იესო დაბადებულა, ალილო! - ქრისტეშობას გილოცავთ!
06-01-2019
იესო დაბადებულა, ალილო! - ქრისტეშობას გილოცავთ!
იმპერატორმა ოქტავიანემ რომის იმპერიის მოსახლეობის საყოველთაო აღწერა ბრძანა. ისრაელიც რომის იმპერიის შემადგენლობაში შედიოდა. ებრაელების თითოეულ ტომს კი საკუთარი ქალაქი ჰქონდა, რომელიც მის მამამთავართან იყო დაკავშირებული. სწორედ ამ ქალაქებში უნდა ასულიყვნენ აღრიცხვაზე.

მარიამიცა და იოსებიც, როგორც დავითის შთამომავლები, რომელიც წარმოშობით ბეთლემიდან იყო, სწორედ ბეთლემში უნდა გამგზავრებულიყვნენ. მარიამი უკვე თვეში იდგა, მაგრამ ქმართან ერთად მაინც დაადგა ბეთლემისაკენ მიმავალ გზას. ქალაქში გვიან ღამით ჩავიდნენ და ღამის გასათევი ადგილიც ვერსად ნახეს - ყველა ცხვირწინ
უკეტავდა კარს იოსებს, მიუხედავად იმისა, რომ ხედავდნენ, მას თან ფეხმძიმე ცოლი ახლდა. რადგან სხვა გზა აღარ იყო, იოსებმა გადაწყვიტა, გამოქვაბულისათვის შეეფარებინათ თავი, რომელშიც ბეთლემელი მწყემსები საქონელს აბინავებდნენ ხოლმე უამინდობისას. სწორედ აქ, ამ გამოქვაბულში იშვა იესო. დედამ ახალშობილი სახვევებში შეახვია და ბაგაში ჩალაზე მიაწვინა. ანგელოზთა გალობამ
აავსო მთელი სამყარო. მაგრამ მწყემსთა გარდა ვერავინ მოჰკრა მას ყური. სწორედ მწყემსები მიჰყვნენ ამ საოცარ ხმას და თაყვანი სცეს სამყაროს შემოქმედს, რომელიც განკაცებულიყო, რათა განეღმრთო საკუთარი ქმნილება.

მერე მოგვებიც მოვიდნენ, რომელნიც კაშკაშა ვარსკვლავს მოჰყოლოდნენ ბეთლემის გამოქვაბულამდე. ეს ვარსკვლავი კი მიქაელ მთავარანგელოზი გახლდათ, რომელიც გზას უნათებდა ღმერთისა და ჭეშმარიტების მაძიებელ სწავლულებს. მოგვებმა ძღვენიც მოართვეს ახალშობილს - ოქრო, გუნდრუკი და მური: ოქრო, როგორც მეფეს; გუნდრუკი, როგორც ღმერთს, და მური, როგორც ადამიანს, რომელსაც სიკვდილის გზა უნდა გაევლო.

სამყაროს მეუფე არ დაბადებულა დიდებულ სასახლეში, ოქროთი და ფარჩა-ატლასით მოფარდაგებულ პალატასა თუ საწოლში. არც მერე უვლია მცველებითა და დიდებით გარშემორტყმულს. მეუფე იყო, მაგრამ ოქროს გვირგვინის ნაცვლად ეკლის გვირგვინმა დაუმშვენა შუბლი. მბრძანებელი იყო, მაგრამ თავმდაბლობისა და მორჩილების მაგალითს უჩვენებდა ყველას. სწორედ ამიტომ არ მიიღო იგი ისრაელმა, რომელიც მიწიერი დიდებით მოსილ მეფეს ელოდა და მიწიერი მონობისაგან ხსნას ელოდა მისგან. მან კი სიკვდილის მონობისაგან იხსნა ყველა, ვინც ამ უბრალოებაში მისი ღვთაებრივი დიდება დაინახა და ირწმუნა. ამიტომაც დაიბადა გამოქვაბულში, რომლის კედლებიც ჩვენი გულებივით ცივი იყო და უფლისმიერი ცეცხლისა და სიყვარულისგან დაცლილი. თავს იდვა პირუტყვთა სადგომში შობა, რადგანაც პირუტყვულ ვნებებს დამორჩილებულნი არაფრით განირჩეოდნენ ოთხფეხებისგან. ადამიანური ბუნების შეცვლა ხომ მხოლოდ იმ მადლს შეუძლია, რომელიც გაყინულ გამოვქაბულში შობითა და გოლგოთაზე ჯვარცმით მოგვიტანა მაცხოვარმა.

ქრისტეშობის მადლი შეგვეწიოს ყველას ქრისტესაკენ მიმავალ გზაზე!
ILIA
07 იანვარი 2019 09:24



სრულიად მართმადიდებელ ქრისტიანებს ვულოცავ შობის ბრწყინვალე დღესასწაულს შეეწიოს დღევანდელი დღის მადლი სრულიად საქართველოს
BEQA
07 იანვარი 2019 08:27



სრულიად მართმადიდებელ ქრისტიანებს ვულოცავ შობის ბრწყინვალე დღესასწაულს შეეწიოს დღევანდელი დღის მადლი სრულიად საქართველოს
Kombl
07 იანვარი 2019 05:01
Gilocavt qristeshobis brtskinvale dgesastauls! Gparavdet da getseodet! Daestsarit mravals! Dideba qartvel ers! Dideba! Dideba! Dideba!

რედაქტორის რჩევით
როგორ აფასებთ საპენსიო რეფორმას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ საპენსიო რეფორმას?
თვის კითხვადი სტატიები