"გველის ღვთისმშობელი"
28-08-2017
"გველის ღვთისმშობელი"
საბერძნეთის კუნძული კეფალონია იონიის ზღვაში მდებარეობს. ამ კუნძულის სოფელ მარკოპულოს ღვთისმშობლის მიძინების სამლოცველოში, ყოვლადწმინდა ქალწულ მარიამის მიძინების დღეს, ყოველწლიურად აღესრულება სასწაული - ხატის თაყვანის საცემად ტაძარში შხამიანი გველები მოდიან. ხატს "გველის ღვთისმშობელს" უწოდებენ, გველებს - "ღვთისმშობლის გველებს".

გადმოცემის თანახმად, იმ ადგილას, სადაც ახლა სამლოცველოა, ადრე ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის დედათა მონასტერი ყოფილა. ერთხელ, როდესაც სოფლის მამაკაცები ზღვაში სათევზაოდ იყვნენ გასული, მონაზვნებმა მეკობრეთა გემი დალანდეს და შეშინებულებმა მონასტრის ჭიშკარი ჩარაზეს, თავად
კი გულმოდგინედ ევედრებოდნენ დედა ღვთისმშობლის ხატს, დაეცვა მათი ღირსება. მაგრამ ხის ალაყაფმა მეკობრეთა ძალას ვერ გაუძლო.
როდესაც ისინი მონასტერში შეცვივდნენ, იქ, მონაზონთა ნაცვლად, შავი გველები დახვდათ და თავზარდაცემულნი იქაურობას გაშორდნენ.

მარკოპულოს მცხოვრებნი ამტკიცებენ, რომ მათ ტაძარში დაცულია სწორედ ის ხატი, პანაღია ფეტუსა, რომელსაც ევედრებოდნენ მონაზვნები
მეკობრეთაგან ხსნას. ყოველი წლის მარიამობის წინა საღამოს მთებიდან ჩამოდიან შხამიანი გველები და ტაძარში მორწმუნეებთან ერთად წირვას ესწრებიან. მიუხედავად იმისა, რომ სამლოცველოში უამრავი ხატია, გველები ღვთისმშობლის ხატისაკენ მიიწევენ და მასზე გართხმულნი უსმენენ ღვთისმსახურებას. რაოდენ დაუჯერებელიც უნდა იყოს, ეს შხამიანი გველები ამ დღესასწაულზე სრულიად უვნებელნი ხდებიან - მლოცველებს ისინი ხელში აჰყავთ, ტაძარში შესვლაში ეხმარებიან, ეფერებიან. წირვის დასრულებისთანავე გველები ჩამოცოცდებიან ღვთისმშობლის ხატიდან და კვლავ მთებს მიაშურებენ.

მარკოპულოელმა ქრისტიანებმა იციან, რომ, თუკი გველები არ გამოჩნდნენ, იმ წელს დიდ განსაცდელს უნდა ელოდნენ. ასე იყო 1943 წელს - მაშინ ფაშისტებმა თითო ოჯახიდან თითო კაცი დახვრიტეს. გველები არ მოდიან ეკლესიაში მაშინაც, თუკი გვალვა ან მიწისძვრაა მოსალოდნელი.

დიაკონი ირაკლი
28 აგვისტო 2017 15:48
კარგი იქნებოდა თუ სტატიაში ახსენებდნენ იმ საინტერესო ფაქტს, რომ ეს სასწაული ხდება "ახალი" ანუ შესწორებული იულიუსის კალენდრით

http://www.orthodoxtheology.ge/kalendari-da-sascaulebi/
http://www.johnsanidopoulos.com/2009/08/holy-snakes-of-virgin-examining.html
28 აგვისტო 2017 14:37
და ეს სასწაული ხდება ახალი კალენდრით

რედაქტორის რჩევით