე, მომღერალი:
- 2009 წელს მე და ჩემმა მეუღლემ ისრაელში ყველა წმინდა ადგილი მოვილოცეთ. ცეცხლის გადმოსვლასაც დავესწარით. ორი საათის განმავლობაში ველოდებოდით ამ სასწაულს. ტაძრის თაღს რომ ავხედე, შევნიშნე, წმინდა სამება იყო მთლიანად გამოსახული. გაოცებისგან შევყვირე და ჩემს მეუღლეს, ვახოს და იქ მყოფ მეგობრებს დავანახე. წმინდა სამება ცეცხლის გადმოსვლის შემდეგ გაქრა.

სასწაულად მივიჩნევ იმასაც, რომ მე და ვახომ ჯვარი სწორედ ისრაელში ჩასვ­ლიდან მეექვსე დღეს დავიწერეთ.
ბერძენი მოძღვრები, ვისაც კი ვთხოვეთ,­ ჯვარს არ გვწერდნენ. 12 მოციქულის ტაძ­არში უკრაინელმა მოძღვარმა გვითხრა, - თქვენი პატრიარქი ისე გვიყვარს, ჩვენთვის­ პატივია თქვენთვის ჯვრის დაწერაო. არადა,­ იმედი გადაწურული გვქონდა... მას შემდეგ წმინდა მიწაზე 5-ჯერ ვიყავი.

რატი დურგლიშვილი, მომღერალი: - იერუსალიმში რამდენჯერმე ვარ ნამყ­ოფი. სასწაული და ნამდვილი საო­ცრებაა. ის ადგილია, სადაც ადამიანს სულ უნდა წასვლა. ყველაზე დიდი სულიერი სიმშვიდე­ სწორედ იქ მოვიპოვე. უფლის საფლავს­ პირველად ხელი რომ შევახე, ვიგრძენი, მაგნიტივით მიმიზიდა, თითქოს რაღაც ენერგეტიკული ველი შეიკრა და ვერაფრით მოვწყდი. პირქვე დამხობილი თავს ვერ ვწევდი. უნებურად ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ იმ წუთებში ყველაზე ძლიერი ვიყავი. ამის გარდა, სანამ წმინდა მიწაზე ვიყავი, უამრავი სასწაული და პატარ-პატარა საოცრება ხდებოდა, გაფიქრებული არ მქონდა რაღაც და უკვე ასრულებული იყო.  
ჩემი წარმატება, ყველაფერი, ისიც, თუ როგორი ადამიანი ვარ, უფლის წყალობაა. მე მჯერა სასწაულების. ჩემი ცხოვრებაც სასწაულებით სავსეა.

მინდა, ყველას მიეცეს საშუალება მაცხოვრის საფლავის მონახულებისა, ეს სასწაული ყველა მორწმუნემ უნდა შეიგრძნოს.

ლალი ფაცია
luxo
23 მაისი 2015 11:41
ჩვენი სამება.
”ყოველი საიდუმლო ამა ენასა შიგან დამარხულ არს, და სახარებასა შინა, ამა ენას ლაზარე ჰქვიან . .”
ბერი იოანე-ზოსიმე
თუნდ დროის აქეთ, თუნდ დროის მიღმა,
ღვთიური მადლი ყოველთვის ქროდა,
რაღაც სიწმიდე, რწმენა თუ სიტყვა,
ყველა ეპოქას თავისი ჰქონდა.
ასე მოვედით ჩვენც ამ ხნობამდე,
კუფხალს, კუფხალი მტევნად მოება,
ერის ღირსება, კვარცხლბეკზე დავდეთ,
მამულად, ენად, სარწმუნოებად.
თუ შევიყვარებთ ღვთის მშობლის მამულს,
არ უღალატებთ იესოს რწმენას,
აერც შეურაცხვყობთ მკვიდრათ დამარხულს,
და, გადავარჩენთ ლაზაერს ენას.
თუ, ამ სამებით კვლავ ვივლით წაღმა,
ცუდში არავის შევეცილებით,
არ დაუყვებით ცდუნების დაღმართს,
და არც სიხარბეს შევეწირებით,
განკითხვა ამა ენით დადგება,
ახდება უფლის დანაპირები,
გადაურჩებით ზნეობით წარყვნას,
გადარჩებიან ჩვენი შვილებიც.
*

რედაქტორის რჩევით