ქრისტე აღდგა! ჭეშმარიტად აღდგა! - კვირის პალიტრა

ქრისტე აღდგა! ჭეშმარიტად აღდგა!

"აღდგომა ქრისტესი - უძვირფასესი ქვაა არამიწიერ საგანძურთა ყელსაკიდში, რომელსაც წარმოადგენს ქრისტეს ცხოვრება დედამიწაზე.

ქრისტე აღდგა, დანო და ძმანო! მიწას არ შეუძლია რაიმე ავნოს მას, და ვერც საფლავი დააკავებს. დაე, აღდგნენ სულნი თქვენნი! დაე, გაბრწყინდეს ღვთის ხატება თქვენში, მიწისგან განწმენდილთა და სასიკვდინე ხრწნისაგან დახსნილთა სულებში! გიხაროდენ და მხიარულ იყვენით, რამეთუ თქვენი მესია ერთადერთია, ვინც სძლია სიკვდილს, რომელიც შიშს ჰგვრიდა მიწაზე ყოველ დაბადებულს", - ბრძანებს წმინდა ნიკოლოზ სერბი.

მართლმადიდებელი სამყარო ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომას დღესასწაულობს.

"კვირის პალიტრა" გილოცავთ უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს მკვდრეთით აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს!