"ბიბლია საუკეთესო­ საჩუქარია, რომელიც ღმერთმა კაცობრიობას უბოძა" - კვირის პალიტრა

"ბიბლია საუკეთესო­ საჩუქარია, რომელიც ღმერთმა კაცობრიობას უბოძა"

განსაკუთრებული გამოცემა მხოლოდ 399 ეგზემპლარად დაიბეჭდა. ყოველი წიგნი უნიკალურია და საკუთარი ნომერი აქვს. ის ხელით დამზადებულ მოვარაყებულ კარედშია ჩასმული - 1000-გვერდიან წიგნზე ყდა ხელით არის გადაკრული...

"რაც უფრო ადრე დაიწყებენ ჩემი შვილები ბიბლიის კითხვას, მით უფრო დარწმუნებული ვიქნები, რომ ისინი თავიანთი ქვეყნის სასარგებლო მოქალაქეები იქნებიან", - ამბობდა ჯონ ადამსი. აშშ-ის პრეზიდენტი აბრაამ ლინკოლნი მიიჩნევდა, რომ "ბიბლია საუკეთესო საჩუქარია, რომელიც ღმერთმა კაცობრიობას უბოძა". ფილოსოფოსი იმანუელ კანტი კი წმინდა წერილს ყველაზე ძვირფას წიგნად მიიჩნევდა, რომელიც "საკუთარ ღვთაებრივ წარმოშობას საკუთარი შინაარსით ადასტურებს". მსოფლიო დონის მოაზროვნეები, მწერლები, მეცნიერები და პოლიტიკური მოღვაწეები მას კაცობრიობის უმთავრეს საგანძურად აღიარებენ. "ის ერთადერთი წიგნია მთელ მსოფლიოში, რომელშიც ყველაფერია!" - წერდა ალექსანდრე პუშკინი. ამერიკის პრეზიდენტები კი მიიჩნევდნენ, რომ დემოკრატიული რესპუბლიკა სწორედ ბიბლიას ეფუძნება - "შეუძლებელია, სახელმწიფო სწორად მართო ღმერთისა და ბიბლიის გარეშე", - ამბობდა ჯორჯ ვაშინგტონი.

ბიბლია 500-მდე ენაზეა ნათარგმნი. მსოფლიოს ორიგინალურ გამოცემათა ნუსხას გამომცემლობა "პალიტრა L"-ის წყალობით კიდევ ერთი შეემატა - ლიმიტირებული ტირაჟით გამოცემული ბიბლია, შეიძლება ითქვას, რომ შეუფასებელი და ყველაზე ძვირფასი საჩუქარია.

განსაკუთრებული გამოცემა მხოლოდ 399 ეგზემპლარად დაიბეჭდა. ყოველი წიგნი უნიკალურია და საკუთარი ნომერი აქვს. გამოცემას უნიკალურობას სძენს აგრეთვე ის, რომ ხელით დამზადებულ მოვარაყებულ კარედშია ჩასმული - 1000-გვერდიან წიგნზე ყდა ხელით არის გადაკრული. ბიბლიის ყდა ხელოვნების მუზეუმში დაცული სტელებიდან ხელით შესრულებული ძველი ქართული ორნამენტებით არის შემკული.

წიგნი საქართველოს საპატრიარქოს მიერ 2009 წელს გამოცემული ბიბლიის ტექსტის მიხედვით მომზადდა. ამასთან, ტექსტი ძვირფას ქაღალდზეა დაბეჭდილი. გამოცემაში დატანილია ხელნაწერთა მუზეუმში დაცული ფერადი ილუსტრაცია.

წიგნების ლიმიტირებული ტირაჟით გამოცემა მსოფლიოს წამყვან გამოცემებში აპრობირებული პრაქტიკაა - მაღალი დონის გამომცემლები სხვადასხვა  წიგნის ლიმიტირებულ ტირაჟს, სპეციალურ სასაჩუქრე ვერსიებს ყიდიან.

ბიბლია მართლაც საუკეთესო საჩუქარია პატივსაცემი ადამიანისთვის. მაგალითად, აშშ-ში დღეში 168 000 ადამიანი ყიდულობს ან საჩუქრად იღებს ბიბლიას.

"პალიტრა L"-ის უნიკალური გამოცემის ღირებულება 500 ლარი იქნება. წიგნი "ბიბლუსის" გალერეაში, ასევე საეკლესიო და საიუველირო ნივთების მაღაზიებში იყიდება.

გამომცემლობა "პალიტრა L"-ი სამომავლოდ, ლიმიტირებული ტირაჟით "ვეფხისტყაოსნის" გამოცემასაც გეგმავს.