"საქართველოს სიყვარული ჩვენგანაც ისწავლეთ"
25-05-2015
"საქართველოს სიყვარული ჩვენგანაც ისწავლეთ"
"ერთი ფერეიდნელი ახალგაზრდა საქართველოში ჩამოსულა და აჭარ­აში, საბაჟოზე, ვიზა არ მიუციათ, - ვერ შეგიშვებთო. მაშინ 2 წუთით გადამიშვით, მიწას ვაკოცებ და გამოვბრუნდებიო... მებაჟეს შერცხვენია და 10-დღიანი ვიზა მიუცია..."

ფერეიდნელი ქართველების განცხადებამ, ქართული ენის შესწავლასთან დაკავშირებით, საზოგადოება დააინტერესა. ფერეიდნელები თხოვნით მიმართავდნენ ქართველებს, გაეგზავნათ დაწყებითი კლასის ქართული სახელმძღვანელოები. დემოგრაფიული განვითარების ფონდის ხელმძღვანელ ზვიად ტომარაძის თაოსნობით წიგნები შეგროვდა.

- ფერეიდნელი ქართველების გასაჭირი მნიშვნელოვანია ჩვენთვის, ამიტომ გადავწყვიტეთ, მათთვის ქართული წიგნები ჩაგვეტანა.

გაზეთმა "კვირის პალიტ­რამ"და
გამომცემლობა "პალ­იტრა L"-მა 160 წიგნი - ქართველი­ კლასიკოსების ნაწარმოებები და ქარ­თული ზღაპრები გადმოგვცა. წიგნები მოგვიტანეს მოქალაქეებმაც. სამწუხაროდ, განათლების სამინისტ­რო ვერ დაგვეხმარა, მაგრამ დაგვპი­რ­და, ფერეიდნელებისთვის საგანგებოდ დავბეჭდავთ წიგნებსო.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრ­ოშიც და ირანის საელჩოშიც ჯერ მით­ხრეს, საზღვარზე ქართული წიგნების გადა­ტანა არ დაბრკოლდებაო, მაგრამ მერე შეყოყმანდნენ,
- შეიძლება ირანში ქართული­ წიგნებით არ გადაგიშვანო. მიუხედავად­ ამისა, მაინც გავემგზავრე თეირანში. გამიმ­ართლა: იმ დროს წიგნების საერთაშორისო ფესტივალი იყო და ამას მივაწერე ჩემი ქართული წიგნებით ჩასვლა. ფესტივალში მონაწილეობა მივიღე და ქართული წიგნებიც დავტოვე. შემდგომ გავემგზავრე ფერეიდანში და შევხვდი იქაურ ქართველებს.

- რა პრობლემები აქვთ მათ დღეს?
- ცუდად არ ცხოვრობენ, თუმცა ხელ­ისუფლება სათანადო ყურადღებას მაინც ვერ აქცევს - ხშირად აბუჩად იგდებენ, მათ თხოვნა-განცხადებებს არ ითვალისწინებენ, ვერც სრულფასოვან განათლებას იღებენ­, განსაკუთრებით ისინი, ვინც ქართულ­ გვარებს ატარებენ. ერთ-ერთ ფერე­იდნელს ვკითხე, - როგორ ასწავლით ბავშვებს ქართულს-მეთქი და მითხრა:

ბავშვი რომ მეკითხება რაიმეს სპარსულად, არ ვპასუ­ხობ. სხვა გზა არ რჩება და ქართულად მელაპარა­კებაო.
პრობლემური გახდა ვიზის აღება. ერთ-ერთმა ფერეიდნელმა შემომჩივლა,  
აგვისტოს ომის დროს ბევრს უნდოდა­ საქართველოში საომრად წასვლა,  მივმართეთ საქართველოს საელჩოს, მაგრამ უარი მივიღეთ - არ არის საჭირო­ თქვენი ჩარევაო... არადა ჩვენი წინაპრების მიწის დაცვა გვინდოდა.  
ფერეიდნელმა ქართველებმა შემო­თვალეს, საქართველოს სიყვარული ჩვენგანაც ისწავლეთო.

- ქართულანბანიანი ძეგლის აღებამ ძალიან შეაწუხა ფერეიდნელი ქართველები.

- ქართველმა ფერეიდნელებმა ეს ძეგლი ქართული ანბანისადმი მოწიწების ნიშნად აღმართეს (სამწუხაროდ, ეს უნებართვოდ გაკეთდა). ძეგლის დემონტაჟისას ურთიერთობა დაიძაბა ფერეიდნელ ქართველებსა და ბაჰთიარებს (ირანული ტომი, ავტ.) შორის. საბედნიეროდ, პოლიციამ ვითარება დროულად განმუხტა...
ფერეიდანში მეორე საქართველო ვნახე. უმრავლესობა მხოლოდ ქართულ სიმღერებს­ უსმენს, ტელეფონშიც ქართული შრიფტი აქვთ, შინაც შეძლებისდაგვარად ქართულად ლაპარაკობენ. დამშვიდობებისას აუცილებლად გეტყვიან, - ღმერთს ებარებოდეო...

საქართველოში ფერეიდნელების 10% თუ იქნება ნამყოფი. ერთი ახალგაზრდა გავიცანი, რომელიც შარშან ჩამოსულა, აჭარ­აში, საბაჟოზე, ვიზა არ მიუციათ, - ვერ შეგიშვებთო. ფერეიდნელს უთქვამს, მაშინ 2 წუთით გადამიშვით, მიწას ვაკოცებ და გამოვბრუნდებიო... მებაჟეს შერცხვენია და 10-დღიანი ვიზა მიუცია...

ჩემი ფერეიდნელი მასპინძელი­, ჰამლეტ (ჰადი) ლაჩინაშვილი ოჯახთან ერთად შარშან საქართ­ველოში ჩამოსულა. წასვლისას ჰადის ვაჟს მამისთვის ტირილით უთქვამს, - თქვენ წადით და მე აქ, ჩემს სამშობლოში დამტოვეთო.
ბევრი ტკივილის და წვალების მიუხედავად, ფერეიდნელი ქართველები დღეს საქართველოს ნატვრით და სიყვარულით აგრძელებენ ცხოვრებას.

ეკა გადახაბაძე
ცირა
21 მარტი 2016 01:27
მიყვარს ეს ხალხი და რატომღაც სულ ვტირი მათი ისტორიების გამო
ვიტალი
31 დეკემბერი 2015 19:53
ქალბატონო ეკა მართლაც გულში ჩამწმდომია თქვენი წერილი . დიდ პატივს მცემ ფერეიდნელ ქართველებს 400 წელია რაც სამშობლოს ფესვებს მოწყვეტილები ინარჩუნებენ ქართველობას . მარა წერისას ყურადგება მიაქციე რეალური სურათი შექმნა რადგან თუ ფაქტებს დაარღვევ სიცრუეში გამხილებენ . ისე ცნობისთვის სამომავლოდ რომ იცოდე საქართველოს ყველა საბაჟო გამშვებ პუნქტზე სავიზო კონტროლს საპატრულო პოლიცია ატარებს დაა არა - მებაჯე
23 სექტემბერი 2015 23:01
დამიბრუნოთ შემი ფერეიდნელები


რედაქტორის რჩევით