"უფალმა მოგმადლოთ აღდგომის სიხარული"
13-04-2015
"უფალმა მოგმადლოთ აღდგომის სიხარული"
ხატი სიკეთესა და სიმშვიდეს შეიტანს თქვენს გულებში

მართლმადიდებელი სამყარო ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომას დღესასწაულობს. "კვირის პალიტრა" კვლავაც არ არღვევს­ ტრადიციას და მკითხველს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ულოცავს ხატითა და მაცხოვრის საფლავზე გადმოსულ მარადიულ ცეცხლზე თავმომწვარი სანთლებით.
სანთლები მცხეთის წმინდა გიორგის სახელობის მამათა მონასტერშია ჩამოქნილი. ივერიის ღვთისმშობლის ხატი - "დედოფალი" კი, რომელიც ამჯერად თქვენს ოჯახებში შემობრძანდება, ათონის მთაზე დაბრძანებული  ივერიის ღვთისმშობლის ხატის ასლია.


ხატები და სანთლები სტამბა "კოლორში­" მცხეთის წმინდა გიორგის სახელობის მონასტრის
წინამძღვარმა, არქიმანდრიტმა­ ანტონ­ ფიჩხაიამ აკურთხა და "კვირის პალიტრის" მკითხველებსა და ყველა მართლმა­დიდებელს მიულოცა აღდგომა უფლისა­ ჩვენისა:

- ყველა ადამიანი, ვინც ამ მარხვის განმავლობაში ეცადა, თუნდაც ერთ ცოდვას მორეოდა, იგრძნობს, რა დიდი დღესასწაულია აღდგომა. გილოცავთ­ ყველას. უფალმა მოგმადლოთ აღდგომის სიხარული.
წლევანდელი სააღდგომო საჩუქარი - ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის
ხატი, რომ­ელსაც  "დედოფალი" ჰქვია, და რომელიც ამჟამად სამების საკათედრო ტაძარშია დაბ­რ­ძანებული, შემდეგში კი იმოგზაურებს მარ­თლმადიდებე­ლთა ოჯახებში, სიკეთესა და სიმშვიდეს შეიტანს თითოეული ქართველის გულში...

ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარი, რომელსაც თითოეული ჩვენგანი თითო ლარის შეწირვით ვაშენებთ, სულ მალე დასრულდება. სიმბოლურია, რომ ამ დიდი საქმის მხარდამხარ, წელს ივერიის ღვთისმშობლის ხატის "დედოფალი" შებრძანდება თითოეული მკითხველის ოჯახში. ეს ერთგვარი გამოძახილია ჩვენი ერთობისა საერთო ტაძრის მშენებლობის საქმეში და უფლის შეწევნით, კვლავაც გაგვაერთიანებს.
პალიტრელებს შეგვიძლია ვიამაყოთ მკითხველის ერთგულებითა და შეურყეველი­ რწმენით, რომლითაც სიმართლეს ვამბობდით და ვამბობთ... მაგრამ გაცილებით დიდ სიხარულს ვგრძნობთ, როცა ჩვენ მიერ გაცემული ასეთი სულიერი ღირებულების საჩუქრები თქვენს ოჯახებში შემობრძანდება, მათი მადლითა და მფარველობით ავი აგერიდებათ, სიკეთე მოგეცემათ.

ქრისტე აღდგა! ჭეშმარიტად აღდგა!

natia
13 აპრილი 2015 22:43
თქვენი გაზეთი დღეს ვერსად ვიშოვეთ.იქნებ მიგვასწავლოთ სად შეიძლება შეძენა.

რედაქტორის რჩევით