21-ე საუკუნის ხილული სასწაული და უშვილოთა შემწე ტაძარი
21-ე საუკუნის ხილული სასწაული და უშვილოთა შემწე ტაძარი
"შვილი 6 წელი არ გვყავდა, ახლა კი უკვე პატრა იოანე გვყავს, უბედნიერესი მშობლები ვართ და გვჯერა, რომ უფალი კიდევ მოიღებს მოწყალებას - შვილი კიდევ გვეყოლება."

შარშან 50-მდე წყვილი ტაძარში მადლობის სათქმელად ავიდა. თუმცა შვილიერების მთხოვნელი თითქმის ათასამდე წყვილი იყო. წელსაც დაითვლიან ტაძრის მსახურები თუ რამდენ ადამიანს აუსრულა უფალმა თხოვნა.


"8 წელი შვილი არ მიჩნდებოდა, მრავალწლიანი მკურნალობა უშედეგო აღმოჩნდა, იმედი გადაწურული მქონდა, როდესაც ამ ტაძრის ამბავი გავიგე. მე და ჩემმა მეუღლემ
პატარა აკვანი დავამზადებინეთ და ხუთშაბათ დღეს ავედით ტაძარში, ვილოცეთ და ვეზიარეთ კიდეც. სასწაული მოხდა, ჩვენი ლოცვა უფალმა შეისმინა. უბედნიერესი ქალი ვარ, ჩემი მეუღლე ამ ამბის შემდეგ სტიქაროსანი გახდა... დღეს კი მადლობის სათქმელად ამოვედი, 3 თვეში შვილი გამიჩნდება."
- მითხრა შარშან წაჩხურობის დღესასწაულზე თბილისიდან მარტვლის რაიონის,
სოფელ სალხინოში ჩამოსულმა ქალბატონმა...

ბრწყინვალე შვიდეულის ყოველ ხუთშაბათს, გამთენიიდან მარტვილის რაიონის სოფელ სალხინოში მანქანების ნაკადი არ წყდება. წაჩხურობის დღესასწაულის აღსანიშნავად და მოსალოცად ათასობით ადამიანი იმ ტაძარში მიდის, რომელსაც საუკუნეებია უშვილოთა შემწედ მიიჩნევა. წაჩხურუს მთავარანგელოზის სახელობის ეკლესია სოფლის ცენტრიდან 7 კილომეტრის მოშორებით, მაღლობზეა აგებული. აქ განსაკუთრებული ხალხმრავლობა ბრწყინვალე შვიდეულის კვირას, აღდგომის მეოთხე დღეს არის. ამ დღეს ტაძარში ძირითადად უშვილო წყვილები ადიან. ტაძრამდე სამანქანო გზაა, მაგრამ ხალხის დიდი ნაკადის გამო გზას პოლიცია კეტავს და მომლოცველები გრძელ აღმართს ფეხით მიუყვებიან. უშვილო წყვილებს პატარა, ლამაზად მორთული აკვნები მიაქვთ. ზოგს აკვანში თოჯინა ჰყავს. იქ ბევრ ფეხშიშველ ადამიანს ნახავთ, ყველას თავისი აღთქმა აქვს და მის შესრულებას თავისებურად ცდილობს. არც მათ ავიწყდებათ მადლობის თქმა, ვისაც უფალმა სასწაული მოუვლინა და შვილი აჩუქა. ისინი სამადლობელის სათქმელად პატარა ბავშვებით ხელში ადიან და უფალს მადლობას სწირავენ. ზოგს შესაწირი მიაქვს დაპირებული ცხვარი ან ფრინველი მიჰყავს.

ამ უძველეს სალოცავზე ლეგენდა ამბობს: ერთხელ, სოფლის ახლოს, ყანაში გლეხს ცოლმა სადილი მიუტანა. გლეხმა თავის მწირ ტრაპეზზე უცნობი მგზავრი მიიპატიჟა. ცოტა ხანში მასპინძელმა შეამჩნია, რომ ღვინო და საჭმელი კი არ ილეოდა, მრავლდებოდა. მოულოდნელად მგზავრმა გლეხს სთხოვა, იცეკვეო. ისიც დათანხმდა. ამის შემდეგ უცნობი თვალსა და ხელს შუა გაუჩინარდა. გლეხი მიხვდა, რომ სასწაულებრივი ხილვის ღირსი გახდა... სასულიერო პირების აზრით, ლეგენდა შესაძლოა, ანგელოზის გამოცხადებაზე მიუთითებდეს. იმასაც ამბობენ, სამეგრელოდან სვანეთს მიმავალ ანდრია პირველწოდებულს ამ ადგილას ქვის ჯვარი აღუმართავს, ტაძარი კი მოგვიანებით, მე-7 საუკუნეში აუგიათ. ჩვენამდე განახლებულმა, მე-18 საუკუნის დარბაზულმა ეკლესიამ მოაღწია.

შოთა სხულუხია ერთ-ერთი იმათგანია, რომელსაც უფალმა სასწაული მოუვლინა და შვილი აჩუქა:
- ამ ულამაზეს სოფელში დავიბადე და გავიზარდე. ამ ტაძარში ბავშვობიდან დავდიოდი ყოველ წაჩხურობას, მაგრამ მაშინ არ მქონდა გათავისებული ტაძრის მნიშვნელობა. წლები გავიდა, დავოჯახდი, საცხოვრებლად თბილისში გადმოვედი...… მე და ჩემ მეუღლეს შვილი 6 წელიწადი არ გვყავდა, თუმცა იმედი არასდროს დამიკარგავს. რამდენიმე წელი მე და ჩემი მეუღლე შვილიერებას ვთხოვდით წაჩხურუს მთავარანგელოზს... ექვსი წლის თავზე უფალმა ჩვენი თხოვნა შეისმინა და პატარა იოანე გვაჩუქა, მადლობა ღმერთს ამისთვის, მადლობა წაჩხურუს მთავარანგელოზს, მადლობა ამ მონასტრის ბერებს ლოცვისთვის... როგორც უკვე გითხარით, ახლა  უკვე პატარა იოანე გვყავს, უბედნიერესი მშობლები ვართ და გვჯერა, რომ უფალი კიდევ მოიღებს მოწყალებას - შვილი კიდევ გვეყოლება. ბევრი ახლობელი, მეგობარი, ნაცნობი თუ უცნობი გამხდარა ამ ხილული სასწაულის მხილველი. მიხარია, რომ ამ ტაძარს ყოველ წელს ემატება მრევლი და მომლოცველი. საქართველოს ყველა კუთხიდან მოდიან, უკვე ბევრმა იცი, რომ ამ ტაძრის მადლი 21-ე საუკუნის ხილული სასწაულია. აქ თუ წყვილი რწმენით და უფლის სიყვარულით ადის, არ არსებობს არ აუსრულოს უფალმა ვედრება. არიან ისეთები, რომლებიც ამ ტაძრის მადლით მრავალშვილიანებიც გახდნენ.
ამხელა წყალობისთვის მადლობას ყოველთვის ვეუბნები უფალს. უშვილო წყვილებს კი, მინდა ვუთხრა, გწამდეთ სასწაულის და ეს აუცილებლად მოხდება. იყო შემთხვევა, 17 წელი არ ჰყავდა წყვილს შვილი, რა არ გააკეთეს, მაგრრამ ამაოდ... ამ ტაძარში ერთ ჩვეულებრივ ხუთშაბათს ავიდნენ და... მათ დღეს ქალ-ვაჟი ჰყავთ.


აქ მართლა ბევრ საოცარ ისტორიას მოისმენთ. პირველი წირვა წაჩხურუს ეკლესიაში დეკანოზმა, მამა სერაფიმემ (დანელია) აღავლინა. მაშინ ის სოფლის ტაძრის წინამძღვარი გახლდათ. ყოველ ხუთშაბათს 7 კილომეტრს ფეხით გადიოდა და წირვას ატარებდა. აი, რას იხნებს მამა სერაფიმე:


- ამ ტაძარში უკვე მრავალ სასწაულს შევსწრებივარ, მაგრამ პირველი სასწაული მართლაც დაუვიწყარია ჩემთვის. ახლობელ ცოლ-ქმარს უშვილოების პრობლემა აწუხებდა და მთხოვეს მათთვის შეკვეთილი წირვა აღმესრულებინა მთავარანგელოზთა ტაძარში. მაშინ ახლად ნაკურთხი მღვდელი ვიყავი, არც მედავითნე მყავდა და არც საკურთხევლის მსახური, ამიტომაც ვთხოვე თვითონვე ემსახურათ. ცოლი გალობდა, მეუღლე კი შეძლებისდაგვარად მემსახურებოდა. შემოდგომის სუსხიანი დილა იდგა, ამიტომაც ქმარმა ტაძრის შორიახლოს პატარა ფარდულში ცეცხლი აანთო და დროდადრო გაიპარებოდა ხოლმე გასათბობად. წირვის მსვლელობისას ვხედავდი, რომ რამდენჯერმე შემოირბინა, თან გაოგნებული სახე ჰქონდა და აწეთ-იქით უცნაურად იყურებოდა. წირვის დასასრულს ვკითხე თუ რა იყო ამ უცნაური ქცევის მიზეზი? - მიპასუხა, - წირვის დროს რომ შემცივდა გასათბობად გავედი, მაგრამ როგორც კი ცეცხლთან დავჯექი, საოცარი გალობა მომესმა ტაძრიდან და ვიფიქრე ხალხი ამოვიდაო. შემოვედი ტაძარში. იქ კი არავინ დამხვდა, უკან გასულს ისევ ის საოცარი ხმები მომესმა და ეს რამდენჯერმე გამეორდაო... დიდება შევწირეთ უფალს, მაშინ ტაძარში წირვა-ლოცვის აღდგენის პირველი დღეები იყო და ჩავთვალეთ, რომ ანგელოზებიც ჩვენთან ერთად ხარობდნენ ამის გამო. რომ იცოდეთ, ამ ჩემი ახლობლის ოჯახს ამის შემდგომ ოთხი შვილი შეეძინა. გილოცავთ წაჩხურობის დღესასწაულს... წაჩხურუს მთავარანგელოზებმა დაგლოცოთ და გაგახაროთ!

ბოლო წელბია წაჩხურობას მეუფე პეტრე ატარებს წირვას. ამ დღეს უშვილოებს ლოცვებში იხსენიებენ, წყვილები ეზიარებიან და შემდეგ მათ და მომლოცველებს საგანგებოდ, ეპარქიის სახელით გაშლილ ტრაპეზზე ეპატიჟებიან. იქ მამათა მონასტერი რამდენიმე წელია ფუნქციონირებს. სტიქაროსნები წყვილების სახელებს იწერენ და მთელი წლის განმავლობაში ყოველ ხუთშაბათს ბერები უშვილო წყვილებს ლოცვებში იხსენიებენ და მთავარანგელოზს მათთვის შვილიერებას სთხოვენ. გარდა ბრწყინვალე შვიდეულისა, უშვილო წყვილებს ტაძარში ნებისმიერ ხუთშაბათს შეუძლიათ ასვლა და ლოცვა. ტაძარში მიტანილ პატარა აკვნებს სასულიერო პირები აკურთხებენ. ის აკვნები იმ უშვილო წყვილება მიაქვთ, რომლებსაც აკვანი არ ამოუტანიათ, ბევრი ლამაზად მორთული აკვანი მშობლებს სახლში პატარებისთვის მიაქვთ.
შარშან 50-მდე წყვილი ტაძარში მადლობის სათქმელად ავიდა. თუმცა შვილიერების მთხოვნელი თითქმის ათასამდე წყვილი იყო. წელსაც დაითვლიან ტაძრის მსახურები თუ რამდენ ადამიანს აუსრულა უფალმა თხოვნა. ღმერთმა ყველას მისცეს ჯანმრთელი შვილი.


თეა ხურცილავა (სპეციალურად საიტისთვის)




მკითხველის კომენტარი (92)
ნათია
04 აპრილი 2019 16:12
გამარჯობათ.მეც დავინტერესდი არ ვიცოდი ასეთი ტაძარი თუ არსებობდა.მეც 7 წელია გათხოვილუ ვარ და არ მყავს შვილი.იქნებ მითხრათ აკვანი სად უნდა შევიძინო და რა ღირს?
ნინო
16 თებერვალი 2019 12:09
უფალ იესო ქრისტეს მოუხადეთ მადლობა რომ გაჩუქათ შვილი. რა აკვანი ხალხო, წაიკითხეთ ბიბლია და ნახეთ როგორ ლოცულობდნენ უშვილო დედები ელისაბედი, ხანა, რებეკა, სარა... როდემდე უნდა იყოთ ისევ წარმართულ რიტუალებში გახვეულნი. აიღეთ უფლის სიტყვა ხელში!
tamuna
19 ივნისი 2018 01:44
shegidzliaat misamarti mitxrat rogor mivide
lamzira
21 აპრილი 2017 23:17
მართლაც სასწაულია ხალხნო 7 წლის მერე მეც ავედი აკვნით და ერთ წელიწადში ღმერთმა დამასაჩუქრა ირწმუნეთ და აუცილებლად თქვენც დასაჩუქრდებით ყველას აგისრულოთ ეს თხოვნა ღმერთმა
ნატო
19 აპრილი 2017 08:15
ეს ტაძარი მარტვილის რაიონში სოფელ სალხინოსთანააა. აღდგომის შემდეგ, ბრწყინვალე შვიდეულის კვირაში ხუთშაბათ დღეს - წაჩხურობის დღესასწაულს უნდა რწმენით ახვიდეთ და ილოცოთ.
mavra
13 აპრილი 2017 17:13
მე ერტხელ უკვე გამხადა უბედნიერესი უპალმა ,მკავს ატი ცლის ბიჯი,დიდება უპალს ამისტვის,კიდევ გვინდა სჰვილები ესხომ ბუნებრივია და ამაზე ბედნიერება არარსებობს,მეც რო ცავიდე მოსალოცად ხომ სჰეიდზლება?
mavra
13 აპრილი 2017 17:03
uplis ckalobit mkavs 10 clis shvili dideba upals amistvis,kidev minda shvilebi,shvilebis pasi xom ararsebobs am cxovrebashi.mec rom cavide moviloco da vtxovo upals rom kidev ertxel gamxados deda xom sheidzleba?
Larisa
07 სექტემბერი 2016 01:05
Kaci tua ushvilo? Tu ar aqvs mnishvneloba? Gtxovt tu vinmem icis momceros.madlobt
Sofo
09 მაისი 2016 13:46
Chem das 11welia shvili aryavs da musurmania sheidzleba am tadzarshi amovides da ilocos?
ვერიკო
19 აპრილი 2016 14:11
მარტვილის რაიონი, სოფელი სალხინო. უფალმა აგისრულოთ ნატვრა ქალბატონო თალიკო!

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით,  მოაგვარებს თუ არა პრობლემას აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვა?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, მოაგვარებს თუ არა პრობლემას აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვა?