"არ შე­იძ­ლე­ბა თა­ვაშ­ვე­ბუ­ლო­ბა, უქ­მად დრო­ის ფლან­გვა..." - რა არ უნდა გააკეთოს ადამიანმა წითელ პარასკევს
"არ შე­იძ­ლე­ბა თა­ვაშ­ვე­ბუ­ლო­ბა, უქ­მად დრო­ის ფლან­გვა..." - რა არ უნდა გააკეთოს ადამიანმა წითელ პარასკევს
წი­თე­ლი პა­რას­კე­ვი, ანუ ვნე­ბის კვი­რის პა­რას­კე­ვი, რო­მე­ლიც ქრის­ტი­ა­ნულ­მა ეკ­ლე­სი­ამ იმ დღის აღ­სა­ნიშ­ნა­ვად და­ა­წე­სა, რო­დე­საც ჯვარს აც­ვეს ქრის­ტე. ამ მოვ­ლე­ნის სა­ხა­რე­ბი­სე­უ­ლი ინ­ტერპრე­ტა­ცია ასე­თია:

"იე­სოს მო­ძუ­ლე მღვდელმთავ­რებ­მა, იუ­დას შემ­წე­ო­ბით, შე­ი­პყრეს იგი და წა­რუდ­გი­ნეს ური­ას­ტა­ნის მმარ­თველს პონ­ტო­ელ პი­ლა­ტეს და მისი ჯვარ­ცმა ითხო­ვეს. იგი გოლ­გო­თის მთა­ზე აიყ­ვა­ნეს, სა­დაც ებ­რა­ე­ლე­ბი დამ­ნა­შა­ვე­ებს სიკ­ვდი­ლით სჯიდ­ნენ. მა­შინ პა­ს­ე­ქის დღე­სას­წა­უ­ლი იყო და ერთი და­სას­ჯე­ლის გან­თა­ვი­სუფ­ლე­ბა შე­იძ­ლე­ბო­და. პი­ლა­ტემ ავა­ზა­კი ბა­რა­ბა გა­მო­იყ­ვა­ნა და იკი­თხა: რო­მე­ლი გა­ვა­თა­ვი­სუფ­ლო­თო. ხალ­ხმა ბა­რა­ბას გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა ითხო­ვა. პი­ლა­ტე
არ იყო დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ქრის­ტეს და­ნა­შა­ულ­ში, მაგ­რამ ხალ­ხის შფოთს მო­ე­რი­და, ტაშ­ტი მო­ა­ტა­ნი­ნა, ხე­ლე­ბი და­ი­ბა­ნა და თქვა: ამ საქ­მე­ში მე უბ­რა­ლო ვარო. ამის შემ­დეგ, ხალ­ხის მო­თხოვ­ნით, ქრის­ტე ჯვარს აც­ვეს".

ამ დღეს­თან და­კავ­ში­რე­ბით სი­ო­ნის სა­კა­თედ­რო ტაძ­რის დე­კა­ნოზს, მამა გი­ორ­გი სა­ნა­მაშ­ვილს ვე­სა­უბ­რეთ.

- მა­მაო, ვი­ნა­ი­დან წი­თე­ლი პა­რას­კე­ვი მთე­ლი წლის
გან­მავ­ლო­ბა­ში ყვე­ლა­ზე მძი­მე დღეა, - კა­ცობ­რი­ო­ბის მხსნე­ლი ჯვარ­ზე გა­აკ­რეს - ქრის­ტი­ა­ნე­ბი ერ­თმა­ნეთს მა­ინც ასე ეუბ­ნე­ბი­ან - მრა­ვალს და­ეს­წა­რი?

- ნე­ბის­მი­ერ დღეს მრა­ვალს დაგ­ვას­წროს უფალ­მა და გა­სა­ჭირ­სა და სი­ხა­რულ­შიც უნდა ვმად­ლობ­დეთ უფალს... ვი­ნა­ი­დან ეს მსოფ­ლიო გან­საც­დე­ლის დღეა, რად­გა­ნაც კა­ცობ­რი­ო­ბამ თა­ვი­სი მა­ცხო­ნე­ბე­ლი ჯვარ­ზე აიყ­ვა­ნა, ამ შემ­თხვე­ვა­ში "მრა­ვალს და­ეს­წა­რი" ალ­ბათ უფრო სა­სი­ხა­რუ­ლო დღე­ებს მი­ე­სა­და­გე­ბა, გვი­ახ­ლოვ­დე­ბა ქრის­ტეს აღ­დგო­მა, ბრწყინ­ვა­ლე დღე­სას­წა­უ­ლი და სწო­რედ მა­შინ ვუ­თხრათ ერ­თმა­ნეთს ეს და კე­თი­ლი სურ­ვი­ლე­ბი ვუ­სურ­ვოთ.

- ახლა წი­თე­ლი პა­რას­კე­ვის მნიშ­ვნე­ლო­ბა­ზე რომ ვი­სა­უბ­როთ...
- წი­თე­ლი პა­რას­კე­ვი მთე­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად მძი­მე დღეა და რაში მდგო­მა­რე­ობს ეს სიმ­ძი­მე: ქვეყ­ნად მო­სუ­ლი გა­მომხსნე­ლი, რო­მე­ლიც ამ წუ­თი­სო­ფელ­ში შე­მო­ვი­და და რო­გორც იო­ა­ნე მა­ხა­რე­ბე­ლი ამ­ბობს, "თვის­თა თანა მო­ვი­და იგი და თვის­თა იგი არა­შე­ი­წყნა­რეს," - მოკ­ლეს, ჯვარს აც­ვეს თა­ვი­სი მა­ცხო­ნე­ბე­ლი, ამი­ტომ ეს არის გლო­ვის დღე. მაგ­რამ რას გლო­ვობს ადა­მი­ა­ნი, - ღმერ­თის სიკ­ვდილს? რა თქმა უნდა, - არა. ჩვენ სწო­რად არ გვაქვს გაც­ნო­ბი­ე­რე­ბუ­ლი მა­ცხოვ­რის აღ­დგო­მა თა­ვი­სი ჯვარ­ცმით. ეს დღე უნდა იყოს და­სა­ბა­მი ჩვე­ნი ცოდ­ვე­ბის შემსჭვალ­ვის. ცოდ­ვე­ბი უნდა შევმსჭვა­ლოთ, - "ძვე­ლი კაცი ჯვარ­ცმულ არს," გარ­და­იც­ვა­ლოს და "ახა­ლი კაცი" და­ი­ბა­დოს, ანუ ჩვენ­ში ცოდ­ვის­მი­ე­რი უნდა დავ­ტო­ვოთ და აზ­როვ­ნე­ბა ახ­ლე­ბუ­რად და­ვი­წყოთ. გა­ვი­გოთ მა­ცხოვ­რის გა­მომხსნე­ლო­ბის მნიშ­ვნე­ლო­ბა და შე­სა­ბა­მი­სად ვი­ცხოვ­როთ. გაგრძელება


მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეაფასებთ ტაქსების მიმდინარე რეფორმას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ ტაქსების მიმიდინარე რეფორმას?
თვის კითხვადი სტატიები