"ნუ გეშინია, გიორგი, მე შენთან ვარ!" და ანგელოზმა ბორბლიდან ახსნა... - დღეს გიორგობაა
"ნუ გეშინია, გიორგი, მე შენთან ვარ!" და ანგელოზმა ბორბლიდან ახსნა... - დღეს გიორგობაა
მართლმადიდებელი ეკლესია 23 ნოემბერს, წმინდა გიორგის ბორბალზე წამების დღეს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში სადღესასწაულო წირვა–ლოცვა შესრულდება.

დიდგვაროვანი მაღალჩინოსანი სამხედროს ოჯახში დაიბადა. წარმოშობით კაბადოკიელი პალესტინაში გაიზარდა-მშობლები ღრმადმორწმუნე ქრისტიანები იყვნენ. ქრისტეს აღმსარებლობის გამო მამა წამებით მოუკლეს და დაქვრივებული დედა საკუთარ სამშობლოში, პალესტინაში, დაბრუნდა და იქ აღზარდა ერთადერთი შვილი-აღზარდა ღვთის მოშიშებითა და სიყვარულით.

მერე მამის გზას გაჰყვა და რომალეთა ჯარის მხედართმთავარი გახდა. იმპერატორის რჩეულსა და ნებიერს უდიდეს მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ.

მერე იმპერატორმა დეკრეტი გამოსცა
ქრისტიანთა შესახებ და მთელ იმპერიაში ჯვარცმულის მიმდევართა საშინელი დევნა დაიწყო. გიორგიმ რომ ეს შეიტყო, მონები და მსახურები გაათავისუფლა
და უშიშრად წარსდგა საიმპერატორო კარზე, იმპერატორისა და მისი ერთგული ამალის წინაშე, რათა ხმამაღლა განეცხადებინა: "ჩემი პირველი და პატიოსანი სახელი არის ქრისტიანი". არ უსმინა მათ, რომელნიც კაცთას ზრახავდნენ და არა ღვთისას, არ უარყო ქრისტე და, პირიქით, ღვთის მდევნელთაც კი უქადაგა ჭეშმარიტება.

მერე დაიწყო: 23 ნოემბერს ბორბალზე გააკრეს-იარაღზე, რომელიც სპეციალურად მის საწამებლად შექმნეს: ბასრი დანებით სავსე ბორბალი ნაწილებად ჭრიდა სიკვდილმისჯილს. გიორგი ხმამაღლა ლოცულობდა, შემდეგ კი გულში განაგრძო საუბარი ღმერთთან. ჰოდა, ეგონათ, რომ მოკვდა, ბორბალზე დაკრული დატოვეს და თავად კერპებისათვის მსხვერპლის შესაწირად წავიდნენ. მაგრამ ზეციდან გაისმა ხმა: "ნუ გეშინია, გიორგი, მე შენთან ვარ!" და ანგელოზმა ბორბლიდან ახსნა... სრულიად უვნებელი გიორგი. ისიც თავისი ფეხით ჩამოვიდა ფიცარნაგიდან და იმპერატორისაკენ წავიდა, რომ ამ სასწაულით მოეყვანა უგუნურნი გონს. მაგრამ ადამიანები, რომლებიც ხედავენ, მაგრამ ვერ ხვდებიან, მთელი არსებით ეწინააღმდეგებიან საღვთო განგებულებასა და ჭეშმარიტებას. ასე მოიქცა დიოკლეტიანეც: მისი ბრძანებით, გიორგი შეიპყრეს და საკირეში ჩააგდებინეს. მაგრამ სამი დღის შემდეგ იქიდან თავისი ფეხით გამოვიდა.

მერე ლურსმნებიანი ჩექმებით მოატარეს ქალაქი. . . საქონლის ძარღვებისგან დამზადებული მათრახებით გაშოლტეს.

... რომ შეერცხვინათ, ყველას დასანახად მიცვალებულის მკვდრეთით აღდგინება მოსთხოვეს, მაგრამ თავად შერცხვათ, როდესაც აკლდამიდან გამოსული გაცოცხლებული ადამიანი იხილეს. . . მერე დაპირებებით აავსეს და ამსოფლიური საცთურებით სცადს მისთვის თავგზის აბნევა, მაგრამ ქრისტეს მხედარი ერთგულად აღიარებდა ღმერთს. ხოლო მას შემდეგ, რაც გიორგის ლოცვით საკერპოში ყველა კერპი დაემხო, დიოკლეტიანეს ბრძანებით, ქალაქგარეთ გაიყვანეს და თავი მოჰკვეთეს.

ასე დასრულდა რამდენიმეთვიანი წამებით სავსე გზა, რომელიც მიწიდან ზეცამდე უნდა გაევლო დიდმოწამედ წოდებულ გიორგი კაბადოკიელს.

23 ნოემბერს მისი წამების დასაწყისია და ამ დღის აღნიშვნა საქართველოში წმინდა ნინომ დააწესა, რადგან იგი წმინდა გიორგის ნათესავი იყო. იქიდან მოყოლებული, 23 ნოემბერს გიორგობას მხოლოდ საქართველოში აღნიშნავენ ხოლმე-აღნიშნავენ წირვითა და ლოცვით, წამებულისადმი პატივის მიგებით, მოწიწებითა და სასოებით.

წმინდა გიორგის ლოცვამ დაიფაროს სრულიად საქართველო!

ნარგიზა
12 მარტი 2020 06:17
გიორგობას გილოცავტ ყველას.გპარავდეტ მისი მადლი და ძალა.
ალექს
23 ნოემბერი 2019 18:05
გიორგობას გილოცავთ თანამემამულენო,გფარავდეთ ძალა მისი,გაძლიერებდეთ სული მისი ,მახვილი მისი გიკვალავდეთ გზას გველეშაპთა განსაგმირად !
სიზმრად ვნახე,გაისად, მომავალ გიორგობას და შობა ახალწელს უნაცქოცმოქკავშიროდ ვხვდებოდით და არცერთი მათი სატელიტიც არა ჩანდა კუკიის სასაფლაოდან !
კი ღირს ამ სიზმრის ასახდენად კუკიაზე დიდი კიპაროსის ქვეშიდან ყურება!
ვაგლახ,უჩემოდ არ მოგიწიოთ,მაგათ თუ იმ ბალავარში არ ჩავაყოლებთ სურამის ზურაბივით,არ გაბრწყინდება სახლი ჩვენი ,ღმერთმა რომ ქართველთა მოდგმის გასამრავლებლად და საბედნიეროდ მოგვცა ,საშრომლად ,საბრძოლველად და ამათ წინ და მას მერეც, უფლის სადიდებლად დასალოცად დალოვცილი კახურით !
მედეა
23 ნოემბერი 2019 12:48
გმადლობთ უფალო, რომ მშვიდობიანი გ ი ო რ გ ო ბ ა გაგვითრნე! ვულოცავ მთელ საქართველოს და ყ ვ ე ლ ა გიორგის, იყონ ბედნიერები, აკეთონ სიკეთეები--ჭეშმარიტი გაგებით-- გაბრწყინებულ საქართველოში 100 წელი ეცხოვროთ-- გაბედნიერებულებს და გ ა მ რ ა ვ ლ ე ბ უ ლ ე ბ ს! ამინ!
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ მთავრობის გადაწყვეტილებას, 17 წლის ჩათვლით ყველა ბავშვისთვის 200-ლარიანი ერთჯერადი დახმარების შესახებ?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ მთავრობის გადაწყვეტილებას, 17 წლის ჩათვლით ყველა ბავშვისთვის 200-ლარიანი ერთჯერადი დახმარების შესახებ?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები